ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკისა" და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

1794498481

პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება:16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

"საქართველოს ბანკისა" და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

1794494777

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ:მარიამ ჯანჯღავა - AI Products Ownerელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm Schoolანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორისპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - "საქართველოს ბანკის" მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

1794492921

კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

არ გაჩერდე - "საქართველოს ბანკის" ფილოსოფია

1794492002

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
12 ნოემბრის ანონსი

1794426001

11:30 საათზე - საქალაქო სასამართლოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, ენმ-ის ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439(C კორპუსი, IV სართული) 12:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N638(C კორპუსი, VI სართული)

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794425823

კუროფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ხარჯების დაგეგმვა აუცილებელია. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. პირად ცხოვრებაში ინიციატივის გამოჩენა სასურველია.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელით. შესაძლოა წარსულთან დაკავშირებულ საკითხს დაუბრუნდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წარმატების შესაძლებლობა განსაკუთრებით კარიერასა და პირად ურთიერთობებში გამოჩნდება. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგჭირდებათ. სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ფინანსურ გადაწყვეტილებებს წინასწარი გააზრება სჭირდება.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების მიმართულებით საინტერესო დღეა. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი. პროფესიულ სფეროში თანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდება.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან დიდი ხნის პრობლემის გადაწყვეტის გზა იპოვოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მშვილდოსანიახალი გეგმებისა და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.თხის რქაპროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ყურადღება მიაქციეთ დასვენებას.მერწყულიდღეს ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. მეგობრებისგან შესაძლოა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ.თევზებიემოციურად სასიამოვნო დღეა. შესაძლოა სასიხარულო ამბავი შეიტყოთ ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებსაც დააფუძნეთ.

დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი მოკლეს

1794418141

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" იყო დასაქმებული.სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით თბილისში 7 პირი დააკავეს

1794411294

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში."კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

1794410160

საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

1794409608

კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.