ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

1794378668

უკვე ათწლეულებია, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას. იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ასეთი პროექტები ქვეყნებს შორის კულტურულ კავშირებს აძლიერებს, ქართულ აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებისთვის აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით.მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27.

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები

1794373380

ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾50 000 მბ - 22₾9 000 მბ - 10₾ვადა - 30 დღეჩართვა - *288# okან აპლიკაციით MyMagtiwww.magticom.ge/sakvirveli330თუ გსურს, „საკვირველი დღეებისა“ და მაგთიკომის სხვა შეთავაზებები SMS-ის სახით მიიღო, გადადი ბმულზე და იხილე დეტალური ინსტრუქცია - https://www.magticom.ge/ka/directmarketing 

"საქართველოს ბანკი" უკვე 10 წელია, ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

1794319188

პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.

11-17 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს

1794314256

საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
რუბიო – ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს

1794340402

მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.

11 ნოემბრის ანონსი

1794339994

10:30 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: „2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგები“.მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 11:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 11:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794339831

კურო11 ნოემბერი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გამოჩნდება. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების შანსი გაქვთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა წარსულიდან ვინმე დაგიკავშირდეთ. ოჯახურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ფინანსურად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! თქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.ქალწული11 ნოემბერი გეგმების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა რთულ საკითხზე გამოსავალი იპოვოთ. ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების თვალსაზრისით საინტერესო დღე გელოდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობის შესაძლებლობა გაჩნდება. სამსახურში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საუბარია მოსალოდნელი.მშვილდოსანიიღბალი შესაძლოა თქვენს მხარეს აღმოჩნდეს! დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად. ფინანსურ საკითხებში პოზიტიური ცვლილებების შანსია.თხის რქათქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში გონივრული ნაბიჯები გადადგით. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინეთ.მერწყული11 ნოემბერი მოულოდნელი სიახლეების დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი იდეა ან საინტერესო შეთავაზება სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. სიყვარულში ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და შინაგან სიმშვიდეს. შესაძლოა სასიამოვნო ამბავი ახლობელი ადამიანისგან შეიტყოთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი პერიოდია. ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა

1794312360

ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიების პარალელურად, პროექტის -  „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

"სასამართლო მეტად მომზადებული უნდა შეხვედროდა პარტიების აკრძალვის პროცესს და შეეძლო ცალკე თავი გაეწერა სასამართლოს რეგლამენტში"

1794308848

მისი თქმით, სასამართლო მეტად მომზადებული უნდა შეხვედროდა პარტიების აკრძალვის პროცესს და შეეძლო ცალკე თავი გაეწერა სასამართლოს რეგლამენტში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევის თვალსაზრისით."რადგან პარტიების აკრძალვის 10.11.2026წ. პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მომცა შესაძლებლობა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხზე, აქ დავწერ მოკლედ და მოვნიშნავ სასამართლოს.მოსამართლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრულ ციტირებას ვერ მოვახდენ, რადგან არ მაქვს აუდიოჩანაწერი, მაგრამ პერეფრაზს გავაკეთებ. ასევე, არ ვაპირებ მთელი აკადემიური ნაშრომის დაწერას ამ საკითხზე. მოკლედ ვიტყვი.საკითხი 1. სასამართლოს წევრმა ვასილ როინიშვილმა ასეთი რამ აღნიშნა თავის კითხვაში პროცესის ინკვიზიციურობის კონტექსტში - სასამართლო სათათბირო ოთახში როცა გავა მერეც გამოითხოვს მტკიცებულებებსო. განვუმარტავ სასამართლოს, რომ ინკვიციციურობა ვერ ჩაანაცვლებს შეჯიბრებითობას. ინკვიზიციური იმის გამოა საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მან ყველა მტკიცებულება გამოიკვლიოს, მათ შორის ისეთიც, რომელიც, შესაძლოა, მხარეს არ წარმოუდგენია, მაგრამ არსებითია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ, ეს გამოკვლევა უნდა აწარმოოს პროცესზე მხარეთა ჩართულობით და არა თავის სამუშაო ოთახში. მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი პოზიცია  თუნდაც სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიმართ, უარყოს ან დაეთანხმოს. ამდენად, არსებითად მცდარია სასამართლოს ასეთი მიდგომა. სასამართლო სათათბირო ოთახში რომ გავა და მერე "მოიკვლევს" მტკიცებულებას, ისე რომ მხარეებს არ მისცემს ამ მტკიცებულებაზე მოსაზრებათა წარმოდგენის შესაძლებლობას,  - ეს არღვევს მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტს.  საკითხი 2. სასამართლოს წევრმა ევა  გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ კითხვებში გამოვიკვლევთ მტკიცებულებებსო. დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებ რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმეში მტკიცებულებების თვალსაზრისით - კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება კონკრეტულად რომელ მოპასუხეს მიემართება, წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან რომელი მონაკვეთია ის, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და გამოვიკვლიოთ და ა.შ..  ამდენად, როცა სასამართლო ამბობს, რომ კითხვებში გამოვიკვლევთო, ეს ვერ იქნება მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტის დაცვა. მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წინასწარ იცოდეს  რომელი მტკიცებულება მიემართება მას, რომ მოსამართლის მხრიდან კითხვების დასმის შემთხვევაში მომზადებული იყოს კონკრეტულ მტკიცებულებასთან მიმართებით შესაბამისი არგუმენტებით, ამდენად, სასამართლოს მხრიდან ასეთი მიდგომა ასევე არის მცდარი, რადგან არის მტკიცებულებათა გამოკვლევის და სასამართლოს მხრიდან კითხვების დასმის ეტაპის არასწორი აღქმა. ამასთან, სასამართლო მეტად მომზადებული უნდა შეხვედროდა პარტიების აკრძალვის პროცესს და შეეძლო ცალკე თავი გაეწერა სასამართლოს რეგლამენტში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევის თვალსაზრისით.მეტის დაწერაც შეიძლება ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფეისბუკპოსტის ფორმატის გამო, მოკლე განმარტებით შემოვიფარგლე", - წერს მაია კოპალეიშვილი.

ნიკა გვარამია - რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ

1794304993

ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა, რომ მან განჩინებით კანონი დაარღვია. მოსამართლემ კი განმარტება მოითხოვა, რომელ განჩინებას და რა დარღვევაზე საუბრობდა ნიკა გვარამია. რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა? იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაგწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო? თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის", - განაცხადა ნადარაიამ.ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი აცილების შუამდგომლობას დააყენებს."ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ. შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ", - მიმართა გვარამიამ ნადარაიას. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.