ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მოიპოვე "საქართველოს ბანკის" სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო

1785932211

CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისად, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით. დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებმა, 6 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ფარავს როგორც ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის, ასევე მასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.  

თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

1785926230

თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას პირდაპირ მობაილბანკში სთავაზობს. ახლა მომხმარებლებს ამერიკისა და ლონდონის ბაზრებზე წარმოდგენილ კომპანიებში ინვესტირება ერთი საინვესტიციო პლატფორმიდან შეუძლიათ.ლონდონის ბირჟაზე ხელმისაწვდომია ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები, როგორებიცაა Aston Martin, Asos, Burberry, Rolls-Royce Holdings და სხვა.თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე ანგარიშის გახსნას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. დღეს საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ამერიკულ აქციებთან და ETF-ებთან ერთად, ლონდონის ბაზრის დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა.ლონდონის საფონდო ბირჟის დამატება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის მიზნისკენ – ინვესტირების პროცესი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადოს.აღმოაჩინეთ ლონდონის საფონდო ბირჟა პირდაპირ მობაილბანკში: https://app.tbcbank.ge/YiId/vmpjqmpcგაითვალისწინეთ, ეს არ არის ფინანსური რჩევა.     

მისია შესრულებულია - "ანაგი ქოლაბმა" "თბილისის აკრებთან" კოლაბორაცია წარმატებით დაასრულა და პროექტის მართვა "თბილისის აკრების" გუნდს გადააბარა

1785919763

დღეიდან „ანაგი ქოლაბი" პროექტსა და მისი მომდევნო ბლოკების განვითარებაში აღარ მონაწილეობს. პროექტს დამოუკიდებლად „თბილისის აკრები" წარმართავს."თბილისის აკრებს" წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენ ახალი პროექტებით გავაგრძელებთ", - აღნიშნავენ კომპანიაში.

Euromoney-მ "საქართველოს ბანკი" CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით

1785916973

Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს.საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა.წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. ფინანსური ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა.გამოცემა ჯილდოს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის შექმნასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.„Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეც გამორჩეულად ფასდება.საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება - ის იმ შესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომელსაც ადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგია ორიენტირებულია ისეთი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.დღეს 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები - იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერი პროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვა ინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით - მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
6 აგვისტოს ანონსი

1785958440

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერის, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე სხდომა გაიმართება. 16:00 საათზე - კომპანია "სფერო ინვესტის“ დამფუძნებლის გივი წულეისკირის და იურისტის სოფო პეტრიაშვილის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება.მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64საკონტაქტო პირი: აკაკი ლუკავა 598 997 200

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1785958430

კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დადებით შედეგს გამოიღებს.ტყუპებიკომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დღეა. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება თქვენს გეგმებს შეცვლის.კირჩხიბისაკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. ოჯახთან გატარებული დრო განწყობას გაგიუმჯობესებთ.ლომითქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს შთააგონებს. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად.ქალწულისამუშაო საქმეებში დეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.სასწორისასიამოვნო შეხვედრები და ახალი შთაბეჭდილებები გელით. ინტუიციას ენდეთ მნიშვნელოვანი არჩევანის დროს.მორიელიმოთმინება ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და კონფლიქტებს მოერიდეთ.მშვილდოსანიმოგზაურობის, სწავლისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის ხელსაყრელი დღეა. ოპტიმიზმი წარმატებაში დაგეხმარებათ.თხის რქაპასუხისმგებლობით შესრულებული საქმე შედეგს მალე გამოიღებს. ფინანსური გადაწყვეტილებები წინასწარ დაგეგმეთ.მერწყულიპარტნიორული ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.თევზებიშემოქმედებითი იდეები და შთაგონება წარმატებას მოგიტანთ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრაა მოსალოდნელი.

"მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის, მატირონ შვილი, მამამისს ატირონ შვილი"

1785873453

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან."ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუკზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე. სასულიერო პირმა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, რასაც ოჯახი უარყოფს.

5 აგვისტოს ანონსი

1785873438

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი, XIII ყრილობა გაიმართება.მისამართი: ვაზისუბანი, ჯ. ლეჟავას ქუჩა 22 (სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“)

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1785873312

კუროყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. მცირე ცვლილებაც კი მომავალში სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.ტყუპებიკომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. საინტერესო შეხვედრები და ახალი იდეები წარმატების შანსს გაზრდის.კირჩხიბიემოციური ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.ლომითქვენი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს შთააგონებს. კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.ქალწულიდეტალებზე ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. დაწყებული საქმეების დასრულება ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.სასწორიურთიერთობებში ჰარმონია მთავარი თემაა. კომპრომისი დაგეხმარებათ გაუგებრობების მარტივად მოგვარებაში.მორიელიინტუიციას ენდეთ. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.მშვილდოსანიახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების სურვილი გაგიძლიერდებათ. სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა სასიამოვნო შედეგი მოგიტანოთ.თხის რქაშრომა და დისციპლინა დღეს განსაკუთრებით დაფასდება. მოთმინება მიზნის მიღწევის მთავარი გასაღებია.მერწყულიკრეატიული იდეები წარმატების საფუძველი გახდება. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული მიდგომების.თევზებიინტუიცია და სიფრთხილე სწორ გზას გაჩვენებთ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრაა მოსალოდნელი.

ჩაქვში მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

1785863377

შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა.როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.