The Telegraph - პუტინი დიდი ბრიტანეთისგან ევროპის ბირთვული დაცვის შეწყვეტასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანას მოითხოვს
1794689094
ნეთანიაჰუ - ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას
1794686290
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1794685810
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
1794665413
გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
1794665348
1794581979
UNI4VERSE ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, სამუშაო პროცესში კი 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდები ფინანსური სერვისების, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის მიმართულებით მუშაობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები წარადგინა.UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ახალი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრენდი პარტნიორებთან ერთად ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, ინოვაციური იდეების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
1794576968
გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზედეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794498481
პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება:16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794494777
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ:მარიამ ჯანჯღავა - AI Products Ownerელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm Schoolანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორისპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
1794655851
20 წლის ასტროლოგი, რომელიც ვედურ სისტემას ეყრდნობა, კაცობრიობის უახლოეს ათწლეულებს საკმაოდ დრამატულ ფერებში ხატავს.ანანდის თქმით, 2020 წელი იყო გარდამტეხი წერტილი (პლანეტების იშვიათი განლაგება), რომელმაც მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი მოვლენები ისტორიაში მხოლოდ 1206 (ჩინგიზ ყაენის შემოსევები), 1603 (კაპიტალიზმის დაბადება) და 1935 (მეორე მსოფლიო ომის პრელუდია) წლებში ხდებოდა.მესამე მსოფლიო ომი და კრიტიკული თარიღებიკითხვაზე, გველოდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ანანდი ცალსახად პასუხობს: „ჩვენ ნამდვილად ამ მიმართულებით მივდივართ“. მისი პროგნოზით, პროცესი ორ ეტაპად გაიყოფა:• პირველი ფაზა (2029–2032 წლები): კონფლიქტები იქნება ფრაგმენტული და ლოკალური, თუმცა დაძაბულობა პიკს მიაღწევს.• მეორე ფაზა (2035–2039 წლები): ეს იქნება ყველაზე მძიმე პერიოდი. ანანდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2039–2041 წლებზე, სადაც ასტროლოგიური ასპექტი საოცრად ჰგავს 1941 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომმა კულმინაციას მიაღწია.თუმცა, ასტროლოგი გვამშვიდებს, რომ ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც გასულ საუკუნეში იყო, არ იქნება, რადგან ომი უფრო ტექნოლოგიურ ხასიათს მიიღებს.უკრაინა, რუსეთი და ძალთა გადანაწილებაუკრაინის ომთან დაკავშირებით ანანდი სკეპტიკურია. მისი თქმით, კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გარკვეული ზავი შესაძლოა 2027–2028 წლებში დაიდოს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოო მშვიდობა.რაც შეეხება რუსეთს, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ 2027 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვლება.დასავლეთის დაისი და „ახალი აღმოსავლეთი“ანანდის თქმით, 2020 წელს დასავლეთის 400-წლიანი დომინაციის ციკლი დასრულდა. ახლა ძალაუფლება აღმოსავლეთისკენ (ინდოეთი, ჩინეთი) ინაცვლებს.• აშშ: 2028 წელს ქვეყანას პოლიტიკური გადატრიალება ელის. 2033 წლიდან კი დოლარი პოზიციებს მკვეთრად დაკარგავს.• ჩინეთი: 2029 და 2040 წლებში ქვეყანაში შიდა არეულობებია მოსალოდნელი, თუმცა ჩინეთი მაინც დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად.• ოქრო: მათთვის, ვინც ინვესტიციებზე ფიქრობს, ანანდი ამბობს, რომ 2033–2036 წლებში ოქროს ფასი 20–25%-ით დაეცემა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის მაინც ყველაზე საიმედო აქტივად დარჩება.ბუნებრივი კატაკლიზმებიგარდა პოლიტიკისა, ასტროლოგი აფრთხილებს მსოფლიოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი გიგანტური ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, რამაც შესაძლოა, გლობალური შიმშილობა გამოიწვიოს.„კაცობრიობას აქვს შანსი, 2033 წლამდე თავიდან აიცილოს ბირთვული ომი, რადგან ჯერ კიდევ ე.წ. „მშვიდობის 60-წლიან ციკლში“ ვიმყოფებით, მაგრამ ამის შემდეგ პლანეტების გავლენა გაცილებით მკაცრი გახდება“, - აცხადებს აბიგია ანანდი."ამბები.ge"
1794655084
მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული.უნგრეთის ფინანსთა მინისტრის ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა. მთლიანობაში ამოღებულია 5.07 მილიარდი ფორინტი (15.33 მილიონი დოლარი), 2.66 მილიონი ევრო და 1.26 მილიონი დოლარი.თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს“.მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
1794599013
კუროდღეს სიმშვიდე და მოთმინება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. შესაძლოა, ძველი პრობლემა საბოლოოდ მოაგვაროთ. საყვარელი ადამიანისგან ყურადღებას იგრძნობთ. კარგი დროა ფინანსური გეგმების გადასახედად.ტყუპებისაინტერესო შეხვედრებისა და მოულოდნელი ამბების დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ. ფინანსურად ზომიერება გამოიჩინეთ.კირჩხიბიდღეს ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. შესაძლებელია, ახლობელ ადამიანთან გაუგებრობა მოაგვაროთ. სიყვარულში რომანტიკული განწყობა გაძლიერდება. საღამო დასვენებას დაუთმეთ.ლომითქვენთვის წარმატებული და აქტიური დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ყურადღების ცენტრში მოექცევით და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ქალწულიდღეს დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. პირად ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ.სასწორი14 ნოემბერი სასიამოვნო ემოციებსა და ახალ ნაცნობობას გპირდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად დაუკავშირდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. სიყვარულში პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობაა.მორიელიდღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის გზა იპოვოთ. ფინანსებში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად შეაფასეთ.მშვილდოსანიაქტიური და თავგადასავლებით სავსე დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელი მოგზაურობა ან საინტერესო შეხვედრა დაიგეგმოს. სიყვარულში ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობაა. კარგი დროა ახალი იდეების განსახორციელებლად.თხის რქადღეს შრომისა და მოთმინების შედეგს დაინახავთ. შესაძლოა, სასიხარულო ინფორმაცია მიიღოთ ფინანსურ ან პროფესიულ საკითხთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყული14 ნოემბერი ახალი იდეებისა და შესაძლებლობების დღე იქნება. შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ თქვენი სამომავლო გეგმები შეცვალოს. სიყვარულში მოულოდნელი განვითარებაა მოსალოდნელი.თევზებიდღეს ემოციური და რომანტიკული განწყობა გექნებათ. შესაძლოა, დიდი ხნის სურვილის ასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამო საყვარელ ადამიანებთან გაატარეთ.
1794563671
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
1794563497
მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა.გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.
1794557616
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - აცხადებენ პროკურატურაში.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
2 ნოემბრის ანონსი
1793561906








