თბილისის მერი "არქი გრანდ ავენიუს" პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
1791481835
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
1791481627
"საქართველოს ბანკის" ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
1791470012
ზელენსკი - დაგვეხმარეთ ცის დაცვაში და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება
1791468085
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
1791463165
1791452238
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.
1791447054
შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი 58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა."ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.
1791446844
გლობალური ჯილდო თიბისიმ ვადიანი ანაბრების სრულად ციფრული გამოცდილებისთვის მიიღო. მობაილბანკში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვადიანი ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებასა და მიზანს პასუხობს - პირადი მიზნისთვის თანხის ეტაპობრივად დაგროვებას, სხვებთან ერთად საერთო მიზნისთვის დაზოგვასა თუ უკვე არსებული დანაზოგის სარგებლის მისაღებად განთავსებას.მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ გეგმებსა და სურვილებს მოარგონ ანაბრის ტიპი, ვადა და ვალუტა, გახსნან სასურველი პროდუქტი და მართონ დანაზოგი სრულად ციფრულად, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს გამოცდილება დაზოგვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგი საკუთარი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად მართონ.The Digital Banker-მა აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, თიბისის კიდევ ხუთი ჯილდო მიანიჭა:საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლის ონბორდინგისა და ფინანსური საჭიროებების გამოვლენის საუკეთესო გამოცდილება საქართველოში; დამოუკიდებელი ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში; ETF-ებისა და პასიური ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში; საუკეთესო საკრედიტო ბარათი ფინანსურად მზარდი სეგმენტის მომხმარებლებისთვის საქართველოში. თიბისისთვის ეს ჯილდოები მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება არ არის - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილი მარტივი და ინოვაციური გამოცდილება, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო და უფრო ამარტივებს.
1791385313
სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა:PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა);პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ.ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაავალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე);სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.
1791447657
1791458092
"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ. ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი. პროდუქცია შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. საწარმოში ასევე დარღვეული იყო სურსათის ეტიკეტირების წესები.გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
1791402826
12:30 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართებაილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
1791402510
კუროდღე სტაბილურობისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისთვის გამოგადგებათ. შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. სამსახურში მოთმინება და დეტალებზე ყურადღება შედეგს მოგიტანთ. სიყვარულში მშვიდი და თბილი ატმოსფერო იქნება.ტყუპებითქვენთვის განსაკუთრებით აქტიური კომუნიკაციის დღეა. საინტერესო საუბარმა, შეხვედრამ ან შეტყობინებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობისკენ გიბიძგოთ. ფინანსებში დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა მოულოდნელმა ნაცნობობამ ან შეხვედრამ თქვენი ყურადღება მიიქციოს.კირჩხიბიდღეს ემოციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამსახურში სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადად არ მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თუ დიდი ხარჯის გაღებას გეგმავთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობას უფრო გაამყარებს.ლომითქვენი თავდაჯერებულობა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად და ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. შესაძლოა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსიც გამოჩნდეს. სიყვარულში კი ინიციატივის საკუთარ თავზე აღება სასურველ შედეგს მოგიტანთ.ქალწული8 ოქტომბერს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. დაწყებული საქმეების დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა ისეთი დეტალიც შეამჩნიოთ, რომელიც სხვებს გამორჩათ. ფინანსებში სიფრთხილე და წინასწარი გათვლა დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში მცირე გაუგებრობა მშვიდი საუბრის შედეგად მოგვარდება.სასწორიდღე ურთიერთობებისა და თანამშრომლობის თემით იქნება დატვირთული. შესაძლოა ახალი პარტნიორობა ან საინტერესო საქმიანი შეთავაზება მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კარგი იდეა შეიძლება გაჩნდეს. სიყვარულში კი მნიშვნელოვანი საუბრისთვის ხელსაყრელი დღეა.მორიელიდღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა ადამიანების რეალური განწყობისა და სიტუაციის არსის სწრაფად მიხვედრა შეძლოთ. საქმეში ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, სანამ ყველა დეტალს არ გადაამოწმებთ. სიყვარულში ემოციები ინტენსიური იქნება და გულწრფელობა ბევრ რამეს გაამარტივებს.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობების ძიებისთვის კარგი დღეა. შეიძლება საინტერესო იდეა ან შეთავაზება მიიღოთ, რომელსაც მომავალში მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია. ფინანსებში სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ. პირად ცხოვრებაში კი თავისუფლებისა და პირადი სივრცის სურვილი გაგიძლიერდებათ.თხის რქადღე საკმაოდ დატვირთული იქნება, თუმცა სწორად დაგეგმვის შემთხვევაში მნიშვნელოვან საქმეებს წარმატებით დაასრულებთ. ფინანსურ საკითხებში გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე სწრაფი სარგებლის ძიება. სიყვარულში მომავლის გეგმებზე საუბრის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს.მერწყულიარასტანდარტული აზროვნება დღეს თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. სამსახურში ახალი მიდგომის შეთავაზებამ შესაძლოა დადებითი შედეგი მოიტანოს. ფინანსებში ახალი შესაძლებლობის დანახვა შეგიძლიათ, თუმცა გადაწყვეტილებამდე დეტალები კარგად შეისწავლეთ. სიყვარულში მოულოდნელი შეხვედრა ან საინტერესო ნაცნობობაა შესაძლებელი.თევზები8 ოქტომბერს ინტუიცია და შემოქმედებითი ხედვა დაგეხმარებათ. შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც თავიდან არასტანდარტულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მომავალში გამოგადგებათ. ფინანსებში ემოციურ ხარჯვას მოერიდეთ. სიყვარულში კი თბილი და ემოციური დღე გელოდებათ.
