ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარე იქნება.

"დღეს გავხდი კომპანია "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - წერს კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე თანამებობიდან 11 იანვარს გაათავისუფლეს, მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.