თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
1795694468
Black Friday-ის შეთავაზებების ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადა 6 თვემდე გაიზარდა
1795694075
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
1795692155
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
1795689062
"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
1795688906
1795684964
ახალი ფილიალის გახსნა ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამჯერად Roots Coffee-მ ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცე საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. ახალი შესაძლებლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, გრძელვადიანი გეგმები უფრო თამამად დასახოს და საქმიანობა გააფართოოს.„სულ რაღაც ორი წელია, რაც ბაზარზე ვართ. არ ვჩერდებით და განვითარებას საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ. ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცის შეძენა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და გვაძლევს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო თამამად დავგეგმოთ მომავალი. ჩვენი მიზანია, გავიზარდოთ როგორც ბიზნესი, თუმცა არასოდეს დავკარგოთ მთავარი იდეა - შევქმნათ მეტი, ვიდრე უბრალოდ ადგილი ყავის დასალევად“, — ამბობს ხატია ხატიაშვილი, Roots Coffee-ის დამფუძნებელი.მისივე თქმით, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომუნიკაციის სისწრაფემ, მარტივმა დოკუმენტაციამ, ბანკირის პროფესიონალიზმმა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულმა ფინანსურმა პირობებმა.„ბანკმა ზუსტად შეაფასა ჩვენი საჭიროებები და პოტენციალი და ისეთი პირობები შემოგვთავაზა, რომლებიც ჩვენი საქმის გაფართოებას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებოდა“, - აღნიშნავს ხატია ხატიაშვილი.როცა საქმეს გაფართოება სჭირდება, საქართველოს ბანკი ბიზნესებს საჭირო ფინანსურ რესურსებსა და შესაბამის სერვისებს სთავაზობს. იქნება ეს საქმიანობის დაწყება თუ ყოველდღიური ოპერაციების მართვა, ბანკის მიზანია, ბიზნესებს ზრდისთვის საჭირო რესურსების გამოყენებაში დაეხმაროს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკი ბიზნესის გვერდს.
1795675359
Neutraderm ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომლის კონცეფციაც კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, დამცავი ბარიერის გაძლიერებასა და მიკრობიომის დაცვას ეფუძნება. ბრენდი აერთიანებს დერმატოლოგიურ ცოდნას, ინოვაციურ აქტიურ ინგრედიენტებსა და მაღალი ტოლერანტობის ფორმულებს, რომლებიც შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.ბრენდის ფილოსოფიის თანახმად, კანის მოვლა უნდა იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ მაქსიმალურად ნაზი და უსაფრთხო. Neutraderm განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულების შემუშავებას, ბუნებისა და ინოვაციების შერწყმას, გარემოზე ზრუნვასა და პასუხისმგებლიან წარმოებას.Neutraderm-ის პროდუქცია საფრანგეთში იწარმოება. ფორმულებში გამოყენებულია ბრენდის დაპატენტებული A.O.S (Active Oligo Skin) კომპლექსი. პროდუქცია შექმნილია მაღალი ბიოდეგრადირებადობის მქონე ინგრედიენტების გამოყენებით, ადაპტირებულია დაბადებიდან გამოსაყენებლად და შემოწმებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ დერმატოლოგიური კონტროლის პირობებში.PSP-ს ქსელში წარმოდგენილია Neutraderm-ის ყოველდღიური მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის: ნაზი გამწმენდი გელი „3 ერთში“, ნაზი შამპუნი-კონდიციონერი, გამწმენდი წყალი და დამამშვიდებელი და დამატენიანებელი კრემი „3 ერთში“. პროდუქტები შექმნილია მგრძნობიარე კანის ნაზი მოვლისთვის, მათ შორის ჩვილებისთვის.ბრენდის ფორმულები მიზნად ისახავს:კანის დამშვიდებასა და მისი დამცავი ბარიერის მხარდაჭერას;კანის მიკრობიომის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას;კანის მინერალებითა და მიკროელემენტებით გამდიდრებას, რაც მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი ფუნქციების შესანარჩუნებლად."PSP-ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის ინტერესების დაცვა და მისთვის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. როგორც ფარმაციის ლიდერი ბრენდი, PSP მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს და ქართველ მომხმარებელს ახალ, ხარისხიან და ეფექტურ პროდუქტებს აცნობს.სიახლე PSP-ში ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდის Neutraderm-ის პროდუქტებია, რომლებიც მთელი ოჯახისთვის, ჩვილობიდან ნებისმიერი ასაკის მომხმარებლამდე, არის განკუთვნილი. ასორტიმენტი მოიცავს საშუალებებს მშრალი და მგრძნობიარე კანის ყოველდღიური მოვლისთვის, კანის სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნების შესამცირებლად, ასევე ძალიან მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური ტენდენციის მქონე სხეულისა და თავის კანის მოვლისა და ინტიმური ჰიგიენისთვის.ასორტიმენტის მუდმივი განახლება და მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებენ PSP-ში.Neutraderm-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია PSP-ის აფთიაქებში და ონლაინ, ვებგვერდზე: go.psp.ge/3UYlRNZ.
