4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ის რუსთავის ქალთა დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

შაშიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.