რამდენიმე მძიმე თვე გავიარეთ იმისთვის, რომ ეს საჩივარი მომზადებულიყო, სრული სახე მიეცა. ეს არ არის საქმე, რომელიც ეხება მხოლოდ 19 ჟურნალისტს ან ოპერატორს, ეს მასშტაბურია, -  ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები თავს დაცულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ.

"რამდენიმე მძიმე თვე გავიარეთ იმისთვის, რომ ეს საჩივარი მომზადებულიყო, სრული სახე მიეცა. ეს არ არის საქმე, რომელიც ეხება მხოლოდ 19 ჟურნალისტს ან ოპერატორს, ეს მასშტაბურია და როდესაც ვიხსენებდით, თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ ეს მოხდა მარტის აქციების დაწყებამდე, როდესაც "რუსულ კანონს" იღებდნენ და პარლამენტის შენობაში უკვე უზღუდავდნენ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცებს კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ, პირიქით, სახელმწიფოს ჰქონდა საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება, რომ არ მიეღოთ ინფორმაცია.

ადამიანები, ვისაც თავს ესხმიან, უნდა გრძნობდნენ, რომ არ არიან მარტო და შედარებით დაცულად უნდა იყვნენ. დღეს თუ ვინმეზე იძალადებენ, მან უნდა იგრძნოს, რომ თუნდაც სამართლებრივად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რაც უნდა გაკეთდეს", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.