UFC-ის პირველმა ქართველი ჩემპიონმა ილია თოფურიამ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალის დროს, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე“, გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.

იქამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

26 თებერვალს, ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასაპარეზობს, მადრიდის „რეალის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ UFC-ის ქამარი ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უამრავი გულშემატკივრის წინაშეც წარადგინა.