შინაგან საქმეთა  სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული მ.ე. და 1997 წელს დაბადებული რ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი“, "მდმა“, "კლეფედრონი“„მცენარე კანაფი“ და  „გამომშრალ მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე  პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.