საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა
1792684947
"სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება"
1792677058
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა
1792670986
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
1792668195
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
1792657339
1792651729
ინიციატივის ფარგლებში, ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.რას ისწავლი?მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვადასხვა კურსი, მათ შორის:AI აგენტები და ავტომატიზაცია;ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით;AI და მეწარმეობა.კურსების საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები.სად შეძლებ სწავლას?მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორ აკადემიებში, მათ შორის IT აკადემია STEP-ში, სქილვილში (Skillville), Edutech Academy-ში, დიზაინის ინსტიტუტში, Re:educate-სა და ელექტრონულ აკადემიაში. კურსების არჩევანი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.როგორ შეგიძლია გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში კი დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
1792651531
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:უფასო ბიზნესნაკრები;თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადიამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
1792575063
10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარისაქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებითსტიპენდია პროფესიულ აკადემიებშისაქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისსაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბითსაქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისსაქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს. გაიგეთ უფრო მეტი UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაშისაქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაშიპროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.
1792573762
თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.
1792656005
20 ოქტომბერს Los Angeles Lakers-მა NBA-ის რეგულარული სეზონის პირველი მატჩი გამართა და Golden State Warriors 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:105 დაამარცხა. ეს თამაში განსაკუთრებული იყო ქართული კალათბურთისთვის - სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ლეგენდარული Los Angeles Lakers-ის მაისურით ითამაშა.ლეიკერსი მეტია, ვიდრე საკალათბურთო კლუბი. წარმატებულ ისტორიასთან ერთად, ის კულტურულ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც მისდამი სხვანაირი ემოციითა და პატივისცემით განგაწყობს.ითამაშო "ლეიკერსში" - ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ და შენკენ უამრავი თვალია ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე მოპყრობილი. "ლეიკერსის" მაისურის ტარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ სანდროს კარიერაში ძალიან ბევრი რამ აქვს დამტკიცებული, რაც გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ის 100%-ით მზადაა.მამუს “ლეიკერსის” შემადგენლობაში დებიუტი უკვე ჰქონდა. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.ჩვეულებისამებრ, მატჩის შემდეგ სანდრო თავდაჯერებული ჩანდა. ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.პირველი ოფიციალური შეხვედრა “ლეიკერსმა” საშინაო არენაზე “გოლდენ სტეიტ უორიორსის” წინააღმდეგ გამართა. წინასასეზონო სამზადისში ეს ორი კლუბი უკვე 2-ჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. სანდროს გუნდმა ორივე შეხვედრა სამწუხაროდ დათმო (124:98 და 89:101).თავად სანდრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა: პირველ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტს" 15 ქულა ჩაუგდო (ასევე 2 მოხსნა და 2 ასისტი), მეორე ჯერზე კი 10 ქულას, 7 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სანდროს საოცარი ჩატენვა ბრუნში, რომელმაც ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. კადრში ჩანს მისი გაოგნებული თანაგუნდელის, NBA-ის "ოლ სტარის" 6-გზის მონაწილის, ლუკა დონჩიჩის სახე. დიახ, სამზადისში სანდრომ უკვე დაუმტკიცა თანაგუნდელებს, რომ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, შემოქმედითობა და გუნდური თამაში თანაბრად ეხერხება.დონჩიჩმა სანდროს მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა მან. რამდენადაც დიდია მოლოდინი და სასიამოვნოა ეს პოზიტიური განწყობა, უნდა გვესმოდეს, რომ სანდრო ძალიან რთულ გზას გადის. NBA-ის უზომოდ გადატვირთულ კალენდარში თითოეული ფეხის დაცდენა ძვირად ფასობს. აქ პატიებას არ უნდა ელოდო - შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ მას გამოიმუშავებ.ლეიკერსამდე მიმავალი გზასანდრომ იბრძოლა, არ დანებდა და არ გაჩერდა. მიდიოდა იქ, სადაც შესაძლებლობა ელოდა. იღებდა გამოცდილებას და პროგრესის შანსს ხელიდან არ უშვებდა. იყო ცვლილებები, მოქმედება, სიახლისა და სიმაღლის წყურვილი და “ლეიკერსამდე” მიმავალი გრძელი გზა. ქრონოლოგიურად გადავხედოთ:2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო.ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში” და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა. მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.ამ ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამდა: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. თამაშიდან სროლის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 52.5%-ს შეადგენდა, რაც მთელი NBA-ის მასშტაბით მე-20 საუკეთესო შედეგი გახლდათ.…და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი"ტორონტოსთან" შეთანხმების მიხედვით, მამუკელაშვილს ჰქონდა უფლება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გამხდარიყო და კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა. ამ შესაძლებლობით კი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ისარგებლა და სანდროს 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა, რითაც ძალიან ბევრი ქართველი ქომაგის ოცნება ახდა - სანდრო იმ კლუბში ითამაშებს, რომლის მაისურითაც მეჯიკ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო’ნილი ასპარეზობდნენ.