სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
1795684372
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს
1795675947
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
1795675359
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
1795675177
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
1795674649
1795614968
შეთავაზების ფარგლებში, 27 ნოემბერს Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ შოპინგისას ASOS-ზე, Zalando-ზე, SHEIN-სა და Trendyol-ზე დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ (მაქსიმუმ 100 ლარი ჯამურად ოთხივე ვებგვერდზე). ასევე 27-ში 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ Steam-ის ვებგვერდზე და DeFacto-ს მაღაზიაშიც. (მაქსიმუმ 100 ლარი). გარდა ამისა, 27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში). Student Card-ის მფლობელებისთვის სხვა შეთავაზებებიც მოქმედებს:Breezy - 26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი);Altersocks - 27-29 ნოემბერს 40%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade, iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);iCity - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).აღსანიშნავია, რომ Black Friday-ის შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ Student Card-ის მფლობელებისთვის არ არის განკუთვნილი. საქართველოს ბანკის სხვა ბარათების მფლობელებსაც შეუძლიათ ქეშბექის მიღება, მათ შორის Student Card-ითაც, შემდეგ ობიექტებში:Pancho - 23-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;BEKO - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე)Archevani - 25-26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;Kontakt Home - 27 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი;Carpisa - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე (შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე);Intelekti - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;Glasses Gallery - 28-30 ნოემბერს 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე);Automenu.ge - 29 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.თუ ჯერ არ გაქვს Student Card მისი აღება ამ ბმულზე შეგიძლია. ბარათის აღება შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა 18-23 წლის მომხმარებელს, სტუდენტის სტატუსის მიუხედავად.გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებებისა, Black Friday-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებები მოქმედებს. სრულად სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს.
1795609859
საქართველოს ბანკის სამმა კამპანიამ, რომელიც სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სამი მედალი მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:ვერცხლი: Sukhishvili - Endless stage, დიზაინის და კორპორატიული ბრენდინგის კატეგორია;ბრინჯაო: Sukhishvili - Where the dance was born; ფილმი & აუდიო კრაფტი;ბრინჯაო: The New Wave of Chess, დიზაინი.შეგახსენებთ, რომ ADCE Awards (Best of European Design and Advertising) ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ADCE-ის 25 წევრის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი ფესტივალების, ასევე ევროპაში არსებული სხვა კონკურსების მონაწილე კამპანიები და სააგენტოები. შედეგად, ADCE-ის ფარგლებში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აღიარებული ნამუშევრები ევროპულ ასპარეზზე ინაცვლებს.წელს, 35-ე გამოცემის ფარგლებში, კონკურსი პირველად გაიხსნა ADCE-ის წევრი კლუბების ადგილობრივი კონკურსების ყველა მონაწილისთვის. ამ მიდგომამ კრეატიულ პროფესიონალებს საშუალება მისცა, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ და საერთაშორისო ცნობადობა მოეპოვებინათ. წლევანდელ კონკურსზე 801 ნამუშევარი იყო წარდგენილი.გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://adceurope.awardhub.org/
1795609652
თიბისი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ თიბისიმ, ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით თიბისი ადასტურებს მზადყოფნას, ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.ღონისძიება, რომელსაც ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს საფონდო ბირჟა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.ღონისძიების მიზანი იყო კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალ პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც კომპანიებს ბავშვთა უფლებების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საქმიანობასა და ანგარიშგებაში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათ შორის წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელო - „ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“.
