საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები "დინამო არენაზე" უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს.

გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარება. ლუქსემბურგელებს ასევე დისკვალიფიკაციის გამო აკლიათ ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი.

სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირია: საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.

ლუქსემბურგი: მორისი, ბონერტი, მაჰმუტოვიჩი, შანო, იანსი, პინტუ, ბარეირო, კ. მარტინსი, ოლესენი, სანჩესი, როდრიგესი.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.

მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.