პროკურატურის წინ, ვახტანგ გორგასლის 24 ნომერში გელოდებით დღეს, 16:00 საათზე. ეს არის სამართალში დაშვებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ მოკლული ახალგაზრდა პედაგოგის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები სამართლის პროპორციით უნდა დაისაჯონ.

"პროკურატურის წინ, ვახტანგ გორგასლის 24 ნომერში გელოდებით. დავაანონსე აქცია და მაშინვე დაიჭირეს ეს ორი არასრულწლოვანი. არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე, ვიმეორებ - პროპორციულად არ აგებს პასუხს. გიგას სიცოცხლესთან პროპორციაში არაფერი არ მოდის, მაგრამ კანონმდებლობით მოსულ პროპორციას ვგულისხმობ.

ეს არ არის პოზიციასა და ოპოზიციას შორის ბრძოლა, ეს არის სამართალში დაშვებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. 

მე პროკურატურას საკმაოდ დიდი ვადა მივეცი, გონივრულზე მეტიც. ორ თვე-ნახევარზე მეტი გავიდა და ქმედითი ნაბიჯები მათი მხრიდან მე ვერ დავინახე", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე 17 და 16 წლის მოზარდები პოლიციამ 26 ოქტომბერს დააკავა, კიდევ ორი კი 20 დეკემბერს.