ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

არ გაჩერდე - "საქართველოს ბანკის" ფილოსოფია

1794492002

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde 

რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - "საქართველოს ბანკისა" და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება

1794486681

შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

1794471337

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  5 სიახლე დაინერგა.ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ -  წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის.ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას.თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

1794410160

საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
12 ნოემბრის ანონსი

1794426001

11:30 საათზე - საქალაქო სასამართლოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, ენმ-ის ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 ; ანუკა გაბელია - 551 633 644 13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N439(C კორპუსი, IV სართული) 12:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N638(C კორპუსი, VI სართული)

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794425823

კუროფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ხარჯების დაგეგმვა აუცილებელია. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. პირად ცხოვრებაში ინიციატივის გამოჩენა სასურველია.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელით. შესაძლოა წარსულთან დაკავშირებულ საკითხს დაუბრუნდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წარმატების შესაძლებლობა განსაკუთრებით კარიერასა და პირად ურთიერთობებში გამოჩნდება. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება დაგჭირდებათ. სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ფინანსურ გადაწყვეტილებებს წინასწარი გააზრება სჭირდება.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების მიმართულებით საინტერესო დღეა. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი. პროფესიულ სფეროში თანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდება.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან დიდი ხნის პრობლემის გადაწყვეტის გზა იპოვოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.მშვილდოსანიახალი გეგმებისა და ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.თხის რქაპროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ყურადღება მიაქციეთ დასვენებას.მერწყულიდღეს ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. მეგობრებისგან შესაძლოა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ.თევზებიემოციურად სასიამოვნო დღეა. შესაძლოა სასიხარულო ამბავი შეიტყოთ ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებსაც დააფუძნეთ.

ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით თბილისში 7 პირი დააკავეს

1794411294

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში."კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვენ

1794401764

მათ სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით უკვე მიმართეს.ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს არ არის ნამდვილი სასამართლო პროცესი, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის გარეშე დატოვება არასწორია."პიროვნულ ზღვარზე გადასვლის მოთმენა გაძევების ფასად არ ღირს. მე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს, ჩემ წინ მჯდომ ადამიანებზე, რადგან კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ, მაგრამ ამის მოთმენა შემიძლია.პიროვნულ საკითხებზე გადასვლა, იქნება ეს მურთაზის მოხმობით თუ სხვა რამით, ამის ატანა არც შემიძლია და არც ვაპირებ. მით უმეტეს, არ ვაპირებ იმ გაუგებარი წარმონაქმნისგან, რომელსაც ჰქვია იურიდიულ ფაკულტეტის ყველაზე სამარცხვინო პროფესურის კურსელების ერთობა, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა დაღუპა, კობახიძემ, მდინარაძემ და მისმა უწიგნურმა კურსელებმა. აი, ეს ხდება და ამიტომ ისინი პასუხს ყოველთვის მიიღებენ, როდესაც ჩემს მეგობრებს შეეხებიან. გასაგებია, ეს რომ პროცესი არ არის. გუშინ კი დავარქვი ამას კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიცვალებულის გაპატიოსნება, მაგრამ დღეს უკვე გაპატიოსნების პროცესიც არ მიდის. ახლა შევიტანთ შუამდგომლობას და ვნახოთ, თავმჯდომარის გარეშე თუ დატოვებენ პარტიას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან მოსამართლე რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა.

მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა

1794394777

თავდაპირველად მოსამართლემ ნიკა გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მან არჩილ გორდულაძის განცხადება გააპროტესტა, რომელმაც თქვა, რომ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული."პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ გვარამიას შენიშვნა არაერთხელ მისცა და სხდომიდან აძევებდა. ნადარაიას გადაწყვეტილებას მაია კოპალეიშვილი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ასევე გააძევეს."ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.სხდომაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.

"მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები"

1794392419

პარტიის განცხადებით, საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს."უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია.მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, სისტემა ცდილობს, ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ამყოფოს.განსაკუთრებით საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს. ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს.მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები;ასევე, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები", - აღნიშნულია განცხადებაში.პაატა მანჯგალაძის შვილის ნინი მანჯგალაძის ინფორმაციით, პაატას ციხეში ერთ-ერთმა პატიმარმა "საქმის გასარჩევად" საკნის დასახელება სთხოვა, რომ შემდგომში გასაუბრებოდა.