1795614968
შეთავაზების ფარგლებში, 27 ნოემბერს Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ შოპინგისას ASOS-ზე, Zalando-ზე, SHEIN-სა და Trendyol-ზე დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ (მაქსიმუმ 100 ლარი ჯამურად ოთხივე ვებგვერდზე). ასევე 27-ში 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ Steam-ის ვებგვერდზე და DeFacto-ს მაღაზიაშიც. (მაქსიმუმ 100 ლარი). გარდა ამისა, 27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში). Student Card-ის მფლობელებისთვის სხვა შეთავაზებებიც მოქმედებს:Breezy - 26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი);Altersocks - 27-29 ნოემბერს 40%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade, iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);iCity - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).აღსანიშნავია, რომ Black Friday-ის შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ Student Card-ის მფლობელებისთვის არ არის განკუთვნილი. საქართველოს ბანკის სხვა ბარათების მფლობელებსაც შეუძლიათ ქეშბექის მიღება, მათ შორის Student Card-ითაც, შემდეგ ობიექტებში:Pancho - 23-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;BEKO - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე)Archevani - 25-26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;Kontakt Home - 27 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი;Carpisa - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე (შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე);Intelekti - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;Glasses Gallery - 28-30 ნოემბერს 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე);Automenu.ge - 29 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.თუ ჯერ არ გაქვს Student Card მისი აღება ამ ბმულზე შეგიძლია. ბარათის აღება შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა 18-23 წლის მომხმარებელს, სტუდენტის სტატუსის მიუხედავად.გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებებისა, Black Friday-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებები მოქმედებს. სრულად სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს.
1795609859
საქართველოს ბანკის სამმა კამპანიამ, რომელიც სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სამი მედალი მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:ვერცხლი: Sukhishvili - Endless stage, დიზაინის და კორპორატიული ბრენდინგის კატეგორია;ბრინჯაო: Sukhishvili - Where the dance was born; ფილმი & აუდიო კრაფტი;ბრინჯაო: The New Wave of Chess, დიზაინი.შეგახსენებთ, რომ ADCE Awards (Best of European Design and Advertising) ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ADCE-ის 25 წევრის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი ფესტივალების, ასევე ევროპაში არსებული სხვა კონკურსების მონაწილე კამპანიები და სააგენტოები. შედეგად, ADCE-ის ფარგლებში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე აღიარებული ნამუშევრები ევროპულ ასპარეზზე ინაცვლებს.წელს, 35-ე გამოცემის ფარგლებში, კონკურსი პირველად გაიხსნა ADCE-ის წევრი კლუბების ადგილობრივი კონკურსების ყველა მონაწილისთვის. ამ მიდგომამ კრეატიულ პროფესიონალებს საშუალება მისცა, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ და საერთაშორისო ცნობადობა მოეპოვებინათ. წლევანდელ კონკურსზე 801 ნამუშევარი იყო წარდგენილი.გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://adceurope.awardhub.org/
1795636211
11:30 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: "ოცნების" კორუფცია, გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაძვირებული პური".მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული - 3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1795636029
კუროწარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა სასიამოვნო ფინანსური სიახლე მიიღოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.ტყუპებიგანსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ. არ იჩქაროთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის.კირჩხიბიმთვარის თქვენს ნიშანში გადასვლა ემოციურ მგრძნობელობასა და ინტუიციას გააძლიერებს. კარგი დღეა საკუთარი სურვილების გასააზრებლად და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.ლომიშესაძლოა წარსულიდან ადამიანი შეგეხმიანოთ. ნუ გადატვირთავთ თავს ზედმეტი პასუხისმგებლობით. დღის მეორე ნახევარი მშვიდ გარემოში გაატარეთ და ენერგია აღიდგინეთ.ქალწულიხელსაყრელი დღეა პროფესიული წინსვლისა და ახალი კავშირების დასამყარებლად. თქვენი შრომა შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. მეგობრისგან საინტერესო შეთავაზებასაც არ გამორიცხოთ.სასწორიკარიერული და ფინანსური შესაძლებლობები იკვეთება. დიპლომატიური მიდგომით შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.მორიელიახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების დღეა. შესაძლოა მოულოდნელმა ინფორმაციამ ახალი პერსპექტივა დაგანახოთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები გადაამოწმეთ.მშვილდოსანიცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი პერიოდია კარიერული მიზნების გადასახედად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, სიყვარულში კი გულწრფელობა დაგეხმარებათ.თხის რქადღის მთავარი თემა პარტნიორული ურთიერთობები იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგეს. ეცადეთ, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ.მერწყულიყოველდღიური საქმეების მოწესრიგებისა და დაგროვილი პრობლემების მოგვარების დროა. საინტერესო იდეა შესაძლოა, მომავალში შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს.თევზებირომანტიკული და შემოქმედებითი დღე გელით. შესაძლოა სასიამოვნო შეტყობინება ან მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
1795609090
მისი თქმით, მიტროპოლიტი აბრაამი გამორჩეულად გონიერი და ღვთისნიერი კაცი იყო, რომელიც თავისი თვისებებით გამოირჩეოდა."მეუფე აბრაამ გარმელია გარდაიცვალა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი. სოხუმიდან არ ვიცნობდი, დაბადებულიც არ ვიყავი, სასწავლებლად რომ წავიდა თბილისში. ჩემს დედულეთში, რაჭაში, ნიკორწმინდელი მეუფის რანგში გავიცანი და ვეზიარე მის სიწმინდესა და ადამიანების მიმართ სიყვარულს, წესიერებასა და გასაოცარ გონიერებას. დიდად შთამბეჭდავი კაცი იყო მეუფე აბრაამი და გადასარევი იუმორიც ჰქონდა და რაღაცნაირად ძველმოდურიც იყო და ეს ერთგვარი არქაულობა ძალიან უხდებოდა, მის მიმართ მოწიწებას აათმაგებდა, თითქოს. სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა იმ ზაფხულის რამდენიმე კვირაში, ყოველწლიურად რაჭაში რომ ვატარებდი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროდ მივიჩნევ. ნიკორწმინდაში, ცხადია, ძალიან ხშირად დავდიოდით ბავშვები (შემდგომ უკვე თინეიჯერები) ჩემი სოფელი თლუღიდან (რომელიც რაჭის ყველაზე ლამაზი სოფელია, და არა მარტო რაჭის). ფეხით დავდიოდით, ულამაზეს 10 კილომეტრს გავდიოდით. თუმცა მანქანა თუ გამოივლიდა (რაც 90-იანების დასაწყისში დიდ იშვიათობა იყო), ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაშინ ბევრი სიარული არ გვღლიდა, თუმცა მანქანა მაინც გვერჩივნა. ახლა ვხვდები, რომ იშვიათი რომ იყო და განსაკუთრებულად გვიმართლებდა, პირველ რიგში, ეგ გვიხაროდა. ტაძრის გზაზე შემდგარები, ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ვეტყოდით ერთმანეთს ოდნავ დაბალ ხმაზე, მისტიური ელფერის მისაცემად. ჩემი დაკვირვებით, ბავშვური გულუბრყვილობიდან ვინც არ მოდის, ზრდასრულ ასაკში დიდი სიკეთით არ გამოირჩევა. არც მეუფე აბრაამმა დაჰყო დიდხანს რაჭაში, და როცა ნიკორწმინდაში მსახურებდა, მაშინაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორს. ამიტომაც იყო, რომ შეხვედრები არც თუ ისე ხშირი გამოვიდა, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ ეს ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის მსგავსი მეუფე, თავადაც სახელად აბრაამი, გონებაში ჩაგბეჭდვოდა მისი სიბრძნით, სიკეთით და ოდნავი არქაულობით. არქაულობით გარეგნობაშიც, მეტყველებაშიც და გარე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაშიც. ისეთი მღვდლები იყვნენ მაშინ ნიკორწმინდაში, სიკეთით და უბრალოებით რომ გნუსხავდნენ და მათთან ურთიერთობას რომ არაფერი სჯობდა. თითქოს, მეუფე აბრაამის გაგრძელება იყო ყოველი მათგანი. ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც სწორედ იქ. მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, ნიკორწმინდა სოფლის საყდარია, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდებულს და წმინდას ხდის მას. ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი ბუნების სიდიადით და ხალხის გულისხმიერებით და უბრალოებით გარემოცულ სოფლის ეკლესიაში "ცხოვრობს". ასე მჯერა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდან და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის და მისი დიდი მეუფის, აბრაამის დამსახურებაა.გემშვიდობები დიდო მეუფევ. მშვიდად განისვენე სამაგალითო ერისკაცო.მუდამ გვემახსოვრები გამორჩეულო და კეთილო ადამიანო", - წერს ნიკა გვარამია.დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. მიტროპოლიტი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
1795604033
მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში, SOLO შესაძლებლობას გაძლევთ, პარტნიორ მაღაზიებში პროდუქციაზე არსებულ ფასდაკლებასთან ერთად ისარგებლოთ ქეშბექით და საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%, 30% ან 50%.შავი პარასკევის შეთავაზებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მაღაზიებზე:SOLO ბუტიკი - 50% ქეშბექი, მაქს. 500₾27 ნოემბერს ეწვიეთ SOLO ბუტიკს და SOLO Visa ბარათით გადახდისას მომენტალურად მიიღეთ 50%-იანი ქეშბექი, მაქს. 500 ლარი.SOLO ბუტიკის ექსკლუზიურ პროდუქციას ნებისმიერ SOLO ლაუნჯში აღმოაჩენთ. გაითვალისწინეთ, შეთავაზება ვრცელდება საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას.თუ ბარათი ახალი გააქტიურებული გაქვთ, აქციით სარგებლობას 30 წუთის შემდეგ შეძლებთ. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.ICR Home - 30% ქეშბექი, მაქს. 400 ₾მხოლოდ 27 ნოემბერს, გადაიხადეთ SOLO Visa ბარათით ICR Home-ის ფიზიკურ ან ონლაინ მაღაზიებში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 30%, მაქსიმუმ 400 ლარი, სრულ კოლექციაზე. მათ შორის, უკვე ფასდაკლებულ ნივთებზეც.მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა ლაბორატორია ჩემი სახლი, კარე, ნატერიალი, ჩემი ოფისი, სლიფ & ბედი.გაითვალისწინეთ, ქეშბექის მისაღებად გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა შესრულდეს. ონლაინმაღაზიაში კი აუცილებელია გადახდა საქართველოს ბანკის გადახდის არხით განხორციელდეს. თანხა ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.ამასთან, ონლაინმაღაზიაში Google ან Apple Pay-თ გადახდისას ქეშბექი არ ბრუნდება. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ვაუჩერებზე. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.Amazon - 30% ქეშბექი, მაქს. 300₾მხოლოდ 27 ნოემბერს Black Friday-ს ფარგლებში შეიძინეთ სასაჩუქრე ბარათი (eGift card) Amazon-ის ნებისმიერ ონლაინპლატფორმაზე, გადაიხადეთ SOLO Visa ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი.გაითვალისწინეთ, ქეშბექის თანხა 7 სამუშაო დღეში დაბრუნდება. სასაჩუქრე ბარათის გამოყენება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეძენის რეგიონში. ასევე, აქცია არ მოქმედებს PayPal-ით გადახდაზე. სასაჩუქრე ბარათის დაბრუნება არ არის შესაძლებელი.პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.ელიტი - 20% ქეშბექი, მაქს. 500₾მხოლოდ 27 ნოემბერს, Black Friday-ს შეთავაზების ფარგლებში, შეიძინეთ სასურველი ნივთები ელიტის ფიზიკურ მაღაზიებში, ონლაინ - ee.ge-ზე ან ელიტის აპლიკაციაში, გადაიხადეთ SOLO Visa ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი.გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით, ფიზიკურ მაღაზიებში კი საქართველოს ბანკის ტერმინალით. თანხის დაბრუნება მომენტალურად მოხდება.აქციის პერიოდში შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გადაცვლა. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.Drops by Boygar’s - 20% ქეშბექი, ულიმიტომხოლოდ 27, 28 და 29 ნოემბერს, Black Friday-ს ფარგლებში, იშოპინგეთ Drops by Boygar’s-ში SOLO Visa ბარათით და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 20% სამოსზე, 10% კი - ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე, ლიმიტის გარეშე.ქეშბექი ვრცელდება მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდების სრულ კოლექციაზე, მათ შორის, უკვე 60%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზე.გაითვალისწინეთ, შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.Extra.ge - 30% ქეშბექი, მაქს. 300 ₾მხოლოდ 27 ნოემბერს Black Friday-ს შეთავაზების ფარგლებში, იშოპინგეთ extra.ge-ზე SOLO Visa ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30%, მაქს. 300 ლარიაქცია ვრცელდება extra-ს სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის, უკვე 60%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზეც.გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება მოქმედებს როგორც ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay გადახდისას. ქეშბექის მისაღებად გადაიხადეთ საქართველოს ბანკის გადახდის არხით, თანხა კი მომენტალურად დაგიბრუნდებათ. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.KiwiPost - 30% ქეშბექი, მაქს. 300 ₾27 ნოემბრიდან - 27 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლეთ KiwiPost-ის სერვისით, გადაიხადეთ SOLO Visa ბარათით და მიიღეთ 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი 7 ქვეყნიდან ტრანსპორტირებული ამანათების წონის ღირებულებაზე.გაითვალისწინეთ, ქეშბექით სარგებლობისთვის ტრანსპორტირების თანხა KiwiPost-ის ვებ ან მობილ აპლიკაციით უნდა გადაიხადოთ საქართველოს ბანკის გადახდის არხებში. პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
1795603114
რა თავგადასავლები ელის გიგის სავაჭრო ცენტრში ცხოვრებისას, როგორ გაუმკლავდება ამ უჩვეულო გამოცდილებას და რა აქტივობებს შემოგვთავაზებს? - ამას City Mall-ში სტუმრობისას ან თიბისისა და Gigi On the Road-ის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით გავიგებთ.წელს თიბისის Black Friday განსაკუთრებით მასშტაბურია. 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეტაპობრივად ისარგებლონ თითქმის ყველა კატეგორიის, ჯამში 150-მდე ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებითა და თიბისის დაუჯერებელი შეთავაზებებით.შეთავაზებები მოიცავს მრავალფეროვან კატეგორიებს: ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებს, აქსესუარებს, სპორტდარბაზებს, სამკაულებსა და საბავშვო მაღაზიებს.ასევე, თიბისი Black Friday-ისა და Cyber Monday-ის ფარგლებში მრავალფეროვან შეთავაზებებს ამზადებს საერთაშორისო პლატფორმებზე შოპინგისასაც, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს.Black Friday შეთავაზებები იმოქმედებს ახალ თიბისი ბარათებზე, კონცეპტ ბარათებზე, ერთგულ საკრედიტო ბარათებზე, მოსწავლის ბარათსა და სამომხმარებლო სესხზე.შეთავაზებების სანახავად და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.მოამზადეთ სურვილების სია, ისარგებლეთ თიბისის ყველაზე მასშტაბური Black Friday შეთავაზებებით და მიიღეთ მეტი სარგებელი!
1795601263
ამჯერად, ბანკი სუპერ PLUS ბარათის მფლობელებს პარტნიორ მოლებში შოპინგისას დამატებით სარგებელს სთავაზობს - 27 ნოემბერს, City Mall-ში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში გადახდისას მომხმარებლები დახარჯული თანხის 40%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის)შეთავაზება შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიებზე ვრცელდება და სარგებლობისთვის აუცილებელია მისი წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში, აქტიური SUPER ნაკრების ქონა და გადახდის საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.თუ ჯერ კიდევ არ გაქვს SUPER ნაკრები და სუპერ PLUS ბარათი, გაიაქტიურეთ პირდაპირ მობილბანკიდან.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794771197








