თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
1793955033
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
1793954819
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება
1793953065
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
1793949778
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
1793948625
1793889433
ტრივია sCoolApp-ის შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გამოცდისა და ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თამაშში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა სამკაციანი გუნდები უნდა შექმნან. გუნდებს ყოველდღიური მისიების შესრულება მოუწევთ. მისიები სხვადასხვა კატეგორიის კითხვებს მოიცავს, მოსწავლეები კი ქულებს სწორი და სწრაფი პასუხებით დააგროვებენ.კითხვები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები საკუთარ თანატოლებს ეჯიბრებიან. გუნდებს ყოველდღიურად ხუთი მისიის შესრულება მოუწევთ. ამასთან, თამაშის ყოველდღიური აქტივობით მოსწავლეები მონეტებსაც დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა sCoolApp-ის მარკეტში განთავსებულ საჩუქრებსა და პარტნიორი კომპანიების ვაუჩერებში შეეძლებათ.ტრივიას ახალ სეზონში, საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს. სეზონის მთავარ პრიზს კი სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს - გამარჯვებული გუნდების თითოეული წევრი მშობელთან ერთად პარიზში, დისნეილენდში გაემგზავრება.ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელსაც უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ფუნქციონალს სთავაზობს, მათ შორის, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCoolApp, გადმოწერეთ აპლიკაცია ამ ბმულზე.
1793884481
აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში:2609 E 14th St, Brooklyn, NY 112351923 McDonald Ave, Brooklyn, NY 112233065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.
1793880138
ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის:მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს. მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს.ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals
1793878204
სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;AgileSchool - AI Automation;Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;აპლიკაციების გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793861773
1793795990
1793907730
12:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ვასო ურუშაძე, ბრიფინგს გამართავს.თემა: "საქართველოს მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშების და ონლაინ კაზინოთი სარგებლობის აკრძალვა - ხელისუფლების სავარაუდო კორუფციული ინტერესები" .მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 09, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:30 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 16:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული) 17:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული
1793907594
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ თქვენი გეგმები შეცვალოს.კირჩხიბიყურადღება ოჯახსა და პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. ძველი უთანხმოების მოგვარების შესაძლებლობა გექნებათ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა პროფესიული წინსვლისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის.ქალწულიდეტალების მიმართ ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა, სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოთ.სასწორისიყვარულსა და ურთიერთობებში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელა სასწორებისთვის საინტერესო ნაცნობობა არ არის გამორიცხული.მორიელიინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობებისა და საინტერესო თავგადასავლების დღეა. კარგი დროა მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი პროექტების დასაწყებად.თხის რქაპროფესიულ საქმიანობაში წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ. მოთმინება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.მერწყულიმოულოდნელი სიახლეები და საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია.თევზებიემოციურად დატვირთული, თუმცა საინტერესო დღე გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სურვილებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ.
1793891723
მისი თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ფულიც და კომისიაც "ოცნებისაა"."გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს "დანაშაული". ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია. ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შეომიღეს.გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე. კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის). კიდევ კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა.და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ "ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება", "ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა", "პროტესტი არაფრის მომტანი არაა", "პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ" და ასე შემდეგ, თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“, - წერს ნიკა გვარამია.
1793867864
მისი თქმით, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს."ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი დიპლომატიური კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს აკადრებინებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბატონ ჰერჩინსკის და ამიტომ არის ეს პიროვნება ნამდვილად ტრაგიკული. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება.გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავს ესხმის, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ჩვენ ვპასუხობთ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ ხოლმე პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ, თან ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ, დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1793867455
ხელის გულით გადახდის პროცესი მარტივი, ერთჯერადი რეგისტრაციით იწყება. იმ ობიექტზე, სადაც განთავსებული იქნება PAL ტერმინალი, ხელის გულის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი მობაილბანკით ასკანერებს QR კოდს და ირჩევს ანგარიშს, რომლის მიბმაც ხელის გულზე სურს. ამის შემდეგ, ხელის გულით გადახდა ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში უკვე შესაძლებელი იქნება. ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია - როგორც სმარტფონის Face ID ფუნქცია იყენებს იდენტიფიცირებისთვის მომხმარებლის სახის უნიკალურ მახასიათებლებს, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიაც ხელის გულის ბიომეტრიულ მახასიათებლებს ამოიცნობს. შესაბამისად, გადახდისთვის მომხმარებელს არც ბარათი, არც ტელეფონი და არც სხვა ფიზიკური საშუალება აღარ დასჭირდება. ხელის გულით გადახდის დანერგვა თიბისის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია - მუდმივად ეძებოს შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელს მომავალთან აახლოებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს. თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად არის აღიარებული - ხელის გულით გადახდა კი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს გამარჯვებული გუნდი ინოვაციურ იდეებს რეალურ გამოცდილებად.
1793860275
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1792871420
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600








