თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
1794581979
"საქართველოს ბანკისა" და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
1794576968
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად "საქართველოს ბანკის" Fan Card-თან ერთად
1794576592
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები გაიმართა
1794564370
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - "საქართველოს ბანკი" საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
1794563671
1794498481
პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება:16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794494777
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ:მარიამ ჯანჯღავა - AI Products Ownerელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm Schoolანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორისპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
1794492921
კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.
1794492002
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde
1794513022
13-14 ნოემბერს - 11:00-იდან 18:00 საათამდე კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech Expo გაიმართება.მის: გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია"საკონტაქტო: დემეტრე ერგემლიძე - 599 04 70 90; ირინე ბალანჩივაძე - 599 54 04 75 11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელი (დაზუსტებული მონაცემები).მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 12:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N532(C კორპუსი, V სართული) 14:00 საათზე - სასტუმრო „პულმანი თბილისში“ გაფანტული სკლეროზის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.თემა: "ახალი სამიზნეები და თერაპიული სტრატეგიები“.მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #37საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85 19:00 საათზე - ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.მისამართი: აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №68
1794512432
კურო13 ნოემბერი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან სასიხარულო ინფორმაცია. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ გაუგებრობის თავიდან აცილებაში.ტყუპებიდღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, ერთდროულად ძალიან ბევრი საქმე არ წამოიწყოთ.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელით. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით. საღამოს საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო განწყობას გაგიუმჯობესებთ.ლომივარსკვლავები წარმატების შესაძლებლობებს გპირდებიან. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული ინიციატივებისა და ახალი პროექტებისთვის. სიყვარულში შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები.ქალწული13 ნოემბერს განსაკუთრებული ყურადღება დეტალებს დაუთმეთ. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურად სიფრთხილე გამოიჩინეთ და ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ.სასწორიდღეს პირადი ურთიერთობები წინა პლანზე წამოიწევს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან გულწრფელი საუბარი. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი რომანტიკული ნაცნობობის შესაძლებლობა ჩნდება. სამსახურში დიპლომატიურობა წარმატებას მოგიტანთ.მორიელითქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღე შეიძლება იყოს. გაიზრდება თავდაჯერება და მიზნების მიღწევის სურვილი. შესაძლოა მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.მშვილდოსანიდღე სიახლეებითა და საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. შესაძლოა მოგზაურობის, სწავლის ან ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამოს სასიამოვნო ამბავი გელით.თხის რქადღეს თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. კარგი დროა პროფესიული გეგმების განსახორციელებლად. ფინანსურ სფეროში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.მერწყული13 ნოემბერი მოულოდნელი შეხვედრებისა და ახალი იდეების დღეა. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცევა. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორის სურვილებს.თევზებიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა შეძლოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში რომანტიკული განწყობა გაძლიერდება. ყურადღება მიაქციეთ დასვენებას და ემოციურ წონასწორობას.
1794468449
მიმდინარე პროექტის შესახებ მერმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა."ბევრი ადამიანი ტყუილს და სიცრუეს ავრცელებდა აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულ ტელევიზიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო და ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ. დათქმულ ვადაში არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული - სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები მოწესრიგებული. ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან ახალი წლის დღეები მოდის, საახალწლო სოფელი გვექნება რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემები იქნება, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, დროებით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები, ჩვეულებრივ იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რადგან შუქმნიშნების ჩართვას ორი კვირა სჭირდება, რათა მივიღოთ სწორი კალიბრაცია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შექმნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ. ავტობუსებს ექნება შესაბამისი ზოლები, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.
1794468036
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა და დაზარალებულის პირადი დოკუმენტები მოიპარა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1794459600
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1794431386
მისი თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიული პარტნიორების გარეშე."ის, რომ ამგვარ მსჯელობას ანორმალიზებენ, რომ თითქოს, 3+3 ფორმატი საქართველოსთვის რაიმე სახით მომგებიანიც კი იყოს, არა თუ მომგებიანი, ეს სამი წლის წინ ისეთი აბსურდი იყო, რომ ამის თქმაზე ყოველგვარი რეპუტაცია იკარგებოდა ექსპერტის, მაგრამ უბრალოდ რომ მიმოვიხილოთ, რატომ არის აბსურდული ასეთი ტიპის განცხადება, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ნეიტრალიტეტი ზოგადად არ არსებობს საქართველოსთვის, ცალმხრივი ნეიტრალიტეტი საერთოდ არ არსებობს და რუსეთის აღიარებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გამოვცადეთ. მეორე საკითხია ის, რომ საერთოდ აბსურდია რუსეთის, თურქეთისა და ირანის მხრიდან საქართველოს გარანტორებად წარმოდგომა იმიტომ, რომ რუსეთი და ირანი ოდნავადაც არ გამოხატავენ ამგვარ სურვილს და პირიქით, სამხრეთ კავკასიის მიმართ როგორი მისწრაფებებიც აქვთ, ვიცით და ირანის კი კარგად გამოიხატა ტრამპის კორიდორთან დაკავშირებით სომხეთთან გაკეთებულ განცხადებაზე. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთს მართლა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა თანამედროვე საქართველოს რესპუბლიკის განვითარებაში. ბევრჯერ ძალიან ფასეულად დაგვხმარებიან, მაგრამ თურქეთი მხოლოდ მაშინ არის საქართველოს პარტნიორი, თუკი საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის და იმ ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, რასაც თურქეთი პატივს სცემს, თორემ მარტო დარჩენილ საქართველოს თურქეთი რუსეთს არ დაუთმობს.რაც შეეხება დისკურსს, ეს პირდაპირ გვაბრუნებს იმ მოცემულობაში, რაც იყო საქართველოსთვის მე-18 საუკუნეში. ერთი სიტყვით, ეს არის საქართველოს დაცლის დასავლური მისწრაფებებისგან, უპარტნიოროდ დატოვების იმისათვის, რომ შემდეგ გაიყონ ან "ამასიის ზავით", ან "გეორგიევსკის ტრაქტატი" და ამის ფონზე, რასაკვირველია, რუსეთს აქვს იმედი, რომ ამ საფარ ქვეშ დიდი ლუკმის მიტაცებას შეძლებს იმიტომ, რომ ირანი ამერიკასთან ბრძოლით დასუსტებულია, თურქეთთან ფიქრობს რომ დალაგდება და საბოლოო ჯამში, რუსეთი ფიქრობს, რომ საქართველო დატოვოს მარტო", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327








