ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკმა" მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა

1790952360

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა:Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე; ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ; კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება; გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ამასთან ერთად,  5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის).შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება

1790950673

სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის  მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი  შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:  https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia  

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

1790946490

ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე. 

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია "საქართველოს ბანკი"

1790937242

ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:გაეცნონ ახალ გამოცემებს;დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;შეხვდნენ ავტორებს;ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1790926489

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა. იგი მათ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.აღნიშნული პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა გადასცეს, თუმცა დაკავებულმა შეთანხმება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს.პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის რეგიონში დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

2 ოქტომბრის ანონსი

1790883704

12:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: "2027 წლის ბიუჯეტი, ოცნების ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი“მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია­ - 551 633 644. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 14:00 საათზე - სახალხო დამცველის ოფისის წინ ირმა ინაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.თემა: უმძიმესი დანაშაული ციხეში, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. დანაშაულის დეტალები ბრიფინგზე გასაჯაროვდება.მისამართი: ავლაბარი, იაკობ (ირაკლი) ფაღავას ქუჩა 6.საკონტაქტო ნომერი: ირმა ინაშვილი - 597 11 99 11

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1790883534

კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ დიდი ხარჯი ჯობს გადადოთ.ტყუპებიკომუნიკაციისთვის წარმატებული დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ინფორმაცია, შეხვედრა ან სასიამოვნო შეტყობინება.კირჩხიბიყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას მიაქციეთ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა თქვენს ჩართულობას მოითხოვდეს.ლომითქვენი ინიციატივა შედეგს გამოიღებს. სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შესაძლებლობა გექნებათ, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ.ქალწულიდეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.სასწორიურთიერთობებში მნიშვნელოვანი დღეა. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობაც.მორიელიენერგიული დღე გელით. საქმეში წინსვლა შესაძლებელია, თუმცა კამათში ჩართვას მოერიდეთ.მშვილდოსანიახალი იდეებისა და გეგმების დროა. მოულოდნელმა შეთავაზებამ შესაძლოა თქვენი დღის გეგმები შეცვალოს.თხის რქაყურადღება ფინანსებსა და სამუშაოს დაუთმეთ. თანმიმდევრული მოქმედება კარგ შედეგამდე მიგიყვანთ.მერწყულიცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და განსხვავებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად.თევზებიინტუიციას ენდეთ, თუმცა ფაქტებიც გაითვალისწინეთ. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველი ნოემბრიდან დამატებითი სარკინიგზო რეისები შესრულდება

1790874232

მედიის ცნობით, შედეგად სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, ანუ თითქმის 50%-ით გაიზრდება.ბაქოდან თბილისამდე ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 54 მანათი იქნება, ევლახიდან – 44 მანათი, განჯიდან – 41 მანათი, აღსტაფადან – 38 მანათი, ბოიუკ-ქესიკიდან კი – 36 მანათი. შედარებისთვის, ამჟამად Stadler-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ფასი 77,50 მანათია, განჯიდან კი – 56,80 მანათი.დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მგზავრებს როგორც ღამის, ისე დღის რეისებით სარგებლობა შეეძლებათ.ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მოქმედი მატარებელი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 23:00 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 11:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა.ახალი რეისი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 22:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს 07:57 საათზე ჩავა.ბილეთების ონლაინ შესაძენად მგზავრებმა ADY-ის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში MyGov ID-ის მეშვეობით უნდა დაადასტურონ, ამისთვის კი FIN კოდი უნდა შეიყვანონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ თავიანთი ქვეყანა და ტელეფონის ნომერი.

60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე "საქართველოს ბანკისგან"

1790862614

ეს სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სატენდერო გარანტია სრულად ციფრულად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე, მცირე დროში მიიღონ. პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: განაცხადის შევსება, დამტკიცება და გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან წუთებში ხდება.სატენდერო გარანტია აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტია სახელმწიფო თუ კერძო შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ის აზღვევს შემთხვევას, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.“მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი ყოველდღიური პროცესების ხელშეწყობა ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ციფრული სერვისების განახლება და ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების გამრავალფეროვნება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მომხმარებლებმა ნებისმიერი ადგილიდან შეძლონ საჭირო საბანკო სერვისებით ოპერატიულად სარგებლობა. საქართველოს ბანკის ციფრული სატენდერო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საბრუნავი კაპიტალის გამოთავისუფლებაა - ბიზნესებს ტენდერის დასრულებამდე თანხის საკუთარ ანგარიშზე გაყინვა ან უზრუნველყოფის სახით ქონების დატვირთვა არ უწევთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური რესურსი თავისუფლად მიმართონ მიმდინარე ოპერაციების საწარმოებლად” - აცხადებს ლევან თეთრაძე, საქართველოს ბანკის Product Owner ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებაში.სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს"

1790858533

"არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.