1795609417
დისკუსია სახელწოდებით Build, Buy, or Own: Strategies for Responsible AI Adoption in Finance ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანად დანერგვის სტრატეგიებს, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების არჩევასა და მათ განვითარებას შეეხებოდა.პანელის ფარგლებში ლევან კობახიძემ საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა და ისაუბრა ბანკის ეკოსისტემაზე, გადახდების მიმართულებით დანერგილ ინოვაციებსა და იმაზე, თუ როგორ იყენებს ფინანსური ინსტიტუტი თანამედროვე ტექნოლოგიებს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.პანელზე მონაწილეებმა ფინანსურ სექტორში AI-ის გამოყენების სხვადასხვა მიდგომა განიხილეს — მათ შორის, საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, კომერციული AI ინსტრუმენტების გამოყენება და მონაცემთა უსაფრთხოებისა და რეგულაციების გათვალისწინებით მათი დანერგვა.„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიც Insights2040-ია. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მომხმარებლებისთვის გადახდების პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო იყოს. სწორედ ამიტომ აქტიურად ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტს საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების მიმართულებაში, სადაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს: AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული ვალიდაცია აჩქარებს Cross Border გადარიცხვებს, ხოლო ნაწილ-ნაწილ გადახდის პროდუქტში საკრედიტო გადაწყვეტილებების 99.5% ავტომატიზებულია. ამასთან, გადახდების განვითარების ახალი პერსპექტიული მიმართულებაა Agentic Commerce. ბიზნესებისთვის კი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტია Business Manager - ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც გადახდების მართვის, მონიტორინგისა და რეპორტინგის შესაძლებლობას ერთ სივრცეში აერთიანებს, ეხმარება ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ფინანსურ სექტორთან ერთად მსგავსი საკითხების განხილვა და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.Insights2040 Annual Meetings მაღალი დონის შეხვედრაა, რომელიც ფინანსური სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს აერთიანებს. ღონისძიება GFTN-ის Insights2040 პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის გასაუმჯობესებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება.პანელურ დისკუსიაში, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან ერთად, Mastercard-ის, Adobe-ის, უნგრეთის ცენტრალური ბანკის, სინგაპურის მონეტარული უწყების (Monetary Authority of Singapore) წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის დაჯილდოების ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა, World’s Best Digital Bank-ის დაჯილდოებაზე კი მიიღო საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ტიტული გადახადების ციფრულად მართვის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
1795636211
11:30 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: "ოცნების" კორუფცია, გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაძვირებული პური".მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1795636029
კუროწარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე მიიღოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.ტყუპებიგანსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ. არ იჩქაროთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის.კირჩხიბიმთვარის თქვენს ნიშანში გადასვლა ემოციურ მგრძნობელობასა და ინტუიციას გააძლიერებს. კარგი დღეა საკუთარი სურვილების გასააზრებლად და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.ლომიშესაძლოა წარსულიდან ადამიანი შეგეხმიანოთ. ნუ გადატვირთავთ თავს ზედმეტი პასუხისმგებლობით. დღის მეორე ნახევარი მშვიდ გარემოში გაატარეთ და ენერგია აღიდგინეთ.ქალწულიხელსაყრელი დღეა პროფესიული წინსვლისა და ახალი კავშირების დასამყარებლად. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. მეგობრისგან საინტერესო შეთავაზებასაც არ გამორიცხოთ.სასწორიკარიერული და ფინანსური შესაძლებლობები იკვეთება. დიპლომატიური მიდგომით შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.მორიელიახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების დღეა. შესაძლოა მოულოდნელმა ინფორმაციამ ახალი პერსპექტივა დაგანახოთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები გადაამოწმეთ.მშვილდოსანიცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი პერიოდია კარიერული მიზნების გადასახედად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, სიყვარულში კი გულწრფელობა დაგეხმარებათ.თხის რქადღის მთავარი თემა პარტნიორული ურთიერთობები იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს. ეცადეთ, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ.მერწყულიყოველდღიური საქმეების მოწესრიგებისა და დაგროვილი პრობლემების მოგვარების დროა. საინტერესო იდეა შესაძლოა, მომავალში შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს.თევზებირომანტიკული და შემოქმედებითი დღე გელით. შესაძლოა სასიამოვნო შეტყობინება ან მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
1795609090
