ზელენსკი - მოვასწარით ჰუმანიტარული ნაბიჯების აუცილებლობისა და შესაძლო პარამეტრების განხილვა
1794326272
პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
1794324617
თენგო თევზაძე - ესეც პასუხია და პასუხია იმაზეც, თუ რა განწყობაზეა სასამართლო
1794322292
საკონსტიტუციო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
1794320724
"საქართველოს ბანკი" უკვე 10 წელია, ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
1794319188
1794314256
საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794308430
აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.
1794303128
ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ.კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება.თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს.
1794237949
სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.
1794312360
ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიების პარალელურად, პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
1794293553
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება.ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა.დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1 602 000 ლარის ზიანი მიადგათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1794253038
11:00 საათზე - პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.თემა: ივანიშვილის მძარცველი რეჟიმის ეკონომიკური მოდელი - "ნაციონალური მოძრაობის” ხედვა.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული - 3.საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართებაპლენარულ სხდომათა დარბაზი
1794252953
კუროდღე სტაბილურობასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. კარგი დროა ფინანსური გეგმების გადასახედად. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ტყუპებიმოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა, თქვენი გეგმები შეცვალოს. ახალი ნაცნობობა მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით.კირჩხიბიდღეს ოჯახური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ახლობლისგან სასიხარულო ამბავი გაიგოთ. პროფესიულ სფეროში მოთმინება და თანმიმდევრულობა წარმატებას მოგიტანთ.ლომითქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან სასიამოვნო სიახლე. სიყვარულში რომანტიკული განწყობა გაძლიერდება. გამოიყენეთ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სამსახურში დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ. ჯანმრთელობისა და დასვენებისთვის მეტი დრო გამოყავით.სასწორიპირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დროა. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა შეგახსენოთ თავი. ფინანსური თვალსაზრისით დღე ხელსაყრელია დაგეგმვისთვის, თუმცა დიდი ხარჯებისგან თავის შეკავება სჯობს.მორიელიინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ ემოციურობას.მშვილდოსანიახალი იდეებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეცვლის. მოგზაურობისა და ახალი პროექტების დაგეგმვისთვის კარგი პერიოდია.თხის რქადღეს ყურადღების ცენტრში კარიერა და ფინანსები მოექცევა. თქვენი პასუხისმგებლობა და მონდომება დადებით შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიმოულოდნელი შეხვედრა ან საინტერესო შეთავაზება დღეს განსაკუთრებულს გახდის. შემოქმედებითი იდეები წარმატების შესაძლებლობას მოგცემთ. სიყვარულში შესაძლოა ახალი ეტაპი დაიწყოს.თევზებიდღე ემოციურად დატვირთული, თუმცა სასიამოვნო იქნება. ინტუიცია მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ფინანსურ სფეროში მცირე პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად ცხოვრებაში კი - ჰარმონია.
1794240349
მედიის ცნობით, არონ ორბანი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოქმედი მთავრობა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ ტაქტიკას იყენებს და რეალური სამიზნე თავად არის."ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანია ოპონენტების გამოთიშვა და ერთპარტიული სახელმწიფოს დამყარება. მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს უმცროს ძმას კი უბრალოდ იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“, – წერს ვიქტორ ორბანი.
1794240008
პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას."გადაწყვიტოს, თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არა თავის დანაშაულებს. თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნას აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ, სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი; როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ილაპარაკოს იმაზე, საქართველოში შემოპარვა ვინ დაუორგანიზა. ვიცით, რომ, უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს. მაშინ უნდა მოჰყვეს, საქართველოში 2021 წელს შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები; ასევე უნდა მოჰყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა.ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს? თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი. რაც შეეხება მისი მხრიდან ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მგონი, პირიქით, ავუშენეთ. კაცი ციხეში იყო და შვილი შეეძინა. შეიძლება, ამისთვის პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
თბილისში 25 წლის ახალგაზრდა ძმის ქორწილში მოკლეს
1793107354
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი "მაგდანას ლურჯამ" გახსნა
1793176008








