"საქართველოს ბანკის" კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
1795609859
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
1795609652
"საქართველოს ბანკის" გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა სინგაპურში GFTN-ის ფორუმზე ბანკის ინოვაციური პროდუქტები მიმოიხილა
1795609417
"გემშვიდობები დიდო მეუფევ, მშვიდად განისვენე სამაგალითო ერისკაცო, მუდამ გვემახსოვრები გამორჩეულო და კეთილო ადამიანო"
1795609090
27 ნოემბერს ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით SOLO Visa ბარათით გადახდისას და შეიძინეთ სასურველი ნივთები Black Friday-ზე
1795604033
1795603114
რა თავგადასავლები ელის გიგის სავაჭრო ცენტრში ცხოვრებისას, როგორ გაუმკლავდება ამ უჩვეულო გამოცდილებას და რა აქტივობებს შემოგვთავაზებს? - ამას City Mall-ში სტუმრობისას ან თიბისისა და Gigi On the Road-ის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით გავიგებთ.წელს თიბისის Black Friday განსაკუთრებით მასშტაბურია. 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეტაპობრივად ისარგებლონ თითქმის ყველა კატეგორიის, ჯამში 150-მდე ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებითა და თიბისის დაუჯერებელი შეთავაზებებით.შეთავაზებები მოიცავს მრავალფეროვან კატეგორიებს: ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებს, აქსესუარებს, სპორტდარბაზებს, სამკაულებსა და საბავშვო მაღაზიებს.ასევე, თიბისი Black Friday-ისა და Cyber Monday-ის ფარგლებში მრავალფეროვან შეთავაზებებს ამზადებს საერთაშორისო პლატფორმებზე შოპინგისასაც, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს.Black Friday შეთავაზებები იმოქმედებს ახალ თიბისი ბარათებზე, კონცეპტ ბარათებზე, ერთგულ საკრედიტო ბარათებზე, მოსწავლის ბარათსა და სამომხმარებლო სესხზე.შეთავაზებების სანახავად და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.მოამზადეთ სურვილების სია, ისარგებლეთ თიბისის ყველაზე მასშტაბური Black Friday შეთავაზებებით და მიიღეთ მეტი სარგებელი!
1795601263
ამჯერად, ბანკი სუპერ PLUS ბარათის მფლობელებს პარტნიორ მოლებში შოპინგისას დამატებით სარგებელს სთავაზობს - 27 ნოემბერს, City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის)შეთავაზება შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე ვრცელდება და სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში, აქტიური SUPER ნაკრების ქონა და გადახდის საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.თუ ჯერ კიდევ არ გაქვს SUPER ნაკრები და სუპერ PLUS ბარათი, გაიაქტიურეთ პირდაპირ მობილბანკიდან.
1795590837
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI.რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს:განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში;ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება.ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია;2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია;2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან;2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია.2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
1795532730
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა."თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.
1795548923
10:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 10:30 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული) 11:00 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.თემა: "ქართული ოცნების გაბათილებული ბრალდებები"საკონტაქტო: ანა წითლიძე - 599 852 460 11:30 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს. 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ანასტასია ბერუაშვილისა და ნია იმნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.საკონტაქტო ნომერი: 599 39 42 45
1795548910
კუროყურადღება ფინანსურ საკითხებზე გაამახვილეთ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს. ნუ იჩქარებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. სიყვარულში გულწრფელობა წარმატებას მოგიტანთ.ტყუპებიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი ამბავი შეიტყოთ ან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიიღოთ. ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღეა. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მოერიდოთ კონფლიქტურ ადამიანებს.ლომიპროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენი იდეები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე პირად ცხოვრებაშიც.ქალწულიპასუხისმგებლობებით დატვირთული დღე იქნება, თუმცა ორგანიზებულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა სასწორებს საინტერესო ნაცნობობა ელით, წყვილებს კი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა ექნებათ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს.მორიელიცვლილებების დრო დგება. შესაძლოა, საბოლოოდ გათავისუფლდეთ პრობლემისგან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად გააანალიზეთ.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობებით სავსე დღე გელით. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს საქმიანი შეხვედრები, მოგზაურობის დაგეგმვა და შემოქმედებითი საქმიანობა. იღბალი თქვენს მხარესაა.თხის რქამოთმინება და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ფინანსური ან კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.მერწყულიმოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა სასიკეთოდ. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად და საინტერესო ადამიანებთან დასაკავშირებლად.თევზებიინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვეს. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და დაუთმეთ დრო დასვენებას.
