ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი გიორგი კანდელაკი თავისუფალია.

მას პატიმრობა 200 000 ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. 

გიორგი კანდელაკი 17 სექტემბერს 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს.  

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. იქვე ნაპოვნი იყო უაქციზო სიგარეტების საწყობიც.