ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

1794237949

სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.

AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით

1794233543

სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა:სმარტ აკადემია - Smart Academy;თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication;ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries;აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP;ეჯაილ სქული - AgileSchool;სქილვილი - Skillwill;სქეილაფი - ScaleUp;ელექტრონული აკადემია - Electronic Academy;რე ედუქეითი - Re;დიზაინ ინსტიტუტი. ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

1794229879

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე,  განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

1794222047

ფუნქციონალი ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული ბანკიდან სასურველი ვალუტის კურსი მოითხოვოს და მეტი სარგებლის მიიღოს.პროცესი ძალიან მარტივია და ამისთვის, მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო:სახაზინო პროდუქტების მენეჯერთან ან/და ბანკის წარმომადგენელთან შეღავათიანი კურსის შეთანხმება სასურველ თანხასა და ვალუტაზე; სასურველი ანგარიშის ნომრების არჩევა; შეთანხმებული კონვერტაციის დადასტურება; ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  https://tbcbank.ge/ka/valutis-kursi

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
10 ნოემბრის ანონსი

1794253038

11:00 საათზე - პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.თემა: ივანიშვილის მძარცველი რეჟიმის ეკონომიკური მოდელი - "ნაციონალური მოძრაობის” ხედვა.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული - 3.საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართებაპლენარულ სხდომათა დარბაზი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794252953

კუროდღე სტაბილურობასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. კარგი დროა ფინანსური გეგმების გადასახედად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ტყუპებიმოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა, თქვენი გეგმები შეცვალოს. ახალი ნაცნობობა მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით.კირჩხიბიდღეს ოჯახური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ახლობლისგან სასიხარულო ამბავი გაიგოთ. პროფესიულ სფეროში მოთმინება და თანმიმდევრულობა წარმატებას მოგიტანთ.ლომითქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან სასიამოვნო სიახლე. სიყვარულში რომანტიკული განწყობა გაძლიერდება. გამოიყენეთ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სამსახურში დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ. ჯანმრთელობისა და დასვენებისთვის მეტი დრო გამოყავით.სასწორიპირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დროა. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა შეგახსენოთ თავი. ფინანსური თვალსაზრისით დღე ხელსაყრელია დაგეგმვისთვის, თუმცა დიდი ხარჯებისგან თავის შეკავება სჯობს.მორიელიინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ ემოციურობას.მშვილდოსანიახალი იდეებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეცვლის. მოგზაურობისა და ახალი პროექტების დაგეგმვისთვის კარგი პერიოდია.თხის რქადღეს ყურადღების ცენტრში კარიერა და ფინანსები მოექცევა. თქვენი პასუხისმგებლობა და მონდომება დადებით შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიმოულოდნელი შეხვედრა ან საინტერესო შეთავაზება დღეს განსაკუთრებულს გახდის. შემოქმედებითი იდეები წარმატების შესაძლებლობას მოგცემთ. სიყვარულში შესაძლოა ახალი ეტაპი დაიწყოს.თევზებიდღე ემოციურად დატვირთული, თუმცა სასიამოვნო იქნება. ინტუიცია მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ფინანსურ სფეროში მცირე პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად ცხოვრებაში კი - ჰარმონია.

მედიის ცნობით, ორბანის ძმა ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული

1794240349

მედიის ცნობით, არონ ორბანი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოქმედი მთავრობა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ ტაქტიკას იყენებს და რეალური სამიზნე თავად არის."ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანია ოპონენტების გამოთიშვა და ერთპარტიული სახელმწიფოს დამყარება. მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს უმცროს ძმას კი უბრალოდ იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“, – წერს ვიქტორ ორბანი. 

"ქართული ოცნების" პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, მომავალ კვირებშიც გაცამტვერდება და ამას ქართველი ხალხი იხილავს"

1794225105

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. "ქართული ოცნების” პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულ, წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე გაცამტვერდა, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება და ამას ქართველი ხალხი იხილავს. რაც შეეხება სამართლებრივ გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას ვაპირებთ, მაღალია იმის მოლოდინი, რომ რაც ივანიშვილს სურს იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ხალხი წლობით ციხის საშიშროების ქვეშ დგას, დაყადაღებულები არიან, მაგრამ ბრძოლას აგრძელებს, ამიტომაც ამ ბრძოლას კიდევ ერთი რეპრესიული ზომის გამოყენება ვერ შეაჩერებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ გაგრძელდება.

ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

1794223073

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ.ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების  9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუსში.

