თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1789800188
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
1789799848
"ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო"
1789763816
პუტინი ევროპას მუქარით მოუწოდებს, "იცხოვრონ მეგობრულად"
1789761959
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
1789742943
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გახდნენ.როგორ?გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს.გათამაშებაში ჩართვა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილების პუნქტიდან გზავნილი საკუთარ თავს გაუგზავნონ. თანხა კი მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა გათამაშების 56 გამარჯვებული, რომელსაც 1000 ლარი გადაეცა. თუმცა, ამ კვირაში გამოვლინდება 7 გამარჯვებული - 1000 ლარის მფლობელი და გათამაშდება ერთი სუპერ პრიზი - 10 000 ლარის ოდენობით.როგორ ჩაერთო გათამაშებაში?გამოიყენე საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი გზავნილის მისაღებად;ყოველ განაღდებულ 150 ლარზე მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი;დააგროვე მეტი ბილეთი და მიიღე შანსი, მოიგო 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერ პრიზი."საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური სერვისებით სარგებლობისას კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ამასთან, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის გზავნილის მიღების პროცესი კიდევ უფრო მომგებიანი გაგვეხადა და მიგვეცა შესაძლებლობა, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გამხდარიყვნენ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ეს შანსი 21 სექტემბრის ჩათვლით გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ სერვისების განვითარებას, რათა თითოეული მომხმარებლის გამოცდილება მათთვის კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა.ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, (საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა).გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი და კამპანიის სრული პირობები იხილეთ ბმულზე.
1789727760
"წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს მე-12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქციისთვის გადაეცა. ADB-ს პროგრამით, თიბისი ბიზნესებს სწორედ ვაჭრობის დაფინანსებაში ეხმარება და ხელს უწყობს საერთაშორისო ტრანზაქციებში.მწვანე დაფინანსების ჯილდო კი ბანკმა იმ პროექტების მხარდაჭერისთვის მიიღო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა."აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტს ვთავაზობთ; ორიენტირებული ვართ მათს საჭიროებებზე და ვაწვდით ინოვაციურ, თანამედროვე და რაც მთავარია, შეუფერხებელ სერვისს. სწორედ ამიტომ 47%-მდე წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტი ბიზნესი გვენდობა. რაც მთავარია, ვაგრძელებთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების განვითარებას, რაც თიბისისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.“მოხარული ვართ, რომ თიბისი “საქართველოში წამყვან პარტნიორ” ბანკად და “მწვანე დაფინანსების ლიდერად” დავასახელეთ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებსა და ფინანსებზე წვდომაში ეხმარება; მდგრადი პროექტებისადმი ერთგულებით კი თიბისი იმ მიმართულებას მიჰყვება, რომლის გაძლიერებასაც სხვა პარტნიორებთანაც ვისურვებდით. ვულოცავ თიბისის გუნდს დამსახურებულ ჯილდოებს“, - სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი. ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ბანკი რთული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას ემსახურება. ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრატეგიული პარტნიორობების დახმარებით ADB მუშაობს: ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნასა და გარემოს დაცვაზე. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრი ჰყავს, მათ შორის 50 - რეგიონიდან.
1789712950
ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპისგან ათავისუფლებს და მიღებული თანხის მართვის სრულ კონტროლს მობაილბანკიდან აძლევს.გზავნილის მიღებისას მომხმარებელს აღარ უწევს მთლიანი თანხის კონვერტაცია. მაგალითად, თუ მან 500$ მიიღო, შეუძლია მხოლოდ 100$ გადაიყვანოს ლარში; დარჩენილი თანხა კი, უცხოური ვალუტის ანგარიშზე შეინახოს. ამასთან, თანხის კონვერტაცია შესაძლებელია მობაილბანკში, საუკეთესო კურსით, 24/7-ზე - ზუსტად მაშინ და იმ ოდენობით, როცა და რამდენიც დაგჭირდება.გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგულარულად იღებს ფინანსურ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან; ასევე, არარეზიდენტებისა და ფრილანსერებისთვის, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ. მობაილბანკში ეს ახალი შესაძლებლობა მათ ყოველდღიური ხარჯებისა და დანაზოგების უფრო მოქნილად განაწილებაში დაეხმარება.მართე გზავნილი შენი წესებით - სწორედ, ეს არის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის მთავარი იდეა. მომხმარებელი თავად წყვეტს, რამდენი თანხა სჭირდება ახლა, რამდენის შენარჩუნება სურს უცხოურ ვალუტაში და როდის მოახდენს დარჩენილი თანხის კონვერტაციას.თიბისისთვის ტექნოლოგიური ინოვაცია მხოლოდ ახალი ფუნქციონალის შექმნას არ ნიშნავს - მისი მიზანი ადამიანებისთვის ყოველდღიური ფინანსური პროცესების გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს ახალ, პრაქტიკულ და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსების მართვას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.