მისი თქმით, მიტროპოლიტი აბრაამი გამორჩეულად გონიერი და ღვთისნიერი კაცი იყო, რომელიც თავისი თვისებებით გამოირჩეოდა."მეუფე აბრაამ გარმელია გარდაიცვალა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი. სოხუმიდან არ ვიცნობდი, დაბადებულიც არ ვიყავი, სასწავლებლად რომ წავიდა თბილისში. ჩემს დედულეთში, რაჭაში, ნიკორწმინდელი მეუფის რანგში გავიცანი და ვეზიარე მის სიწმინდესა და ადამიანების მიმართ სიყვარულს, წესიერებასა და გასაოცარ გონიერებას. დიდად შთამბეჭდავი კაცი იყო მეუფე აბრაამი და გადასარევი იუმორიც ჰქონდა და რაღაცნაირად ძველმოდურიც იყო და ეს ერთგვარი არქაულობა ძალიან უხდებოდა, მის მიმართ მოწიწებას აათმაგებდა, თითქოს. სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა იმ ზაფხულის რამდენიმე კვირაში, ყოველწლიურად რაჭაში რომ ვატარებდი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროდ მივიჩნევ. ნიკორწმინდაში, ცხადია, ძალიან ხშირად დავდიოდით ბავშვები (შემდგომ უკვე თინეიჯერები) ჩემი სოფელი თლუღიდან (რომელიც რაჭის ყველაზე ლამაზი სოფელია, და არა მარტო რაჭის). ფეხით დავდიოდით, ულამაზეს 10 კილომეტრს გავდიოდით. თუმცა მანქანა თუ გამოივლიდა (რაც 90-იანების დასაწყისში დიდ იშვიათობა იყო), ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაშინ ბევრი სიარული არ გვღლიდა, თუმცა მანქანა მაინც გვერჩივნა. ახლა ვხვდები, რომ იშვიათი რომ იყო და განსაკუთრებულად გვიმართლებდა, პირველ რიგში, ეგ გვიხაროდა. ტაძრის გზაზე შემდგარები, ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ვეტყოდით ერთმანეთს ოდნავ დაბალ ხმაზე, მისტიური ელფერის მისაცემად. ჩემი დაკვირვებით, ბავშვური გულუბრყვილობიდან ვინც არ მოდის, ზრდასრულ ასაკში დიდი სიკეთით არ გამოირჩევა. არც მეუფე აბრაამმა დაჰყო დიდხანს რაჭაში, და როცა ნიკორწმინდაში მსახურებდა, მაშინაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორს. ამიტომაც იყო, რომ შეხვედრები არც თუ ისე ხშირი გამოვიდა, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ ეს ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის მსგავსი მეუფე, თავადაც სახელად აბრაამი, გონებაში ჩაგბეჭდვოდა მისი სიბრძნით, სიკეთით და ოდნავი არქაულობით. არქაულობით გარეგნობაშიც, მეტყველებაშიც და გარე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაშიც. ისეთი მღვდლები იყვნენ მაშინ ნიკორწმინდაში, სიკეთით და უბრალოებით რომ გნუსხავდნენ და მათთან ურთიერთობას რომ არაფერი სჯობდა. თითქოს, მეუფე აბრაამის გაგრძელება იყო ყოველი მათგანი. ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც სწორედ იქ. მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, ნიკორწმინდა სოფლის საყდარია, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდებულს და წმინდას ხდის მას. ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი ბუნების სიდიადით და ხალხის გულისხმიერებით და უბრალოებით გარემოცულ სოფლის ეკლესიაში "ცხოვრობს". ასე მჯერა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდან და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის და მისი დიდი მეუფის, აბრაამის დამსახურებაა.გემშვიდობები დიდო მეუფევ. მშვიდად განისვენე სამაგალითო ერისკაცო.მუდამ გვემახსოვრები გამორჩეულო და კეთილო ადამიანო", - წერს ნიკა გვარამია.დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. მიტროპოლიტი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
1795601263
ამჯერად, ბანკი სუპერ PLUS ბარათის მფლობელებს პარტნიორ მოლებში შოპინგისას დამატებით სარგებელს სთავაზობს - 27 ნოემბერს, City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის)შეთავაზება შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე ვრცელდება და სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში, აქტიური SUPER ნაკრების ქონა და გადახდის საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.თუ ჯერ კიდევ არ გაქვს SUPER ნაკრები და სუპერ PLUS ბარათი, გაიაქტიურეთ პირდაპირ მობილბანკიდან.
1795594601
მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალება გახდა.სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო.საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. პროცესი მხარეებს შორის კითხვა-პასუხის ეტაპზეა გადასული.სარჩელი ეხება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
1795594144
მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება."რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.„აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს - რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს მოთმინებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა."კარგად გვესმის რამდენად დიდი დისკომფორტი ახლავს ამ ტიპის სამუშაოებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იყო დიდი დისკომფორტი. ამ თვეების განმავლობაში გამზირის ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ხმაურში, მტვერში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ, როგორც დედაქალაქის მერმა, როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.მანვე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა პროექტი განხორციელდება."გვინდა, რუსთაველი იყოს არა მხოლოდ გამზირი, რომელსაც ყოველდღიურად გავივლით, არამედ ადგილი, სადაც სიამოვნებით გავისეირნებთ, შევხვდებით მეგობრებს, გავატარებთ დროს შვილებთან ერთად და კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს.ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794771197








