ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

1794385425

ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

1794378668

უკვე ათწლეულებია, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას. იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ასეთი პროექტები ქვეყნებს შორის კულტურულ კავშირებს აძლიერებს, ქართულ აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებისთვის აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით.მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27.

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები

1794373380

ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾50 000 მბ - 22₾9 000 მბ - 10₾ვადა - 30 დღეჩართვა - *288# okან აპლიკაციით MyMagtiwww.magticom.ge/sakvirveli330თუ გსურს, „საკვირველი დღეებისა“ და მაგთიკომის სხვა შეთავაზებები SMS-ის სახით მიიღო, გადადი ბმულზე და იხილე დეტალური ინსტრუქცია - https://www.magticom.ge/ka/directmarketing 

"საქართველოს ბანკი" უკვე 10 წელია, ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

1794319188

პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
რუბიო – ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს

1794340402

მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.

11 ნოემბრის ანონსი

1794339994

10:30 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: „2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგები“.მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 11:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 11:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794339831

კურო11 ნოემბერი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გამოჩნდება. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების შანსი გაქვთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა წარსულიდან ვინმე დაგიკავშირდეთ. ოჯახურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ფინანსურად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! თქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.ქალწული11 ნოემბერი გეგმების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა რთულ საკითხზე გამოსავალი იპოვოთ. ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების თვალსაზრისით საინტერესო დღე გელოდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობის შესაძლებლობა გაჩნდება. სამსახურში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საუბარია მოსალოდნელი.მშვილდოსანიიღბალი შესაძლოა თქვენს მხარეს აღმოჩნდეს! დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად. ფინანსურ საკითხებში პოზიტიური ცვლილებების შანსია.თხის რქათქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში გონივრული ნაბიჯები გადადგით. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინეთ.მერწყული11 ნოემბერი მოულოდნელი სიახლეების დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი იდეა ან საინტერესო შეთავაზება სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. სიყვარულში ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და შინაგან სიმშვიდეს. შესაძლოა სასიამოვნო ამბავი ახლობელი ადამიანისგან შეიტყოთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი პერიოდია. ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1794324617

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების ოც წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.

თენგო თევზაძე - ესეც პასუხია და პასუხია იმაზეც, თუ რა განწყობაზეა სასამართლო

1794322292

მისი თქმით, სასამართლო მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ მტკიცებულებების შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს."ყურადღებას გავამახვილებ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც ითხოვდა გონივრულ ვადას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ისედაც ითვალისწინებს და ეს ვადა გამოტანილიყო პოლიტიკური პარტიების ნაწილში, რომ მათ და ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, იმ აკრძალვის აღსრულებამდე გონივრულ ვადაში ჩვენი სამართლებრივი და სხვა სახის ურთიერთობები ბოლომდე შევასრულოთ, ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, მივმართოთ სხვადასხვა ინსტანციას. ეს შესაძლებლობა არ მოკლა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამაზე იყო ბევრი არგუმენტაცია და მტკიცებულება და ამის პასუხად მოვისმინეთ, რომ საოცარია, ადგილზე თათბირით მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ, ფაქტობრივად, სხვა შინაარსი მიუთითეს ამ შუამდგომლობის არ დასაკმაყოფილებლად. ესეც პასუხია და პასუხია იმაზეც, თუ რა განწყობაზეა სასამართლო. ის, ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარეს ეხმარება იმაში, რომ შინაარსობრივი განხილვა არ მოხდეს მტკიცებულებების, რაც პირველ შუამდგომლობასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

1794320724

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განაცხადა,რომ მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი."პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა. გარემოებები შემდეგია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. თავისი არსითაც და შინაარსითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. კონსტიტუციის კანონის სულისკვეთება რა არის, რომ იმავე აქტთან გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე მოხდება თუ არა აქტის აღსრულების გადავადება", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.