სანდრომ ლეიკერსში 54-ნომრიანი მაისური მოირგეო, რაც სიმბოლიზმის მატარებელია. გაგახსენებთ, “ინდიანა პეისერსმა” იგი დრაფტზე 54-ე პიკად აირჩია. შესაბამისად, ეს იყო მისი სტარტი, ესაა მისი ამწყო და ვიყოთ იმედიანები - წარმატებული მომავალი.მეექვსე სეზონი NBA-ში, ამჯერად უკვე “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში - ეს ძალიან ხმაურიანი და შთამბეჭდავი ფურცელია ქართული კალათბურთის ისტორიაში. ეს საფეხური სანდროს ძალიან გაზრდის და ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოაყალიბებს. ცხადია, როდესაც NBA-ის კალენდრის გამო სანდრო სანაკრებო შეკრებებზე გუნდთან ერთად ვერ იმყოფება, ეს დიდი დანაკლისია, თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში, დიდ ტურნირებზე, სანდროს ნაკრებში მხრებით მოაქვს კლასი, გამოცდილება და დამაჯერებლობა - ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზეც ნათლად დაგვანახა.ერთი სიტყვით, წინ საინტერესო სეზონი გველოდება. კალიფორნია, “ლეიკერსი”, კობი ბრაიანტი, სანდრო მამუკელაშვილი - ეს უკვე ერთმანეთთან კავშირში მყოფი ასოციაციებია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მამუს ამ ძალიან საინტერესო თავგადასავალში ვუქომაგოთ და უდიდესი წარმატება ვუსურვოთ.საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
1792612310
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსს გახსნის.მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაკონტაქტო ნომერი: 555 451 001
1792612141
კუროხელსაყრელი დღეა ფინანსების მოწესრიგებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. შესაძლოა, ძველი ნაცნობისგან სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ. სიყვარულში მეტი გულწრფელობა ურთიერთობას გაამყარებს. ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. ნუ აჰყვებით ჭორებს და გადაწყვეტილებები გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღეთ. კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. სამსახურში შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. საღამოს დასვენება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. ლომითქვენი თავდაჯერებულობა და ინიციატივა ყურადღებას მიიპყრობს. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და საკუთარი იდეების წარდგენისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. ქალწულიდღეს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შეძლებთ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ფინანსურ სფეროში უმჯობესია, თავი შეიკავოთ დაუგეგმავი ხარჯებისგან. სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. პროფესიულ საქმიანობაში ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები სხვების მოლოდინებს არ შესწიროთ.მორიელიშინაგანი ცვლილებებისა და ახალი მიზნების დასახვის დროა. შესაძლოა, ძველი პრობლემა მოულოდნელად მოგვარდეს. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს. მშვილდოსანიახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო შეხვედრების დღეა. შესაძლოა, მოგზაურობასთან ან განათლებასთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლე მიიღოთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი კარგად შეაფასეთ. თხის რქაშრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასება მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და სამსახურის საქმეები სახლში არ გადაიტანოთ.მერწყულიმოულოდნელი იდეები და ახალი შესაძლებლობები დღის მთავარი თემები იქნება. კარგი დროა მეგობრებთან თანამშრომლობისა და შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმებზე დაგაფიქრებთ. თევზებიინტუიცია და შემოქმედებითი აზროვნება განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ სასიამოვნო ემოციები მოგიტანოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
1792583651
გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის "ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის "ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დაასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის "დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯიშებდა.
1792579444
მისი თქმით, ამ იზოლაციას აქვს კონკრეტული ფასი - ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება."ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ იზოლაციას აქვს კონკრეტული ფასი, ერთი ფასი ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენ ახლა უკვე ვიხდით, ის რომ აზერბაიჯანის საგარეო, როცა არ დაეზარება გვაფურთხებს და აქედან პასუხის გამცემი არ არის, ის, რომ ირანის ელჩი 2 კვირაში ერთხელ თავზე გვახურებს და პასუხის გამცემი არავინ არ არის. ადრე ხომ მარტო რუსეთი იყო, ახლა ვისაც არ ეზარება., ისინი არიან იმიტომ, რომ დაუცველები ვართ, იმიტომ, რომ მეგობარი აღარ გვყავს, არავინ აღარ დარჩა, ვინც ჩვენს გამო, ჩვენი პრობლემებისთვის ხმას ამოიღებს და რამეს იტყვის, არც მიგვესვლება არავისთან, რომ რამე ვთხოვოთ. მეორე, ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდება ყველა შემთხვევაში. ამ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ იდება, აღარავის აღარ აინტერესებს ეს ქვეყანა. სანამ ეს რეჟიმი არის, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
1792578965
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები."ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში.თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე", - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს
1792612397 • ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, თუ კრემლი ჩვენს ენერგეტიკას არ შეეხება
1791717517
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791489503
"ვატო ყიფიანის, კაწრო ბილანიშვილის და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება"
1792148597
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791661769
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
1791954960








