"ჯერ საქართველო", "თავისუფლების მოედანი" და ოპოზიციის ალიანსი საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
1793705021
კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
1793704674
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
1793704195
"საქართველოს ბანკის" რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა
1793703870
ზელენსკი - რუსეთმა უკრაინაზე მასირებული დარტყმა აშშ-ის არჩევნების დღეს მიზანმიმართულად განახორციელა
1793701956
1793626660
30 ოქტომბერს, აგვისტოში S&P-ის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. მიზეზებად სააგენტომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სავალუტო რეზერვების დაგროვება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალ დონეზე მდგრადად შენარჩუნების მოლოდინი დაასახელა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მიერ დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული სავალუტო შემოსავლები საზღვარგარეთ გადახდილ თანხებს აღემატებოდა. ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, რაც პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება. წინასწარი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ პროფიციტი მესამე კვარტალშიც შენარჩუნდა.ამ ფონზე, სებ-მა სექტემბერში სავალუტო ბაზარზე დამატებით 249 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ჯამურმა შესყიდვებმა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სექტემბრის ბოლოს მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 129%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.წმინდა სავალუტო შემოდინებების მხრივ, სექტემბერში დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. ექსპორტის ზრდა დაახლოებით 4%-მდე შენელდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ და დანარჩენი ექსპორტის გასული წლის მაღალ ბაზასთან შედარებით კლებამ განაპირობა, იმპორტის ზრდა კი ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე დაჩქარდა. შენელდა ავტომობილებისა და ნედლეულის გარეშე ექსპორტის ზრდაც, თუმცა წლის დასაწყისიდან ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება, ხოლო სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, წლიურად 10%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები. ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის სანქცირების შემდეგ რუსეთიდან გზავნილები ჯერჯერობით გასული წლის დონის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს, ხოლო ევროპიდან გზავნილებზე უარყოფითად ევროს გაუფასურება მოქმედებს. საპირისპიროდ, ტურიზმიდან შემოსავლები მესამე კვარტალში წლიურად თითქმის 12%-ით გაიზარდა, ძირითადად ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორების ხარჯზე.ოქტომბერში ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდა, სურსათის ფასების დინამიკა კი არაერთგვაროვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო თვიურმა ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და, მიწოდების რისკების მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ამჟამად დაახლოებით 110 აშშ დოლარად ივაჭრება, მაშინ როდესაც საბაზო სცენარი წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებას მოიაზრებდა. ამასთან, სექტემბერში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის საერთაშორისო ფასი – ოქტომბრის მდგომარეობით, ხორბალი აგვისტოს ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით არის გაიაფებული.21 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა. ამავდროულად, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია. სექტემბერში ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივეს შემთხვევაში განაკვეთის ზრდას მოელიან. საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დეკემბერში სებ-ის მხრიდან განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას ზრდის.სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ინფლაციის ძირითადი ტენდენცია ძლიერდება. უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე, წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა, საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1%, მომსახურების ინფლაცია კი იმავე 3.7%-ის ნაცვლად 6.6%. ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის. საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007754-macro-update-georgia
1793621567
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა:ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება;დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი;მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი;ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა;კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები.რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორ აკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინის ინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793619274
შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 მოსწავლე, რომელიც 2 ნოემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღებს sCool Card-ს, სასკოლო ფორმის შეძენისას 50%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ sCool Card, სასკოლო ფორმის შეძენისას 10%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარი).შეთავაზება 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება 5-დან 12 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის კი აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებს და ჯანდაცვის პროგრამას.
1793618236
2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები სასკოლო ფორმების შეძენისას 40%-მდე ქეშბექს მიიღებენ, ხოლო მშობლებს, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან, ფორმის ღირებულების 100%-ის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.40%-მდე ქეშბექი6-13 წლის მოსწავლეები, რომლებიც 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად აიღებენ თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 მომხმარებელს შორის, რომლებიც სასკოლო ფორმებს შეიძენენ, გადახდილი თანხის 40%-ს, ჯამში მაქსიმუმ 40 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.ის მოსწავლეები კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენისას 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებზე.100%-იანი ქეშბექიმშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან და შვილის მოსწავლის ბარათით შეიძენენ სასკოლო ფორმას, გადახდილი თანხის 100%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, დაიბრუნებენ.თიბისის ახალ სახელფასო მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე არ იღებდა ხელფასს თიბისიში, ახლა კი - საკუთარ დამსაქმებელს თიბისის ანგარიშის რეკვიზიტებს გაუზიარებს და ანგარიშზე ხელფასის რეალურ ჩარიცხვას დაიწყებს.თითოეულ მოსწავლეზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ქეშბექ შეთავაზება. სასკოლო ფორმის სრული სეტის (ორი ქვედა ნაწილი და პიჯაკი) ღირებულება 95 ლარია.სასკოლო ფორმის ფიზიკურად შეძენისას გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS-ტერმინალზე. ონლაინ შეძენისას კი (ვებგვერდზე formеbi.emis.ge), თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.თიბისის მოსწავლის ბარათი უფასოა და მისი ციფრული ვერსია შეკვეთისთანავე მზადდება.შეუკვეთე მოსწავლის ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკში და დაზოგე 100%-მდე.შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.