რომან გოცირიძე - ამერიკის კონგრესში დემოკრატების გამარჯვებას საფონდო ბაზარზე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა

1794209349

მისი თქმით, საფონდო ბაზარი პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მის დინამიკას ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს."ამერიკის კონგრესში დემოკრატების გამარჯვებას საფონდო ბაზარზე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა - ამერიკული კომპანიების, ძირითადად კი ტექნოლოგიური სექტორის, საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარით შემცირდა.თუ ადრე უცხოეთის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების კლება ჩვენთვის მხოლოდ მშრალ სტატისტიკურ ინფორმაციას წარმოადგენდა, დღეს ის ჩვენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქისა და კომპანიის შემოსავლებს ეხება. მათ მიერ შეძენილი ამერიკული აქციების ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. ფიზიკური პირები ამ აქციებს ძირითადად თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციების მეშვეობით ყიდულობენ.გარდა ამისა, საქართველოს საპენსიო ფონდსაც მნიშვნელოვანი თანხები აქვს განთავსებული ამერიკული კომპანიების აქციებში. ასე რომ, ის, რაც ადრე ჩვენ არ გვეხებოდა, ახლა პირდაპირი ინტერესის საგანი გახდა.ვნახოთ, რეალურად რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ."ამერიკამ ისტორიაში უკან გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი. საფონდო ბაზარმაც კი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს რაკეტასავით იზრდებოდა, ერთ დღეში 3 ტრილიონი დოლარი დაკარგა“. ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია, რომელიც მან დემოკრატების საარჩევნო გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა. ტრამპმა საფონდო ბაზრის ვარდნაში პირდაპირ დემოკრატები დაადანაშაულა.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილში, ტრამპის მიერ ფართომასშტაბიანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ამერიკულმა საფონდო ბაზარმა დაახლოებით 5–6 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა, ხოლო გლობალურმა ბაზარმა - 9 ტრილიონ დოლარზე მეტი. ამერიკული ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნა პიკურ მომენტში დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში იყო.2026 წლის ნოემბერში, დემოკრატების კონგრესში გამარჯვების შემდეგ, ამერიკულმა ბაზარმა მართლაც დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნა დაახლოებით 3,5-5.5%-ის ფარგლებში იყო.თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში ინვესტორების მთავარი შიში სავაჭრო ომის ესკალაციას, ინფლაციის ზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას უკავშირდებოდა.მეორე შემთხვევაში კი ბაზრის რეაქცია ძირითადად დემოკრატების შესაძლო პოლიტიკურ გავლენას, ტექნოლოგიური სექტორის ზედმეტ რეგულირებასა და AI ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება.აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: ორივე პარტიას ჰყავს თავისი რადიკალური ფრთა - რესპუბლიკელებს MAGA, დემოკრატებს კი ულტრამემარცხენე ფრთა, რომელთა წარმომადგენლებს ზოგჯერ სოციალისტებად, ზოგჯერ კი კომუნისტებადაც კი მოიხსენიებენ. თუმცა განსხვავება არსებითია: MAGA დღეს რესპუბლიკური პარტიის დომინანტური ძალაა, მაშინ როდესაც რადიკალი მემარცხენეები დემოკრატიულ პარტიაში ასეთ გავლენას არ ფლობენ.ამიტომ დემოკრატების გამარჯვებით გამოწვეული საბაზრო შიშები გადაჭარბებულად გამოიყურება. რისკები რეალურია, მაგრამ რადიკალური ფრთის რიტორიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავს.AI სექტორის კორექცია არჩევნების გარეშეც მოსალოდნელი იყო. უზარმაზარი კაპიტალური დანახარჯები, მაღალი საბაზრო შეფასებები და ინვესტიციებიდან უკუგების გაურკვევლობა უკვე ქმნიდა კორექციის წინაპირობებს.არჩევნების შედეგი შესაძლოა, დამატებითი ნეგატიური კატალიზატორი აღმოჩნდა, მაგრამ დროში თანხვედრა ავტომატურად მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ნიშნავს.რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?მოკლევადიან პერიოდში ტექნოლოგიურ და AI სექტორებში მერყეობა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ეტაპობრივად მოსალოდნელია ბაზრის აღდგენა, თუმცა AI სექტორის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, შენელდება. ინვესტორები უფრო ფრთხილად შეაფასებენ კომპანიების საბაზრო ღირებულებას და მეტ ყურადღებას დაუთმობენ რეალურ შემოსავლებს, მოგებიანობას და ინვესტიციებზე უკუგებას.გრძელვადიან პერსპექტივაში AI სექტორს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა ყველა კომპანია დღევანდელ მაღალ საბაზრო შეფასებას ვერ გაამართლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზარი ეიფორიიდან უფრო რაციონალურ შეფასებაზე გადადის.ტრამპის ტარიფებმაც და დემოკრატების გამარჯვებამაც ინვესტორებში შიშები გააჩინა, თუმცა ბაზრის ვარდნის პოლიტიკურ ოპონენტებზე გადაბრალება მარტივი პოლიტიკური სპეკულაციაა. საბოლოოდ, საფონდო ბაზარი პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მის დინამიკას ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს. ის რისკებს, მოლოდინებსა და მომავალ შემოსავლებს აფასებს", - აცხადებს გოცირიძე.