1791376380
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უნდა განეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. თაღლითური ქმედებით კომპანიას 106 000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1791366360
მისივე თქმით, ერთ-ერთი უპირველესი არის საზოგადოების ინფორმირება."ამ ციხის ამბებზე ძალიან მინდა, რომ მივმართო საზოგადოებას და გითხრათ... მე ძალიან კარგად მესმის, მით უმეტეს გვერდზე არიან აქ ბიჭები და ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია, და ვერ მოვისვენებ, თუ არ გაგიზიარებთ ჩემს პოზიციას. პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის, ყველა ადამიანს, რომელიც ახლა, ამ წუთებშიც საფრთხეში არის, და მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ ვითარებას ახლა, მოკლე ვადაში გამოასწორებს.პირველი, ეს არის მიმართვა საზოგადოებაზე და მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, კარგად აღიქვათ, რომ ეს ადამიანები დღეს, ეს პატიმრები მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არიან უბრალოდ პატიმრები. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გაგეგოთ, რომ .... ქვეყანაში კრიმინალები და მოიტაცეს ადამიანები, და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან. ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ამ ჯალათ ოფიცრებთან.... იძალადეს, ისინი არიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამე: რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ეხმარება ამ ბიჭებს. და მე დარწმუნებული ვარ, ოჯახი.... იმ მომენტამდე, როდესაც იქნება გამოცხადებული აქცია, და გარწმუნებთ, გარანტიას გაძლევთ, თუ გაივსება ქუჩა, ეს ბიჭები იქნებიან დაცულები. თუ გაივსება ქუჩა, და ბევრი ადამიანი გამოვა, ვერ გაბედავენ ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცების გაკეთებას.მეორე (ეს იყო პირველი, მიმართვა საზოგადოებაზე). მეორე: მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. მე ვიცი, რომ ეს თქვენ გცხებთ ჩირქს სრულიად დაუმსახურებლად. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. დირექტორებო, თანამშრომლებო პენიტენციური სისტემის, ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ. ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ შიგნით, სისტემაში ხმა და მოითხოვეთ ამ ჯალათების გაგდება ამ სისტემიდან.მესამე: ლევან იოსელიანი, წოდებული რაღაც სახალხო დამცველად თუ რაღაცად - სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია, ლევან იოსელიანი დღეს, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს ფორმალური, არის ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა. ადგეს (დააძალეთ), კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და არც ერთი წუთით ეს ბიჭები არ დატოვოს მარტო არც ერთი წუთით. იმიტომ რომ ყოველი წუთი როდესაც ისინი დატოვებულები არიან მარტო, ისინი არიან პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ. მათ აქვთ განცდა, გარედან.... დასაბუთებული, რომ მათ რაღაცა მოუვათ. და აუცილებლად მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს მათი მხარდაჭერა.და მეოთხე: დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, შედიან, მე მინდა ვთხოვო დანარჩენ ადვოკატებსაც, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც, ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ესენი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, არ შეუძლიათ თავად.მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის", - წერს ელენე ხოშტარია.
1791365480
მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი."ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ცივილიზებულ სამყაროში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქით, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი. სწორედ ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, ვინც დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
ვილი სანიოლს რამაზ სვანაძე შეცვლის
1790411811
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
1790342666
26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790365751
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია
1790528857
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
1791135056








