ზელენსკი - რუსები ენერგოქსელების განადგურების ახალ ტაქტიკას მიმართავენ
1795376827
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
1795370754
"დედაქალაქის მერი თბილისის დღეს დაესწრო სამოქალაქო პანაშვიდებს და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"
1795355214
ირაკლი კირცხალია - მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
1795344055
ტრამპმა ჩინეთში პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო
1795336652
1795165739
PSP-ში „ფასდაკლებების ცვენა“ 20 ნოემბერს იწყება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თავის მოვლის საშუალებებსა და PSP-ს კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლებს 50-60-70-80% ფასდაკლება და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ სხვადასხვა აფთიაქში.საქართველოს მასშტაბით, PSP-ს 370-მდე აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლება გავრცელდება მსოფლიოში ცნობილ 100-ზე მეტ პრემიუმ და დერმატოლოგიურ, სახის, სხეულისა და თმის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენის ბრენდზე. კიდევ უფრო გამორჩეული ფასდაკლებები მომხმარებლებს ონლაინპლატფორმაზე - PSP.GE ელოდებათ.PSP-ს ყველა აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლებით მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის, დერმატოლოგიური და კოსმეტიკური ბრენდების Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Gamagde, Algologie, Mizon, Missha, COSRX, Round Lab, Beauty of Joseon, Manyo, Vilage, Avene, Vichy, La Petit Olivier, Ziaja, Sebamed და სხვა საყვარელი პროდუქტები; პირის ღრუს მოვლის იტალიური და შვეიცარული ბრენდების: Curasept, Biorepair, Blanx, Dr. Wild, Elmex, Piave პროდუქცია; შეარჩიოს სასურველი პროდუქტი თმის მოვლის იტალიურ და ევროპულ ბრენდების: Raywell, Recipe, REF, Fanola, Be Visible, Kaypro, Equilibra, Echosline, Alix და სხვა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.ახალი კონცეფციის აფთიაქებში განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ნიშური პარფიუმერიის მოყვარულებსაც. ფასდაკლებები გავრცელდება ფრანგულ, იტალიურ, ბრიტანულ, ნიდერლანდურ და შვეიცარიულ ბრენდებზე, მათ შორის: Affinessence, Amarsi, Anima Mundi, Baruti, Brecourt, Brera, Cigno Nero, Electimuss, Eutopie, Nout, PH Fragrances, Pompeii და Made in Lab.კონკრეტულ აფთიაქებში თითოეული ქვეყნის პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური აქტივობები და სიურპრიზები ელოდებათ თავის მოვლის და კოსმეტიკის კორეული, ფრანგული, იტალიური, გერმანული და პოლონური ბრენდების მოყვარულებს. განსაკუთრებული სიახლეები, მათ შორის ცნობილი ინფლუენსერების მონაწილეობითა და გათამაშებებით. ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში.რეგიონებსა და დედაქალაქის კონკრეტულ აფთიაქებში პატარებს საინტერესო აქტივობები, საბავშვო ბრენდების მასკოტები ელოდებიან, მშობლებს კი საბავშვო პროდუქციაზე - ბავშვთა კვებას, მოვლის პროდუქტებსა და საბავშვო აქსესურებზე 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ.აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია PSP.GE-სა და კომპანიის ოფიციალურ სოციალურ მედიარხებზე, მათ შორის Facebook-გვერდზე.„ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოს, მომხმარებლები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან PSP-ს შეთავაზებებს, საყვარელი ბრენდების პროდუქტების მარაგის და საჩუქრებად შესაძენად. PSP პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2019 წელს მომხმარებლებს რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა, წლების განმავლობაში ტრადიციად აქცია და ყოველწლიურად უფრო მასშტაბურს ხდის - წელს ფასდაკლებები 50%-დან 80%-მდეა კონკრეტულ ბრენდებსა და პროდუქტებზე.PSP მსოფლიოს 100-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სარგებლიანი და სასიამოვნო შეთავაზება გავუკეთოთ. მათ შორის რჩეულ და ყველაზე მოთხოვნად ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ბრიტანულ, პოლონურ და სხვა საერთაშორისო ბრენდებზე.კორეული კოსმეტიკა მომხმარებლებისთვის PSP-სთან ასოცირდება - სწორედ PSP იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2019 წელს ქართველ მომხმარებელს კორეული ბრენდი წარუდგინა. მას შემდეგ კომპანია მსოფლიო ტრენდების შესაბამისად K-Beauty-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, ახალ და ექსკლუზიურ პროდუქტებს მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს. წლევანდელი „ფასდაკლებების ცვენის“ ფარგლებში, 10-ზე მეტი K-Beauty-ის ბრენდის ფართო ასორტიმენტთან ერთად, მომხმარებლებს კონკრეტულ აფთიაქებში საინტერესო აქტივობებიც დახვდებათ.საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებებით PSP მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს და მათ დამატებით შესაძლებლობას აძლევს, სასიამოვნოდ დააცარიელონ სურვილების სია, დაზოგონ მეტი და მარტივად იზრუნონ საკუთარ სილამაზეზე“, - აცხადებენ PSP-ში.ეწვიეთ PSP-ს 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ისარგებლეთ 80%-მდე „ფასდაკლებების ცვენით“, შეიძინეთ საყვარელი ბრენდების პროდუქტები და დააცარიელეთ სურვილების სია!
