თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
1794471337
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
1794468957
"ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება - მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტროტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით"
1794468449
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
1794468321
გურჯაანში ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1794468036
1794410160
საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.
1794409608
კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
1794405360
ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი;შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა;წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას.პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა?განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება.შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა:სმარტ აკადემია - Smart Academy;თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication;ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries;აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP;ეჯაილ სქული - AgileSchool;სქილვილი - Skillwill;სქეილაფი - ScaleUp;ელექტრონული აკადემია - Electronic Academy;რე ედუქეითი - Re;დიზაინ ინსტიტუტი.პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794385425
ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.
1794426001
11:30 საათზე - საქალაქო სასამართლოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, ენმ-ის ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439(C კორპუსი, IV სართული) 12:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N638(C კორპუსი, VI სართული)
1794425823
კუროფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ხარჯების დაგეგმვა აუცილებელია. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. პირად ცხოვრებაში ინიციატივის გამოჩენა სასურველია.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელით. შესაძლოა წარსულთან დაკავშირებულ საკითხს დაუბრუნდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წარმატების შესაძლებლობა განსაკუთრებით კარიერასა და პირად ურთიერთობებში გამოჩნდება. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგჭირდებათ. სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ფინანსურ გადაწყვეტილებებს წინასწარი გააზრება სჭირდება.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების მიმართულებით საინტერესო დღეა. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი. პროფესიულ სფეროში თანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდება.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან დიდი ხნის პრობლემის გადაწყვეტის გზა იპოვოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მშვილდოსანიახალი გეგმებისა და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.თხის რქაპროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ყურადღება მიაქციეთ დასვენებას.მერწყულიდღეს ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. მეგობრებისგან შესაძლოა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ.თევზებიემოციურად სასიამოვნო დღეა. შესაძლოა სასიხარულო ამბავი შეიტყოთ ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებსაც დააფუძნეთ.
1794390468
მისი თქმით, ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა "კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა."ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი და შემდგომი წლები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამღვდელოების, საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გასაგებია, რატომ და რის გამო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორც ერი ხედავს, ამ ხელისუფლების ავაზაკობას, ამ ხელისუფლების რუსეთის ნარატივებით მმართველობას, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების ღალატს - ამას ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა „კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამოტივტივდა საზოგადოებაში, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლების", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ურწმუნო ხელისუფლება ჰყავს და თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.
1794384373
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს."განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს."სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1794384295
როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამიტომ, მერის თქმით, მუნიციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. "დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების - ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას.აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად."აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაჭყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა.მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს.
1794378841
"კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309








