"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში

1795775043

"რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია"

1795772937

კახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

1795772818

გამრეკელის ქუჩაზე "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის" ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

1795772446

"ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს"

1795772215

ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

1795769187

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.

ნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე "საქართველოს ბანკისგან"

1795769067

გარდა ამისა, Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასაც სთავაზობს. ერთიანად გაეცანით, რა ფასდაკლებებითა და ქეშბექებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 27-30 ნოემბერს სხვადასხვა ბარათით.Super PLUS27 ნოემბერს Super PLUS ბარათის მფლობელები City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგის, აქსესუარების და ტექნიკის მაღაზიებში გადახდისას დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარი) (აუცილებელია შეთავაზების მობილბანკში გააქტიურება)PLUS, Super PLUS და მასწავლებლის ბარათებიPLUS, Super PLUS და მასწავლებლის ბარათებით გადახდისას მომხმარებლები PLUS ქულების სახით შემდეგ სარგებელს მიიღებენ:27 ნოემბერს - ICR Home-ში 25%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის);27 ნოემბერს - City Mall-ის გლდანისა და საბურთალოს ფილიალებში, East Point-ში, გალერია თბილისში და თბილისი მოლში მდებარე Wendy’s-ის, Yakudza-ს, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 20%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად);27-29 ნოემბერს - Berghoff-ში 25%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარის);27-29 ნოემბერს - Pupazzo-ში 20-ჯერ მეტი PLUS ქულა, ლიმიტის გარეშე;28 ნოემბერს - Kenari-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის);28 ნოემბერს - Meama-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარის);29 ნოემბერს - Voulez Vous-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის). შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე;29 ნოემბერი -  Manamo-ში 30%-იანი ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის).SOLO VisaBlack Friday-ის ფარგლებში, SOLO Visa ბარათის მფლობელებს რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ:SOLO ბუტიკი – 27 ნოემბერს 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი. შეთავაზება მოქმედებს SOLO ლაუნჯებში, საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას. დეტალური პირობები.ICR Home – 27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 400 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. ონლაინ გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით. დეტალური პირობები.Amazon – 27 ნოემბერს Amazon-ის ონლაინპლატფორმებზე სასაჩუქრე ბარათის (eGift card) შეძენისას 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. დეტალური პირობები.ელიტი – 27 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი. შეთავაზება მოქმედებს როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ee.ge-სა და ელიტის აპლიკაციაში. დეტალური პირობები.Drops by Boygar’s – 27-29 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი სამოსზე და 10%-იანი ქეშბექი ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე, ლიმიტის გარეშე. შეთავაზება ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. დეტალური პირობები.extra.ge – 27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. შეთავაზება ვრცელდება სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ ნივთებზეც. დეტალური პირობები.KiwiPost – 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი, 7 ქვეყნიდან ტრანსპორტირებული ამანათების წონის ღირებულებაზე. დეტალური პირობები.გაითვალისწინეთ, შეთავაზებების მისაღებად გადახდა შესაბამისი პირობების მიხედვით SOLO Visa ბარათით და საქართველოს ბანკის გადახდის არხებით უნდა შესრულდეს.