1795086231
მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება.ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებით რუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობების ფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007781-macro-update-georgia
1795077417
თიბისის ახალი მონაცემთა ცენტრი საქართველოში ერთადერთი მსგავსი ინფრასტრუქტურაა, რომლის შეკეთება, ტექნიკური განახლება და გაფართოება შესაძლებელია საბანკო სერვისების შეფერხების გარეშე. ეს თიბისის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია - საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი მოთხოვნებისთვისაც.მონაცემთა ცენტრის მშენებლობის სტრატეგიული გადაწყვეტილება თიბისიში 2024 წელს მიიღეს. პროექტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, საბანკო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და მასშტაბირებადი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა. ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში - 36 კვირაში აშენდა და ამოქმედდა.სწორედ, აქ განთავსებული სისტემები უზრუნველყოფს ყოველდღიური ციფრული საბანკო ოპერაციების შესრულებას - იქნება ეს მობაილბანკით გადარიცხვა თუ სხვა საბანკო სერვისით სარგებლობა. მონაცემთა უსაფრთხოებას მრავალშრიანი დაცვა, მკაცრი ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, ელექტრომომარაგების და გაგრილების რეზერვირებული სისტემები, რამდენიმე მონაცემთა ცენტრის ურთიერთდაზღვევა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დამატებითი რეზერვირება უზრუნველყოფს. თიბისის არსებობის ისტორიაში, მომხმარებელთა მონაცემების დაკარგვის შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მზის პანელები ელექტრომომარაგების დაახლოებით ერთ მესამედს უზრუნველყოფს, ხოლო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემები და მოდულარული არქიტექტურა ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.მონაცემთა ცენტრი თიბისის გრძელვადიანი ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას, საბანკო სერვისების საიმედოობასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.
1795076268
შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
1795287721
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.„20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად.საღამოს კი მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1795264875
შიო მესამემ საზოგადოებას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა."სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.მაღალღირსო მამაო ალექსანდრე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანთა სულებისგან, არამედ ასევე – მთავარანგელოზების, ანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს უხილავი სულიერი სამყარო შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება: „პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა“ (დაბ. 1, 1). შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე. მაშასადამე, პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა. სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა უხილავ სამყაროს შექმნაზე.ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო.ამ უხილავი, ზეციური სამყაროს დანახვა და გაგება მიწიური ადამიანისთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია, მაგრამ წმინდა წერილში გარკვეული რამ გვეხსნება ანგელოზების შესახებ. ასევე, წმინდანები, წმინდა ადამიანები მოგვითხრობენ ანგელოზთა თაობაზე. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათი ღმერთი იხილონ“ (მთ. 5, 8 ).აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი. ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა დასის მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.ასევე, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მაგრამ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, ბოროტებაზე ვთანხმდებით; მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და წუხს. და, პირიქით, მოვიზიდავთ მას ჩვენკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობას და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება.ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც, როგორი მეგობარი გვყავს, წარმოიდგინეთ. რა ბედნიერი ვართ. რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით. ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი სხვა ძალა დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი სიყვარულით გვემსახურება და გვეხმარება. თანაც, მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს, ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ, ასეთი ძლიერი სიხარულია ჩვენთვის.ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, წმინდა მთავარანგელოზებს:წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის. წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, შიო მესამის თქმით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.„დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.