1795520473
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI.რა დგას ამ აღიარების მიღმა და რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს:განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში;ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება.ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია;2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია;2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან;2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია.2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
1795517277
ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება 10 პარტნიორ აკადემიაში და დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს.პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს. "ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რა უნარები იქნება საჭირო სხვადასხვა სფეროში - დასაქმების თუ განათლების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებაში გოგოები და ქალები თანაბრად იყვნენ ჩართულნი - არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ როგორც მათი შემქმნელები. სწორედ ამიტომ, UN Women-თან და Mastercard-თან ერთად სასტიპენდიო პროგრამას ვახორციელებთ - AI სტიპენდია გოგოებისთვის, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ აკადემიაში, სრული დაფინანსებით“, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. გოგოები ტექნოლოგიებში: გამოწვევები, რომლებიც კვლავ რჩებასაქსტატის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ICT პროფესიას ქალების მხოლოდ 20–22% ირჩევს. პროფესიულ პროგრამებში ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია და დაახლოებით 29%-ს შეადგენს, თუმცა საერთო სურათი მაინც უთანასწორობაზე მიუთითებს. მიზეზი კი ინფორმირებულობის ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა, ენის ბარიერი და რეალური მაგალითებისა და მენტორობის ნაკლებობა. „დღეს ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას, შრომის ბაზარს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, თუმცა არსებობს სერიოზული რისკი, რომ იგი გააძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას, თუ ქალები ამ პროცესში სრულფასოვნად არ იქნებიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები - აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის ანალიტიკოსი.სასტიპენდიო პროგრამის პირველ ნაკადზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. „იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გოგოების მხრიდან დაინტერესება და ეს ინტერესი და ჩართულობა შედეგებშიც გადაითარგმნება - მეტი კურსდამთავრებული შეძლებს ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია. მისივე შეფასებით, საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდ კომპანიებს შეუძლიათ მასშტაბური და სისტემური ინიციატივების წამოწყება, ცნობიერების ამაღლება და თემის ფართო აუდიტორიამდე მიტანა.„დიდი კომპანიების ჩართულობა ქმნის მაგალითს სხვა ბიზნესებისთვის, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი ინიციატივის გაჩენას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ასეთი პარტნიორობები ქმნის ეკოსისტემას, სადაც ქალების გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური მიზანი, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, - აღნიშნავს ელენე გაბელაია.„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. AI სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი გვსურს, გოგოებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მეტად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი ტექნოლოგიების მიმართულებით, აღმოაჩინონ ახალი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები”, - აღნიშნავს ანი ლომთაძე. ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?საქართველოს ბანკის და UN Women-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1795510427
ამჯერად, თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნესბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.კამპანიის ფარგლებში, ქეშბექს პირველი 500 ბიზნესმომხმარებელი მიიღებს.სპეციალური პირობით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებიც შემდეგი ტიპის ბარათებით განახორციელებენ გადახდებს: ინდივიდუალური მეწარმეების ბიზნესნაკრები, იურიდიული პირების ბიზნესნაკრები, სტარტაპნაკრები, ბიზნეს, ბიზნეს პლატინა ან აგრო ბარათი. გადახდა უნდა განხორციელდეს ბიზნესბარათით, თიბისის POS ტერმინალზე ან ონლაინ, თიბისის გადახდის სისტემის გამოყენებით. (საკუთარ POS ტერმინალზე, ბიზნესბარათით განხორციელებული გადახდები კამპანიაში არ ჩაითვლება).შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: black-friday-offer
1795507021
ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ბერლინში ვიზიტის დროს ჰკითხეს."ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი დუიმი და ეს მოიცავს ჩვენს უსაფრთხოებასაც, როდესაც საქმე კოსმოსურ ელემენტს ეხება", - განაცხადა რუტემ.გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა შეშფოთება გამოხატა."ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, ახალი არ არის, მაგრამ ამის გამო ისინი ნაკლებად შოკის მომგვრელი არ ხდება. ისინი აჩვენებს, ესკალაციის რა დონეზეა მზად რუსეთი წასასვლელად“, - განაცხადა მერცმა.გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე არ დაადასტურა აღნიშნული მონაცემები, თუმცა აღნიშნა, რომ მათ "ძალიან სერიოზულად“ ეკიდებიან. ამავდროულად, მან მოუწოდა, „ჰიპოთეტური საფრთხეების გამო ზედმეტი ნერვიულობა“ არ შეიქმნას.მოსკოვის გეგმების შესახებ ტელერადიოკომპანიებმა WDR-მა და NDR-მა და გაზეთმა Sueddeutsche Zeitung-მა დაწერეს. ჟურნალისტები ბუნდესვერს და გერმანიის დაზვერვაში (BND) ანონიმურ წყაროებს დაეყრდნენ. მათი მონაცემებით, რუსეთი აპირებს ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის, სახელწოდებით „სპუტნიკ-ს“ (Sputnik-S) გაშვებას, რაც შესაძლოა, უახლოეს კვირებში მოხდეს.დაზვერვის მონაცემები ამ გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ ნატოს რამდენიმე ქვეყანას გადაეცა, გერმანიის მთავრობამ კი შესაბამისი ბრიფინგი მიიღო. აპარატი, სავარაუდოდ, მოსკოვის ოლქში ინახებოდა. მისი გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ორბიტაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრების ჩასახშობად ან გასანადგურებლად.BND-ში ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. ბუნდესვერის კოსმოსურმა სარდლობამ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის საერთო განცხადებებზე მიუთითა, რომ კოსმოსში არსებულ საფრთხეებს სერიოზულად აღიქვამენ.პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ბოლო პუბლიკაციები არ უნახავს. მისი თქმით, ხშირი ცნობები „უცნობ წყაროებზე“ დაყრდნობით „სერიოზულად აღსაქმელი ნაკლებად არის“.ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოზეფ აშბახერმა გამოცემა Handelsblatt-თან კომენტარში კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოჩენას „ყველაზე კოშმარული სცენარი“ უწოდა.ჯერ კიდევ გაზაფხულზე აშშ-ში განაცხადეს რუსეთის გეგმების შესახებ, ორბიტაზე ბირთვული ანტისატელიტური იარაღი განეთავსებინა. შეფასებების მიხედვით, კოსმოსში ერთ ბირთვულ აფეთქებას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს 10 ათასამდე თანამგზავრი და ადამიანები GPS-ის, თანამგზავრული ინტერნეტისა და მობილური კავშირის გარეშე დატოვოს. ასეთი აპარატის შემუშავებაზე ადრეც წერდნენ - ამერიკული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი მუშაობდა თანამგზავრზე, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლო.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი მოკლეს
1794418141
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851