საკრედიტო AmexBlack Friday-ისა და Cyber Monday-ის ფარგლებში, American Express-ის მფლობელებს რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.27 ნოემბერს ნებისმიერ აფთიაქში მინიმუმ 100 ლარის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 20 ლარის MR ქულას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა. შეთავაზება ერთჯერადია.28 ნოემბერს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, MR ქულებით გადახდისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, ლიმიტის გარეშე, შემდეგ მაღაზიებში: JYSK, Manamo Home, Home, English Home, Blue Tabla, Old Supra, White Studio, Berghoff, Kitchen & More, Willmax Home, Madame Coco, Remember, ICR Home, Laboratory My Home, KARE, Naterial, Sleep & Bed და My Office. შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შესრულდეს.30 ნოემბერი - შეთავაზებები Cyber Monday-ზე30 ნოემბერს, Cyber Monday-ის ფარგლებში, მომხმარებლები ICR-ის ონლაინ მაღაზიასა და extra.ge-ზე MR ქულებს მიიღებენ.ICR-ის ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 300 ლარის შენაძენისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ MR ქულების სახით, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. შეთავაზების მისაღებად საჭიროა მისი მობილბანკში გააქტიურება, ბარათის მონაცემების შეყვანა და გადახდისას საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა. ქულები მომხმარებლის ანგარიშზე 7 სამუშაო დღეში აისახება.extra.ge-ზე კი მინიმუმ 500 ლარის შენაძენისას მომხმარებლები 150 ლარის MR ქულას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკში გააქტიურება და გადახდისას საქართველოს ბანკის ან Apple Pay/Google Pay მეთოდის არჩევა. შეთავაზება ერთჯერადია და ქულები მხოლოდ თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში დაერიცხებათ.Student Card27 ნოემბერს ონლაინ მაღაზიებში - ASOS, Zalando, SHEIN და Trendyol გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი ოთხივე ვებგვერდზე ჯამურად 100 ლარია.27 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ Steam-ის ვებგვერდსა და DeFacto-ს მაღაზიაში, მაქსიმუმ 100 ლარის.27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში გადახდისას დახარჯული თანხის 30% დაუბრუნდებათ. (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში.27-29 ნოემბერს Altersocks ში 40%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;27-29 ნოემბერს Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade, iRoom, Aden Cosmetics და Tresor -ში 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ, ლიმიტის გარეშე;28 ნოემბერს iCity - ში  30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.sCool Card27 ნოემბერს Biblusi, XS Toys და Pepela - ში 40%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში;27 ნოემბერს Miniso - ში 40%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;27 ნოემბერს Steam 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;27 ნოემბერს DeFacto - ში 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტები – 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში.27-29 ნოემბერს Altersocks-ში გადახდისას მომხმარებლები 40%-იან ქეშბექს მიიღებენ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში - 30%-იანს. ორივე შეთავაზება ლიმიტის გარეშე მოქმედებს.28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაუბრუნდებათ, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.საქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათისაქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს შემდეგი შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლებათ:27-29 ნოემბერს BEKO - ში 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი. შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე;27-29 ნოემბერს Carpisa - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე. შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე;27-29 ნოემბერს Intelekti - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;29 ნოემბერს Automenu.ge - ზე 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.საქართველოს ბანკის ყველა ბარათისაქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებლები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ:23-29 ნოემბერს Pancho-ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;27 ნოემბერს Kontakt Home - ში 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი;27-29 ნოემბერს Kotesi - ში 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;28-30 ნოემბერს Glasses Gallery - ში 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი. შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე.გამოყენებამდე გაეცანით შეთავაზებების დეტალურ პირობებს საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე. 