ძვირფასო, მამა ალექსანდრე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ თქვენს შესანიშნავ ვაჟს, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. მის სულსაც ვუსურვებ ანგელოზთა შეწევნას, თქვენ კი – გაძლიერებას.მინდა, დღეს განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის, ღვაწლის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან ერთად მსახურებით, აქ ყოფნით, წირვით.მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში. თქვენ ბევრი ადამიანი მოიყვანეთ ეკლესიაშია თქვენი დიდი სითბოთი, სიყვარულით, მადლიანი სიტყვით, გონიერებით. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ.თქვენთან ერთად ვლოცავ ამ ტაძრის სამღვდელოებას.ასევე, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი და თქვენი სამრევლოს საქველმოქმედო საქმიანობა. თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია, ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს. ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ. მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე, ამ შესანიშნავ ორგანიზაციას კი – მრავალჟამიერ საქმიანობა და წარმატება.დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნიშნად ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, საჩუქრად გადმოგცემთ ძვალზე ამოკვეთილ ჯვარს, ის ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი.ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დავამზადეთ სპეციალური საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, ესეც გვინდა, საჩუქრად გადმოგცეთ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ამ ტაძრის დეკანოზი ლევან ალადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით, აქსიოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მთავარანგელოზებმა დაგლოცოთ.მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა უხორცოთა ზეციურთა ძალთა ლოცვითა და მფარველობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქმა ტაძრის დანარჩენ სამღვდელოებას ასევე გადასცა საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, მრევლს კი დაურიგა ჯვრები, რომლებიც დამზადდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
1795204633
ფორუმს დაესწრებიან მაღალმთიანი აჭარის, პანკისის ხეობის, თუშეთის, ხევსურეთის, ფშავის, ხევის, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მკვიდრი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც განვლილი თვის განმავლობაში მთის პოლიტიკურ ექსპედიციაში პარტიის ლიდერებმა გაიცნეს.მისამართი: ძველი თბილისი, ორბელიანის ქუჩა 8/10
1795204529
კუროფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გამოჩნდეს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. საინტერესო შეხვედრა ან საუბარი შესაძლოა ახალი შესაძლებლობის დასაწყისი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! შესაძლოა, მიიღოთ სასიხარულო ინფორმაცია ან მოულოდნელი მხარდაჭერა. სიყვარულში რომანტიკული მომენტები გელოდებათ.ქალწულიდღეს ორგანიზებულობა და წინდახედულობა წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა სამომავლო გეგმების შესადგენად. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა, ძველი გაუგებრობა საბოლოოდ მოგვარდეს. საღამო სასიამოვნო შეხვედრებისთვის გამოიყენეთ.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ფინანსური რისკებისგან თავი შეიკავეთ.მშვილდოსანიიღბალი თქვენს მხარესაა! ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების, მოგზაურობის დაგეგმვისა და საინტერესო ნაცნობობისთვის. შესაძლოა, მოულოდნელი სასიხარულო ამბავი გაიგოთ.თხის რქადღეს შრომისა და მოთმინების შედეგებს დაინახავთ. ფინანსურ საკითხებში დადებითი ცვლილებების შესაძლებლობა გაჩნდება. პირად ცხოვრებაში მეტი გულწრფელობა გამოიჩინეთ.მერწყულიშემოქმედებითი იდეებით სავსე დღე გელოდებათ. შესაძლოა, ახალი პროექტის დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ.თევზებიდღეს ემოციური სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სიყვარულში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ ნუ უგულებელყოფთ ფაქტებს.
1795185982
პატრიარქი შიო მესამე აღნიშნავს, რომ ასეთ მძიმე წუთებში სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა."მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
1795183468
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი."გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ. პროკურატურის მიზანთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ საზოგადოებისთვის რომ დაენახებინათ. ბუნებრივია, ირაკლის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, დარღვეული უფლების აღდგენას, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ. ვნახოთ, დაველოდოთ.საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი თავისივე წერილებში საუბრობდა", - განაცხადა თამაზაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა. დღევანდელ სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851
დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი მოკლეს
1794418141
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
1794207144
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367