1793648054
14:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644. 14:00 საათზე - პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენციას გამართავენ.მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37მ, „აქსის ბიზნეს ცენტრი“, V სართული
1793647901
კუროფინანსური საკითხები დღის მთავარი თემა გახდება. კარგი დროა ბიუჯეტის გადასახედად და სამომავლო გეგმების დასაწყობად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სიყვარულში გულწრფელობა წარმატების საწინდარი იქნება.კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. ეცადეთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიმშვიდესა და მოტივაციას მოგიტანთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა შედეგს გამოიღებს. პროფესიულ სფეროში შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კარგი დღეა საკუთარი იდეების წარსადგენად.ქალწულიდეტალებზე ყურადღების გამახვილება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა არ არის გამორიცხული.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგი დროა ძველი გაუგებრობების მოსაგვარებლად. საქმიან სფეროში შესაძლოა, საინტერესო თანამშრომლობა დაიწყოს.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სიყვარულში მოსალოდნელია ემოციური სიახლოვე და გულწრფელი საუბარი.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობების დღეა. წარმატება შეიძლება გელოდეთ სწავლის, მოგზაურობის ან პროფესიული განვითარების მიმართულებით. მოულოდნელი შეთავაზება ყურადღებით განიხილეთ.თხის რქაშრომისმოყვარეობა და დისციპლინა სასურველ შედეგთან დაგაახლოებთ. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიშემოქმედებითი იდეები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდეს. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.თევზებიმშვიდი, თუმცა ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა, წარსულში დაწყებული საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი ან მოულოდნელი შეტყობინებაა მოსალოდნელი.
1793625430
სასამართლომ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.მანამდე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პროცესს ესწრება."ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას, სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელი პროცესი კორუფციულ ბრალს ეხება. ყოფილ პრემიერს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1793622501
მისივე თქმით, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით უკვე თვეებია გრძელდება."ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოხდა ცხოველთა სამარხების გადათხრა, რითაც საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა. რასაკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამართლებრივი რეაგირების გარდა, მე არ ვიცი ამ წარმოუდგენელ აბსურდს თუ სიგიჟეს, რა შეფასება უნდა მივცეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც სჩადიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ჩახედულები ცხოველთა თემებში და თავადაც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის სერვისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, გასულ წელს ევთანაზიის 145, ხოლო ბუნებრივი სიკვდილის 2 050 შემთხვევა დაფიქსირდა, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მოკლულ ცხოველთა რიცხვი."ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა, როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში და ეს არავისთვისაა უცხო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ამიტომ, დღის განმავლობაში მოძიებული თუ მოტანილი ცხოველთა ლეში იმარხება ღამის საათებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარების მიუხედავად, ემსახურებიან დედაქალაქს და ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე."სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან სულაც ცოცხლად მარხავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ წყაროს. თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები არიან, რომლებიც ყოველთვის მარცხდებიან. გამოდიან რაღაც ტყუილებით, სისულელეებით, სიბინძურეებით. ვიცით, როგორ ხდება, საიდან იმართება ზოგადად პოლიტიკური აქტივობები, ვინ არიან მათი პატრონები. ყველა ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793622312
თბილისის მერის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით კი ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს."მინდა, საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლილოს მოქმედ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, იმ სამუშაოებზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს წლებში იგეგმება. პირველ რიგში, მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. კარგად გვესმის მათი წუხილი. ბუნებრივია, რომ ითხოვდე იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია არსებულ ნაგავსაყრელთან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა - ამ ადამიანების პრობლემები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის.როგორც გახსოვთ, მოსახლეობასთან პირადად მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, ეს დღესაც გრძელდება, მოვისმინე მათი წუხილი, პრეტენზიები და მოთხოვნები. მაშინ მათ დავპირდი, რომ დავიწყებდით ალტერნატიული ტერიტორიების მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და ნაგავსაყრელი გადატანა. ეს დაპირება შევასრულეთ. პროცესში ჩავრთეთ დამოუკიდებელი გერმანული კომპანია ICP, რომელმაც შეისწავლა 12 შესაძლო ლოკაცია და მათგან სამი ყველაზე შესაფერისი შეარჩია - მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება.კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს. გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს."პირველ რიგში, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის მოწესრიგებას. მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას, დაახლოებით, ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მერიის მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება.როგორც მერმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა."ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია ან მოსახლეობას ვთხოვთ, შეეგუოს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს პრობლემები რეალურად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება. სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები შესაბამის გაწმენდას გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას."მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი - ეს არ არის მხოლოდ დაგეგმილი პროექტი ან სამომავლო დაპირება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და კონკრეტული შედეგი 2027 წლის სექტემბერში უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მან.
1793622004
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ."ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნესმედია ჯგუფი, ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. ასევე, მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი საუბრობენ, თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ვადის კორექტირება ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო, თუმცა ეს სამუშაოების დასრულების ვადებს არ შეცვლის.დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული."როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას - სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი.ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600