1789646169
Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა. ინვესტორებმა პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს.Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა.Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს.„ვამაყობ, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი დეველოპერული პროექტი ხორციელდება. პროექტის ინვესტორების მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩვენ ვართ - წლებია მათთან ერთად ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს და ვაძლიერებთ ეკონომიკას თბილისსა და რეგიონებში.Downtown Tbilisi-ის ფარგლებში ქვეყანაში Trump-ის ბრენდი შემოდის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი კლასის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის. ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღების ცენტრში.დღეს სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 18%-ს ქმნის. თიბისისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ წლებია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სექტორის განვითარებაზე და 42%-იანი წილით უძრავი ქონების სექტორის წამყვანი დამფინანსებელი ვართ”, - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“Trump Tower Tbilisi არ არის მხოლოდ კიდევ ერთი პროექტი - ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, დროს გავუსწროთ და The Trump Organization-თან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქართული ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პირველი თაუერი და პროექტი, რომელიც თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების გვერდით დააყენებს,“ - ილია წულაია, “არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1789760220
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს. პირად ურთიერთობაში კი გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოაგვარებს.ტყუპებიაქტიური და საინტერესო დღეა. ახალი ინფორმაცია ან შემოთავაზება შეიძლება მიიღო. არ თქვა უარი შესაძლებლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი წინასწარ გარკვეული არ არის.კირჩხიბიდღეს ემოციები ჩვეულებრივზე ძლიერი იქნება. წარსულთან დაკავშირებული ამბავი შეიძლება ისევ გაგახსენდეს. ეცადე, ძველი წყენა მომავალზე არ გადაიტანო.ლომიყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შენი სიტყვა მნიშვნელოვანი იქნება. კარგი დღეა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად.ქალწულიდეტალებზე ყურადღების გამახვილება წარმატებას მოგიტანს. რაღაც საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს, შესაძლოა ნელ-ნელა დალაგდეს. საკუთარ თავზე ზედმეტად მკაცრი ნუ იქნები.სასწორიურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა ვიღაცამ თავისი დამოკიდებულება უფრო მკაფიოდ დაგანახოს. არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ სხვების სურვილებს ნუ გაითვალისწინებ.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ადვილად მიხვდები, ვინ არის გულწრფელი და ვინ — არა. ფინანსურ საკითხებში კი დაუფიქრებელ ნაბიჯს მოერიდე.მშვილდოსანიახალი გეგმების დაწყების სურვილი გაგიჩნდება. კარგი დღეა მოგზაურობის, სწავლის ან სამომავლო ცვლილებების დასაგეგმად. ერთი საინტერესო საუბარი შეიძლება ბევრ რამეს შეცვლიდეს.თხის რქაკარიერულ საკითხებში წინსვლის შესაძლებლობა ჩნდება. შენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. პირად ცხოვრებაში კი ზედმეტი კონტროლის სურვილი შეამცირე.მერწყულიმოულოდნელი ამბავი ან ახალი ნაცნობობა დღის განწყობას შეგიცვლის. იყავი გახსნილი სიახლეების მიმართ. ძველი გეგმის შეცვლა შესაძლოა საბოლოოდ სასარგებლო აღმოჩნდეს.თევზებიმშვიდი, მაგრამ ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა. კარგი დროა საკუთარ სურვილებზე დასაფიქრებლად. სიყვარულში გულწრფელობა ბევრად მეტს მოგიტანს, ვიდრე დუმილი.
1789756988
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდნენ, რა დროსაც მათ "მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ „ფორდთან“ მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი 50 წლის მამაკაცია, მეორე კი 30 წლამდე.ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
1789712752
პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარეში და ჩუკოტკაში გაიხსნა. ერთი საათის შემდეგ ხმის მიცემა დაიწყო მაგადანის ოლქში, სახალინსა და კურილის კუნძულებზე, შემდეგ პრიმორსკის და ხაბაროვსკის მხარეებში.საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს, მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“.რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
1789711783
"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელს და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა, ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
1789680690
"შესანიშნავი ამბავი! ჩემი მეგობრის, კაროლ ნავროცკის, პოლონეთის პრეზიდენტის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, მისი მდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი.ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური ალიანსისთვის“, – წერს ტრამპი.
1789673474
12:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიამ დოლიძე ბრიფინგს გამართავენ.თემა: "ირაკლი კობახიძის კაბინეტის კორუმპირებული მინისტრი".საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 14:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი(C კორპუსი, III სართული) 15:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა
1788801473
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1788723432
"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ
1788789311
მაგთის Mesh Wi-Fi - ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
1789025774







