შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1957 წელს დაბადებული მ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ს. საკუთარი ავტომობილით შეეჯახა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებულ 1971 წელს დაბადებული ო.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს ბასრი საგნით ი.მ.-ს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.