პაატა დავითაია - რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო
1794253294
10 ნოემბრის ანონსი
1794253038
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794252953
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
მედიის ცნობით, ორბანის ძმა ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული
1794240349
1794237949
სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.
1794233543
სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა:სმარტ აკადემია - Smart Academy;თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication;ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries;აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP;ეჯაილ სქული - AgileSchool;სქილვილი - Skillwill;სქეილაფი - ScaleUp;ელექტრონული აკადემია - Electronic Academy;რე ედუქეითი - Re;დიზაინ ინსტიტუტი. ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794229879
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე, განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.
1794222047
ფუნქციონალი ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული ბანკიდან სასურველი ვალუტის კურსი მოითხოვოს და მეტი სარგებლის მიიღოს.პროცესი ძალიან მარტივია და ამისთვის, მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო:სახაზინო პროდუქტების მენეჯერთან ან/და ბანკის წარმომადგენელთან შეღავათიანი კურსის შეთანხმება სასურველ თანხასა და ვალუტაზე; სასურველი ანგარიშის ნომრების არჩევა; შეთანხმებული კონვერტაციის დადასტურება; ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/valutis-kursi
1794167794
ტრამპის თქმით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა თეირანი "ძალიან სერიოზულ შეთანხმებას"."ეს დამოკიდებულია, ხელს მოაწერენ თუ არა შეთანხმებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდება. ისინი დამარცხებული არიან. წელს ინფლაცია 301%-ია. მე ამას გავაკეთებდი, თუ საჭირო იქნებოდა. მე მათ ძალიან სერიოზული დარტყმა მივაყენე. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რამდენად ძლიერად დავარტყით“, – განაცხადა ტრამპმა CNN-თან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ამერიკული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მისი ბრძანებით შეიძლება ოპერაცია დაიწყონ.მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე განსაზღვრა ირანის ტერიტორიაზე პოტენციური სამიზნეები. კერძოდ, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა."მზად ვართ. სამი ავიამზიდი გვყავს. ბოლო ახლახან ჩავიდა, სამივე სრულად შეიარაღებულია. 38 ხიდი გვაქვს სამიზნეში, რომელთა დანგრევაც ერთ საათში შეგვიძლია. ყველა ჩამოინგრევა. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მათ აღსადგენად 10 წელი დასჭირდებათ. ხიდების დანგრევა არ მომწონს. ხიდის აშენება ყველაზე რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.
1794167764
11:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, მედიასთან, კითხვა - პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული) 12:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
1794167565
კუროყურადღება ფინანსურ საკითხებს მიაქციეთ. მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება ან სიახლე. პირად ცხოვრებაში მეტი გულწრფელობა დაგეხმარებათ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ.კირჩხიბიოჯახური საკითხები და პირადი ურთიერთობები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, ემოციებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ.ლომიპროფესიულ საქმიანობაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გექნებათ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.ქალწულიკარგი დღეა გეგმების გადახედვისა და ახალი მიზნების დასახვისთვის. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.სასწორიურთიერთობებში გარკვევისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება.მორიელიდღის მთავარი თემა პირადი ურთიერთობები და ფინანსები იქნება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც გარკვეულ გაურკვევლობას მოგიხსნით.მშვილდოსანიახალი იდეებისა და შესაძლებლობების დღეა. სამსახურში ინიციატივა გამოიჩინეთ, თუმცა დაუფიქრებელ დაპირებებს მოერიდეთ.თხის რქაპროფესიული საკითხები წინ წამოიწევს. შესაძლოა, თქვენი შრომა დააფასონ ან ახალი პასუხისმგებლობა დაგაკისრონ.მერწყულიცვლილებებისა და ახალი გეგმების დღეა. კარგი დროა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად.თევზებიინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება და გულწრფელობა იქნება საჭირო.
1794134505
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ილუზიას ქმნის, რეალურად კი საქართველოს ევროკავშირისგან, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიისგან სულ უფრო აშორებს.ევროპარლამენტარი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებასა და მათთვის ყველა ტიპის ვიზის აკრძალვას მოითხოვს."თქვენ უახლოვდებით ერთპარტიულ სისტემას, ეს ძალიან სამარცხვინოა, რადგან ამ გზით იქმნება მირაჟი და შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ იყო კანდიდატი ქვეყანა, ნიშნავს, გქონდეს პოლიტიკური ნება, გახდე ევროკავშირის წევრი და არა უბრალოდ გამოიყენო ევროპული კარტი, რათა საქართველოს საზოგადოების ნაწილი დაარწმუნო, თითქოს სხვანაირად იქცევი. ისინი ქვეყანას ევროკავშირთან არ აახლოებენ, როგორც არ უნდა იყოს კობახიძის ნარატივი ბრიუსელში ჩამოსვლისას. მათ ქვეყანა მიჰყავთ ძალიან შორს ევროკავშირისგან, ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიისგან. კარგია, რომ ამგვარ რამეებს შეახსენებთ ხალხს.ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, ავკრძალოთ ნებისმიერი ტიპის ვიზა ამ რეჟიმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის. ევროპარლამენტი ჯერ კიდევ იმ იდეაზე დგას, რომ სანქციები უნდა გატარდეს. ზუსტად არ ვიცი რას ფიქრობთ კომისია, რადგან მათ აქვე თქვეს, რომ ვიზების საკითხს მიხედავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ეს იყო ძალიან მცირე ნაბიჯი, რომელსაც, რეალურად, არ შეუქმნია პრობლემა ამ ადამიანებისთვის. ყველას აქვს პასპორტები, ისინი არ იყენებენ დიპლომატიურ პასპორტს, იყენებენ ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტს და კომისიამ ვერ შეძლო ამ შესვლის შეზღუდვა. ჩვენ ამით ძალიან უკმაყოფილო ვართ, ამიტომ უნდა დავიჟინოთ, ამ ტიპის ავტოკრატ ხალხთან ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის მათი მიღება ბრიუსელში და ერთადერთი სწორი გზა ნამდვილად არის ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის განკუთვნილი ჩვენი სანქციების სისტემის ამოქმედება", - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
1794134349
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში.მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსა და უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.
1794130020
არსებული ინფორმაციით, სხდომა ერთი დღის დაგვიანებით, სამშაბათს გაიმართება.დაგეგმილ პროცესზე მოსამართლეებს კითხვებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის უნდა მიემართათ - მმართველ პარტიას უნდა დაესაბუთებინა საკუთარი მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
თბილისში 25 წლის ახალგაზრდა ძმის ქორწილში მოკლეს
1793107354
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327