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა

1795764700

საქსტატის ახალი მონაცემები აჩვენებს, ვისგან ყიდულობენ საწარმოები საქონელსა და მომსახურებას და ვინ ყიდულობს მათ პროდუქციას. მაგალითად, თუ რესტორანში ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველის ხარჯი შიდა მოხმარებაში აღირიცხება, მეორისა კი – ექსპორტში. ორივე შემთხვევაში ფასის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში რჩება – არა მარტო რესტორანთან, არამედ ადგილობრივ ფერმერთან და გადამზიდველთანაც.მშპ-ის სტანდარტული გაანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც მთლიანი იმპორტი ექსპორტს აკლდება, საგარეო მოთხოვნის წვლილის შესაფასებლად აუცილებელია გამოიყოს, იმპორტის რა ნაწილი მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წელს ექსპორტს იმპორტის მატების დაახლოებით მესამედი უკავშირდებოდა, დანარჩენი კი - შიდა მოხმარებასა და ინვესტიციებს. ამდენად, საგარეო მოთხოვნაზე ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა, რითაც ის შიდა მოხმარების შემდეგ ზრდის მეორე ყველაზე დიდი წყარო იყო, ხოლო ინვესტიციების წვლილი შედარებით მცირეა.შიდა მოხმარებასთან დაკავშირებულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობას, განათლებასა და ფინანსურ სექტორს ჰქონდა, თუმცა სამივე დარგზე ერთად ამ ზრდის ნახევარზე ნაკლები მოდიოდა. საგარეო მოთხოვნის შემთხვევაში სურათი სრულიად განსხვავებულია: ზრდის 90%-ზე მეტი სამ დარგში – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – იყო თავმოყრილი. ამავე დროს, დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება, ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემცირდა.საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული რეალური ზრდის დაახლოებით ორი მესამედი ICT სექტორზე მოდიოდა. 2021 წელს ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ მომხმარებლებს უკავშირდებოდა, 2025 წელს კი ნახევარზე მეტი უკვე უცხოელ მომხმარებლებზე მოდიოდა. ამ პერიოდში უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში ათზე მეტჯერ გაიზარდა, ადგილობრივ მომხმარებლებთან დაკავშირებული კი დაახლოებით გაორმაგდა. შედეგად, 2025 წელს საქართველოში საგარეო მოთხოვნით შექმნილი დამატებული ღირებულების ყველაზე დიდი წილი უკვე ICT სექტორზე მოდიოდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ვაჭრობას გადაასწრო.მთლიანად ეკონომიკაში საგარეო მოთხოვნას 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით მეოთხედი უკავშირდებოდა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს, თუმცა, ICT სექტორის გამოკლებით, ეს წილი მცირედით შემცირდა. ოთხ დარგში – ICT-ში, ტრანსპორტში, სასტუმრო-სარესტორნო სექტორსა და სამთომოპოვებით მრეწველობაში – დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა. თავის მხრივ, დამამუშავებელ მრეწველობაში საგარეო მოთხოვნის წილმა მცირედით იკლო. სავარაუდოდ, 2026 წელს ეს ტენდენცია ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ფონზე კვლავ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზრდის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი აისახება ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.2025 წელს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე დახარჯული ყოველი 100 ლარიდან საშუალოდ 58 ლარი საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულება იყო, დანარჩენი კი იმპორტსა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებზე მოდიოდა. შიდა მოხმარების შემთხვევაში ყოველი 100 ლარიდან საქართველოში 64 ლარი რჩება, რადგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს ხარჯებში დიდი ადგილი ადგილობრივ მომსახურებას უჭირავს. ინვესტიციების შემთხვევაში ეს წილი ნაკლებია - 54 ლარი - ვინაიდან დანადგარებისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ექსპორტის შემთხვევაში კი ყველაზე დაბალია – 49 ლარი, რადგან საზღვარგარეთ გაყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია.ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. საქართველოში წარმოებული ICT მომსახურების ღირებულების უდიდესი ნაწილი უშუალოდ იმ კომპანიაში იქმნება, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. დამამუშავებელ მრეწველობაში კი ადგილობრივი მომწოდებლების წილი მნიშვნელოვნად მეტია – ყოველი 100 ლარის პროდუქციიდან დაახლოებით 37 ლარი ადგილობრივ მომწოდებლებთან შექმნილი დამატებული ღირებულებაა, ICT სექტორის შემთხვევაში კი – 21 ლარი. საერთო ჯამში, 2025 წელს საგარეო მოთხოვნიდან მიღებული დამატებული ღირებულება გაიზარდა როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე თავად ექსპორტიორებთან, თუმცა ექსპორტიორებთან ზრდა უფრო სწრაფი იყო, რის გამოც მომწოდებლების წილი შემოსავლებში 34%-დან 31%-მდე შემცირდა. ამ კლების დაახლოებით მესამედი ექსპორტში ICT სექტორის წილის ზრდით აიხსნება, დანარჩენი კი – საწარმოებს შორის შესყიდვების სტრუქტურის ცვლილებით.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007788-macro-update-georgia

Black Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას

1795699602

შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მათი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში. ამიტომ, შენაძენების გაკეთებამდე შეამოწმე აპლიკაცია და დარწმუნდი, რომ სასურველი შეთავაზებები გააქტიურებული გაქვს.სად და როდის შეგიძლია ისარგებლო sCool Card-ის შეთავაზებებით26 ნოემბერს Breezy-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 300 ლარი)26 ნოემბერს, 21:00-დან 27 ნოემბრის 01:00 საათამდე, Biblusi-სა და Pepela-ს ღამის ბაზრობაზე 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.27 ნოემბერს:Biblusi, XS Toys და Pepela - 40%-იანი ქეშბექი, (მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში)Miniso - 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);Steam - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში).27-29 ნოემბერს Altersocks-ში 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში შეძენისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.ასე, რომ გადმოწერე sCoolApp და აღმოაჩინე შეთავაზებები. sCool Card-ის აღებას კი ამ ბმულზე შეძლებ.ინფორმაციისთვის, Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, მშობლებსაც არაერთი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ. საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში განსხვავებული შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. ყველა შეთავაზებისა და მათი პირობების სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება

1795721955

არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ალექსანდრ ჩუპიჩმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და 27 დეკემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა, რათა 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ეყარა კენჭი, თუმცა არჩევნებში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

27 ნოემბრის ანონსი

1795721937

11:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, „ოპოზიციის ალიანსის“ ბრიფინგი გაიმართება.თემა: „28 ნოემბრის აქცია“.

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1795721801

კუროთქვენთვის მნიშვნელოვანი დღეა სტაბილურობისა და პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევდათ. სამსახურში მოთმინება და თანმიმდევრულობა წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი ან გულწრფელი საუბარია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგიცვლით. პროფესიულ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში კი ნუ დამალავთ საკუთარ გრძნობებს - გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებთ.კირჩხიბიდღეს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, წარსულის რომელიმე ამბავი კვლავ შეგახსენოთ თავი, თუმცა ნუ მისცემთ მას უფლებას, აწმყო დაგიმძიმოთ. ოჯახში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა დღეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა, მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ — საყვარელ ადამიანს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებოდეს. ნუ შეეცდებით ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ წარმართვას.ქალწულიდღე პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება შეძლოთ ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გზა იპოვოთ. სამსახურში თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება. სიყვარულში კი ზედმეტი კრიტიკის ნაცვლად მეტი სითბო და გაგება გამოიჩინეთ.სასწორიდღეს ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში გარკვეული სიცხადე შემოვა. შესაძლოა, ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა გაგირთულდათ, საერთო ენის გამონახვა შეძლოთ. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ფინანსურად კი სჯობს, დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდოთ.მორიელითქვენი ინტუიცია დღეს განსაკუთრებულად დაგეხმარებათ. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ გარკვეული ურთიერთობის ან სიტუაციის შეცვლის დრო დადგა. სამსახურში ნუ შეგეშინდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების. სიყვარულში მოსალოდნელია ემოციური სიახლე, თუმცა ეჭვიანობამ და უნდობლობამ შესაძლოა ზედმეტი დაძაბულობა შექმნას.მშვილდოსანითქვენთვის სიახლეებისა და ახალი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შემოთავაზებამ ან საინტერესო შეხვედრამ სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დასაგეგმად და ახალი მიზნების დასახვისთვის. პირად ცხოვრებაში მეტი თავისუფლება და გულწრფელობა დაგჭირდებათ.თხის რქადღეს ყურადღება პროფესიულ მიზნებსა და ფინანსურ საკითხებზე გამახვილდება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც მომავალში შედეგს მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ და ყველა დეტალი კარგად შეაფასეთ. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, სამსახურის საზრუნავი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე არ აისახოს.მერწყულიმოულოდნელი იდეებისა და საინტერესო ცვლილებების დღეა. შესაძლოა, ისეთი შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მეგობრებისგან სასარგებლო რჩევას მიიღებთ. სიყვარულში ახალი ნაცნობობა ან არსებული ურთიერთობის განვითარებაა მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა რეალობასაც ნუ მოსწყდებით.თევზებიდღეს ემოციური მგრძნობელობა და ინტუიცია გაგიძლიერდებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ სურვილებში გარკვევა დაგჭირდეთ. სამსახურში მშვიდი და თანმიმდევრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში კი სასიამოვნო ყურადღება, თბილი საუბარი ან მოულოდნელი შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კახა კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

1795699798

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს."ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად დამნაშავე პირები დააკავეს, თუმცა სახელმწიფომ მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა გამოიჩინა."ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, ვინც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია - "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში" მიიღო

1795693260

დოკუმენტი 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი "მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“. ასევე, ევროპარლამენტარები „დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 სახლი დაანგრია

1795692609

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მიმდინარეობს დანგრეული სახლების მიმდებარედ არსებული სხვა საცხოვრებლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.დანგრეული 4 სახლიდან 3 დაკეტილი იყო, ერთადერთი მცხოვრები ქალი კი  მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია ააცილა.