რიყის პარკში "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს
1790864175
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე "საქართველოს ბანკისგან"
1790862614
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს "
1790858533
ComCom-მა "ფორმულა" 10 000 ლარით დააჯარიმა
1790858352
"შსს გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ"
1790856093
1790849319
AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში
1790843277
საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია: ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ - „ტრანზაქციის განაწილება“. შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება. განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 23.4%-დან.საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე - იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო სავაჭრო და სამოგზაურო სერვისი. მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Temu, Amazon, eBay, AliExpress, SHEIN, Wizz Air, Ryanair, Booking.com, Airbnb და სხვა. მთავარია, ტრანზაქცია დოლარში ან ევროში იყოს განხორციელებული.საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების დეტალური პირობების და პროცედურის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.„განაწილება“ თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სურვილისა და საჭიროების დაკმაყოფილების გასამარტივებლად შეიქმნა. საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ახალი შესაძლებლობა კი, იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებსა და ციფრულ სერვისებს ხშირად იყენებენ.გახადე შენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი - ისარგებლე თიბისის განაწილებით.
1790835006
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms
1790779834
რატომ STEM სკოლა?საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა საქართველოში STEM განათლების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად 90 მოსწავლეს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს - 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი - 50%-იან გრანტს იღებს.ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1790855815
ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N19-ში და წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში, მე-3 ქუჩა N72 ინდივიდუალურ მეწარმეთა კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.
1790847663
მოზარდების ნაწილს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი.ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1790839967
"უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი).ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5:1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) - რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.2. პაპილომავირუსი (HPV) - სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ.P.S. ახლა, ამ პოსტის ქვეშ, ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამას ვერავინ უარყოფს", - წერს ბუწაშვილი.
1790799086
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ირანთან საგარეო პოლიტიკური კავშირი აქვს, მაგრამ ეს ქმედებებში მეორე მხრიდან არ ჩანს."ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თავზე გვაშარდავენ, ამავდროულად ჩვენი ისტორიულად მეზობელი სახელმწიფოს ელჩი საკმაოდ უცნაურ "პოსტს" დებს. "ქართული ოცნება" ბოლო წლები სულ გვეუბნება, რომ აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომ ის ყველასთან ალაგებს ურთიერთობებს, თუმცა თუ შევხედავთ კონკრეტული ქვეყნებისა და გაერთიანებების მაგალითს, ვნახავთ, რომ რამე კი არ არის დალაგებული, არამედ, რაც დალაგებული იყო, ისიც არეულია.იცით, რომ ევროკავშირთან გაწევრიანება კი არა, ურთიერთობები არის მინიმალურ დონეზე დასული, ამაზე მინიმალურ დონეზე არ ვიცი, რა უნდა ხდებოდეს. საქართველო რჩება კანდიდატად მხოლოდ ფურცელზე. აშშ-სთან ძალიან ცდილობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე ურთიერთობები მოახერხონ, მაგრამ არ გამოსდით. აშშ-სთანაც არაფერი გამოსდით. დიდი ხანი გვეუბნებოდნენ, რომ ჩინეთი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორი და მართვის ჩინური მოდელი შეიძლება იყოს მართვის იმ მოდელის ალტერნატივა, რაც მანამდე არსებობდა საქართველოში.ჩინეთიც გამქრალია საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთს არ აინტერესებს იზოლირებული და გამოკეტილი საქართველო, ჩინეთის ინტერესი იქნება საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იქნება გახსნილი. ირანით რომ დავასრულოთ, ირანთან ორჯერ ჩავიდნენ დაკრძალვაზე, ერთხელ ინაუგურაციაზე, ყველაფერი გააკეთეს, ირანის ელჩის "პოსტებზე" "ტროლ-ბოტობა" იყო შესეული დასახმარებლად და მიუხედავად, ამისა, დღეს მაინც მოუწიათ ხმის ამოღება. მაშინ, მითხარით, ვისთან აქვთ დალაგებული ურთიერთობა?! თურქეთთან აქვთ რამე დალაგებული? ეს არის შედეგი დამნაშავეობრივი საგარეო საქმეთა პოლიტიკის, რომელსაც დიდი ხანია, აწარმოებენ.ჩვენ ვიცით ირანთან თანაცხოვრების მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ისტორია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. როცა ირანს სახავ როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ალტერნატივას, მეორე მხრიდანაც უნდა გვქონდეს მოლოდინები და ხედვები. შესაძლებელია, ეს იმიტომ გააკეთა ირანის ელჩმა, რომ არის წნეხი "ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
1790798357
მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში."ქართული ოცნება" არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავს ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროკავშირი, სწორედ ამ დროს, ჩვენ ვიმყოფებით სტრასბურგში.საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ევროპული იდენტობა, როგორც ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად გვაშორებს ევროპულ მომავალს, მათი მიზანია, რომ ქართველებმა დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული ფესვები, ის ღირებულებები, რომელზეც დგას არა მარტო თანამედროვე სახელმწიფო და კონსტიტუცია, არამედ წესწყობილება სამართლებრივი და პოლიტიკური.საქართველოში ჯერ კიდევ არის დემოკრატიის კუნძულები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ ჩაახშოს და ამოძირკვოს, მაინც არსებობს. აქ, ამ დარბაზებში იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსთაველზე დგანან და აპროტესტებენ ამ რეჟიმს, ძალიან კარგად ისმის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1790797624
11:00 საათზე - რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია, აქციასთან - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაკონტაქტო ნომერი: 555451001 12:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1789626759
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ვერაზე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს
1790012428
ზელენსკი - უკრაინამ როსტოვის სამხედრო აეროდრომზე სამი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურა
1789639542








