ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი პენიტენციურ უწყებას ჰუმანურობისკენ მოუწოდებს.

"რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ:
* პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.).
* მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
* ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები).
* პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.

შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?! 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით ჰუმანურები!  ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე  დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!" - წერს ლექსო თამაზაშვილი.

ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ".