კახა კალაძე - ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
1792414250
"საქართველოს ბანკის" ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
1792412813
ლალი აფციაური - უკვე უსამართლოა სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში
1792407824
თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
1792395722
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
1792394588
1792252595
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.
1792162372
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, დაიწყო კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? – საქართველოს ბანკის კამპანიას ახალი პარაჩემპიონები და ბრენდები უერთდებიანყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა პარალიმპიადის დასრულების შემდეგ მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, დაიწყო კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.
1792160632
თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
1792156439
ახალი მეტალის ბარათი აერთიანებს Wealth Management-ის პერსონალურ საბანკო გამოცდილებას, Visa-ს გლობალურ საგადახდო შესაძლებლობებთან, სერვისებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებთან, რაც ხელს უწყობს ბანკის როგორც გამორჩეული პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე ორგანიზაციის პოზიციონირების გაძლიერებასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავებას.Visa Infinite Private მეტია, ვიდრე უბრალოდ გადახდის საშუალება. ეს არის ურთიერთობის ახალი სტანდარტი და ფორმა, რომელიც სპეციალურად Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა.მეტალის ბარათი გამოირჩევა თავისი უნიკალური დიზაინით, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში - მასზე გამოსახულია საქართველოს ბანკის ბრენდის სიმბოლო, ალაზნის ველის ლომი.Visa Infinite Private ასევე აერთიანებს გამორჩეულ გამოცდილებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: დასვენება და მოგზაურობა; გართობა და გასტრონომია; შოპინგი, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება.აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათი მულტისავალუტოა და საქართველოში პირველად, მომხმარებლებს რვა ვალუტის ერთდროულად მართვის შესაძლებლობა ეძლევათ.27 ოქტომბრიდან ბარათები Wealth Management-ის იმ მომხმარებლებისათვის გაიცემა, რომლებსაც ბანკი ამ ექსკლუზიურ შესაძლებლობას პერსონალურად შესთავაზებს.Visa Infinite Private-ის წარდგენა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ბანკის Wealth Management-სა და Visa-ს შორის არსებულ გრძელვადიან პარტნიორობაში. ორგანიზაციები ერთობლივად გააგრძელებენ ამ პროდუქტის განვითარებას Wealth Management-ის მომხმარებლებზე მორგებული სერვისებითა და გამორჩეული გამოცდილებებით, რითიც დროთა განმავლობაში მის ფასეულობას კიდევ უფრო გააძლიერებენ.„საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ ფინანსური სერვისის, არამედ საერთაშორისო სტანდარტის, გამორჩეული და პერსონალიზებული გამოცდილების შექმნა. Visa Infinite Private ბარათი ამ ხედვის გაგრძელებაა - პირველად მსოფლიოში შექმნილი ბარათი აერთიანებს ექსკლუზიურ შესაძლებლობებს და განსაკუთრებულ გამოცდილებებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს ერგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ასეთი მასშტაბის ინოვაცია Visa-სთან პარტნიორობით სწორედ საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც წლებია მივყვებით - შევქმნათ გამოცდილებები, რომლებიც არა მხოლოდ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად განსაზღვრავს მათ“, - აღნიშნავს ვალერიან გაბუნია, პრემიუმ საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკის Wealth Management-ში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი კაპიტალის მართვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც Visa Infinite Private-ს წარადგენს. ეს გამორჩეული პროდუქტი ექსკლუზიურად ჩვენი Wealth Management-ის კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Visa Infinite Private-ის დანერგვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ქართველ და საერთაშორისო კლიენტებს საქართველოში შევთავაზოთ მსოფლიო დონის საბანკო მომსახურება, ინოვაციური გადაწყვეტილებები და მათ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული ექსკლუზიური პრივილეგიები. ჩვენთვის ეს მხოლოდ ახალი პროდუქტის წარდგენა არ არის - ეს არის ჩვენი ამბიციის გამოხატულება, მუდმივად ავამაღლოთ Wealth Management-ის მომსახურების სტანდარტი და ჩვენს მომხმარებელებს მივცეთ პრიორიტეტული წვდომა ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და გამორჩეულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იშვიათობაა გლობალურ კერძო საბანკო სივრცეშიც კი“, - თეონა ბერია, Wealth Management-ის მიმართულების ხელმძღვანელი„ეს პარტნიორობა ასახავს Visa-ს გლობალური ინოვაციებისა და საქართველოს ბანკის Wealth Management-ის ბაზრის ექსპერტიზისა და მომხმარებლებთან სანდო ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ ერთობლივად ვაძლიერებთ პრემიუმ საბანკო მიმართულებას საქართველოში, ვქმნით კლიენტებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს და ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო პლატფორმის ადაპტირება ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო ღირებულების შესაქმნელად“, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.„Visa Infinite Private მარტივი იდეის გარშემო შეიქმნა: მივცეთ ჩვენს ყველაზე მომთხოვნ და ხარისხზე ორიენტირებულ კლიენტებს წვდომა ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც გამორჩეული, განსაკუთრებულად სასურველი და ხშირად რთულად ხელმისაწვდომია. მოგზაურობიდან დაწყებული, ექსკლუზიური გასტრონომიით, საკულტო სპორტული ღონისძიებებითა და პრივილეგირებული შოპინგის გამოცდილებით დამთავრებული - ეს პროდუქტი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობებისა და დაუვიწყარი მომენტების შექმნას, რაც ბევრად სცდება ბარათების არსებულ და ტრადიციულ უპირატესობებს“, - აღნიშნავს გოდფრი სალივანი, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში.გამორჩეული გამოცდილებისთვის.მხოლოდ Infinite.დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს
1792351887
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: "რა არის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რეალური მიზანი და რა არის გამოსავალი".მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45ა, "ტვ ფორმულას" შენობა სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 13:00 საათზე - ქალი პოლიტიკოსები ბრიფინგს გამართავენ.თემა: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.მისამართი: პარლამენტი, რუსთაველის გამზირი #8. (რუსთაველის გამზირის მხრიდან)საკონტაქტო ნომერი: 599571415 13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
1792351880
კუროყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებს მიაქციეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი იდეების დღეა. საინტერესო საუბარმა შესაძლოა სასიამოვნო სიახლე ან ახალი შესაძლებლობა მოგიტანოთ.კირჩხიბიემოციური ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა განწყობას გაგიუმჯობესებთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და ენერგია ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.ქალწულიკარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და გეგმების დასალაგებლად. ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან სრულყოფილებას.სასწორიურთიერთობებში ჰარმონია და გულწრფელობა პრიორიტეტული იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხის მშვიდობიანად მოგვარება შეძლოთ.მორიელიინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ აჰყვებით ეჭვებს და ყურადღება მთავარ მიზნებზე გადაიტანეთ.მშვილდოსანიდღე ახალი იდეებისა და სასიამოვნო ცვლილებების შესაძლებლობას მოგცემთ. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ.თხის რქამიზანდასახულობა წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გაგიმარტივებთ. სამსახურსა და ფინანსურ საკითხებში პრაქტიკულობა გამოიჩინეთ.მერწყულიმოულოდნელმა იდეამ შესაძლოა, საინტერესო მიმართულება გაჩვენოთ. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების.თევზებიმოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. გულწრფელმა საუბარმა შესაძლოა ურთიერთობაში გაუგებრობა აღმოფხვრას.
1792311850
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული პირები კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ორი პირი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1792309029
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.სამართალდამცველებმა,მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1792308516
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატი, 5 მჭიდი და 458 საბრძოლო ვაზნა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1792308313
დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების, ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასტიკად სცემეს პატიმრებს, რომლებმაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს
1791198919
8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791402510
მიხეილ სააკაშვილი - ბორია მოდი აქ! მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!
1791276056
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791489503
პროექტზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
1791360098








