ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

1795859670

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა

1795786751

საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს  გააუმჯობესებს.რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826 

"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში

1795775043

"საქართველოს ბანკის" სტიპენდია, Code IT, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და 6 იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ გორში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივები გორშისაქართველოს ბანკის იდეათეკები გორის 6 სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვისიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, გორის 6 სკოლაში: გორის №3 საჯარო სკოლაში, შინდისის, დიცის, ხურვალეთის, ზემო ნიქოზისა და ძლევიჯვრის სკოლებში.შესაბამისად, საქართველოს ბანკის იდეათეკები გორში 4000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა ნებისმიერი ლოკაციიდანSTEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ტარდება და 3 საათს გრძელდება.ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება, შემდეგი მიღება კი გაზაფხულის სემესტრზე გამოცხადდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებსCode IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებშისაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 24 პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტში.სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება;სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთმათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

1795769187

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
29 ნოემბრის ანონსი

1795894937

17:00 საათზე - ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ცხოველთა დამცველთა ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან „მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ჟლეტის შეწყვეტისა და მათ მკვლელთა დასჯის მოთხოვნით“ საპროტესტო აქცია გაიმართება.საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი 593941942 20:00 საათზე - კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება.საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი -  599361977 

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1795894764

ტყუპები - მოულოდნელმა ამბავმა ან მოწვევამ შეიძლება დღის გეგმები შეგიცვალოს. თუ ვინმეს სიტყვები ორაზროვნად მოგეჩვენება, პირდაპირ ჰკითხე, რას გულისხმობდა. ერთი მოკლე საუბარი ბევრ ფიქრს აგარიდებს.კირჩხიბი - ახლობელთან მშვიდი საუბარი დაგეხმარება, თქვა ის, რასაც რამდენიმე დღეა საკუთარ თავში იტოვებ. თუ ოჯახური გეგმები გადაიტვირთა, დღის ნაწილი შენთვის დაიტოვე.ლომი - კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებთანაც თავისუფლად გრძნობ თავს. თუ საუბარში განსხვავებული აზრი გაჩნდება, თანამოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინე. შეიძლება, მის სიტყვებში საინტერესო იდეა აღმოაჩინო.ქალწული - ერთი გადადებული საქმის დასრულებაც საკმარისია, რომ ორშაბათს უფრო მშვიდად შეხვდე. დანარჩენი დრო დაუთმე იმას, რაც დასვენებაში გეხმარება.სასწორი - შესაძლოა, არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეს, რადგან ყველა ადამიანის სურვილს ითვალისწინებ. საკუთარ თავსაც ჰკითხე, როგორ გინდა კვირა დღის გატარება. შენი პასუხი გადაწყვეტილებას გაგიმარტივებს.მორიელი - თუ ბოლო საუბრის შემდეგ რაღაც გაურკვეველი დარჩა, დღეს შეგიძლია ამ თემას დაუბრუნდე. კონკრეტული კითხვა უფრო მეტს გაგაგებინებს, ვიდრე სხვისი განწყობის გამოცნობა.მშვილდოსანი - გარემოს მცირე ცვლილებამ შეიძლება მთელი დღის განწყობა შეგიცვალოს. გაისეირნე შენთვის უცნობ ქუჩაზე ან შეხვდი ადამიანს, რომლის ნახვასაც დიდი ხანია გეგმავ.თხის რქა - მომდევნო კვირის დაგეგმვა დღეს ადვილად გამოგივა. ჩამოწერე ორი საქმე, რომლებითაც ორშაბათს დაიწყებ, შემდეგ კი საღამო დასვენებას დაუთმე.მერწყული - ჩვეულებრივმა საუბარმა შეიძლება ახალი იდეა მოგაწოდოს. ჩაინიშნე, სანამ დეტალები გახსოვს. საღამოს შესაძლოა ისევ მოგინდეს იმ ადამიანთან დაკავშირება, ვისთან ერთადაც ამ იდეის განხორციელებას წარმოიდგენ.თევზები - თუ დილით მარტო ყოფნა მოგინდება, გეგმების შეცვლის უფლება მიეცი საკუთარ თავს. საღამოს მუსიკა, ფილმი ან დრო საყვარელ ადამიანთან კვირის მშვიდად დასრულებაში დაგეხმარება.

გიგი წერეთელი - ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის

1795893906

მისი თქმით, ახლა ერთიანობაა საჭირო."როცა ჩვენ, 2 წლის წინ, გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ამ განცხადების მოსმენისას ჩემი და თქვენი სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს, ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს გზა არ გაჩერდებოდა, ეს არ შეჩერდებოდა და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვისი ნებაც არ უნდა იყოს ეს. უმძიმესი 2 წელი გავიარეთ უპირველეს ყოვლისა, უმძიმესი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია მოხდა, ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა, ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. დღევანდელი მმართველები, ის პარტია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სათავეშია, ბოლომდე ცდილობს თავისი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. სიყალბეში, ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა. შეიძლება ცოტა ხალხი დიდი ხანი მოატყუო, ბევრი - ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი უსამართლობაა, როცა გვეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, უამრავი სამარცხვინო კორუფციული ამბავია და სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში არიან. როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ტერიტორიულ მთლიანობას ან თავისუფლებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ არ არის სიმართლე, ამას ხომ ყველა ხვდება? ასევე, როცა ევროპას ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

"საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება"

1795893330

მისი თქმით, აქციაზე მყოფ ხალხს ვერასოდეს აუკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას."ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია. ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენე დევიძეს ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა - არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ. ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა. საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თამარ ჩერგოლეიშვილი - გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ

1795888569

მისი თქმით, ახლა ხელისუფლებაში არსებულ შიდა დაპირისპირებას ხალხის ძალა უნდა დაემატოს, რომ მიზანი საბოლოოდ დადგეს."28 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, ყველაფერს გადაუხვია და აღარ აგრძელებს იმ გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. მას მერე ორი წელია, წინააღმდეგობა გრძელდება. რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო და ვხედავთ, პუტინმა ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს.ორი წლის წინ ამბობდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო და ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ, „ევრონიუსში“ ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.    

ირაკლი კობახიძე - ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე, ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება

1795885876

მისი თქმით, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს."რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შინაარსს და საფუძველს. საფუძველი და მიზეზი იყო რა, რომ ჩვენ ვეღარ მივცემდით ევროპულ ბიუროკრატიას ევროინტეგრაციის თემის შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. საშუალებას ვერ მივცემდით, რომ გამოეყენებინათ ეს თემა შანტაჟისთვის. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსი, რითაც წელიწად-ნახევარზე მეტი დაღალეს ეს ქვეყანა. ამას დაუკავშირეს რევოლუციის მცდელობები და შემდეგი იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, რასაც ასევე მოჰყვა შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც. ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული.საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება. გადავიტანეთ ეს მძიმე 5 დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი. ამ 2 წლის განმავლობაში სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, 4 ოქტომბრის ცნობილი მცდელობა, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი,  ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.