უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
1793257483
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
1793256854
"ამ შესაძლო გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპაცია ლეგიტიმური ხდება გარკვეულწილად"
1793219155
29 ოქტომბრის ანონსი
1793218903
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1793218734
1793198438
სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს, კანდიდატების შერჩევა კი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.ვის შეუძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს. ამასთან, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორია შერჩევის პროცესი?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:განაცხადების შერჩევა: უნივერსიტეტები განიხილავენ კანდიდატების აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილებს;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან სტიპენდიატები.რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი 23 უნივერსიტეტია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპორტის უნივერსიტეტითეატრისა და კინოს უნივერსიტეტიკონსერვატორიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთშისაქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.
1793194299
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ფესტივალზე PLUS და სუპერ PLUS ბარათებით გადახდისას მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას.)შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.„თბილისის წიგნის დღეები“ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც სტუმრებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა Palitra L, „დიოგენე“, „ბიბლუსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზია და სხვა პარტნიორი კომპანიები.შეთავაზების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბმულს.
1793183465
პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი კითხვები კიდევ უფრო მრავლდება: როგორ იცვლება პროფესიები და რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი განათლება?სწორედ ამ საკითხების შესახებ საქართველოს ბანკი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს განათლებისა და კარიერის არჩევაში ისე, რომ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თავად ახალგაზრდებს დარჩეთ. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს;როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები;როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება;როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში.შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
1793181411
"საგანძურის მარათონი“ ორთვიანი კამპანია იყო, რომელმაც მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო გუნდურ შეჯიბრებად აქცია და ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა.კამპანიის შედეგები შთამბეჭდავი იყო:თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო;400-მდე მომხმარებელმა ფულადი პრიზი მიიღო;მონაწილეებს შორის ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.The Digital Banker-მა პროექტი სწორედ იმის გამო გამოარჩია, რომ მან მობაილბანკით სარგებლობა ინტერაქციულ გამოცდილებად აქცია. თამაშის მთავარი ნაწილი რეალური საბანკო ქმედებები იყო და არა უბრალოდ მარკეტინგული აქტივობა.კამპანიამ ბიზნესის შედეგებზეც დადებითდ იმოქმედა: ყოველკვირეული ციფრული გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.„საგანძურის მარათონის“ საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს თანამედროვე, საინტერესო და გამორჩეულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. პროექტმა აჩვენა, რომ თამაშის ელემენტებით შესაძლებელია არა მხოლოდ მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა, არამედ კონკრეტული, გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღწევაც.
1793176008
ღონისძიების თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. 28, 29 და 30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, მალტის, ესპანეთის, ესტონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთის კინოპროგრამები.ფესტივალი ეროვნული არქივის ჩვენებით – თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ – გაიხსნა. 1955 წელს გადაღებულმა ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში პრიზი მოიპოვა. „მაგდანას ლურჯას“ ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა.წელს პირველად, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ – საფრანგეთის კინოთეკა. ფრანგული კინოინსტიტუციის პროგრამის კურატორი პოლინ დე რეიმონი თბილისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში ის ქართველ მაყურებელს 1928-1964 წლებში გადაღებულ სამ ფრანგულ მხატვრულ ფილმს წარუდგენს.ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.ფესტივალი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მაყურებელს მიმართეს საფრანგეთის კინოთეკის პროგრამის კურატორმა პოლინ დე რეიმონმა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსმა მანანა სურაძემ და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება.კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
1793175662
მისივე განმარტებით, 2012 წლიდან ქართული პოლიტიკა ქვეყნის გარედან აღარ იმართება."ვერ იქნება ისე, როგორც იყო წლების წინ, გარედან რომ იმართებოდა ქართული პოლიტიკა. 2012 წლის მერე შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ამას გარკვეული დრო დასჭირდა. ნელ-ნელა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არის აბსოლუტურად თავისუფალი. გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთით. ამ ქვეყნის მთავარი ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე შეუძლიათ, წარმოადგინონ კონტრარგუმენტები და არა პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური პარტიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც აიკრძალა."დანაშაულია, ის კონკრეტული საქმეები და ქმედებები, რასაც ეს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები წლების განმავლობაში, გარე ძალების დავალებით აკეთებდნენ. იღებდნენ გარე დაფინანსებებს, პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კაბინეტებში დარბოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ქვეყანას ხელი არ მოეწერა და ბევრი ასეთის ჩამოთვლა შეიძლება. ასევე, მინდა გითხრათ, როდესაც პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ნახეთ, უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია აიკრძალა. მოლდოვაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში რვა პარტია აიკრძალა და ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია არის აკრძალული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793175340
მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ."ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები.მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793175125
"ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები. ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელები ჰქონდათ დარქმეული, ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ მთავრობები ამგვარად ემართათ. თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ. ვითომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ. ერეოდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, იღებდნენ კონკრეტულ დავალებებს გარედან, ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო მტრული დავალებები ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და ეს საუბარი დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ბევრს არ სჯეროდა, აგერ უკვე თვითონ აღიარებენ ამ ყველაფერს და თვითონ ყვებიან იმას, რაც ხდებოდა რეალურად: როგორი დაპირისპირება იყო, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს, ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქართველი ხალხის ინტერესებს. უბრალოდ სხვადასხვა სახელები ერქვათ: ვიღაცა ვითომ არასამთავრობოს წარმომადგენელი იყო, ვიღაცა ექსპერტობას იბრალებდა. ესეც, რა თქმა უნდა, გარედან ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ საქართველოში არ იყო, ეს იყო გარე ძალების, ე.წ. დიფსთეითის მართვის მეთოდები, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლებაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793137737
მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ასეთი ტიპის რადიკალური გადაწყვეტილება არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის, არ წაადგება ქვეყანას და ამას თავისი ახსნა აქვს.„ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და იქნება ცუდი, რეზონანსული ჩვენთვის ისტორიული თვალსაზრისით მომავლისთვის. მგონია, რომ ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით ჩვენ ახლა, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ყველა არა, ან ეს პროცესი გაიწელება კარგა ხნით, რადგან მუდმივად გამახვილდეს საზოგადოების ყურადღება იმ დანაშაულზე და დანაშაული ნამდვილად იყო, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვალსაც და შედეგებსაც დღესაც ვხედავთ“, – განაცხადა არეშიძემ.შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს პროცესი ოპოზიციისთვის შესაძლოა, გარკვეულწილად, იქცეს ერთგვარად, საკუთარი სიმართლის დასაბუთების შესაძლებლობად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება, დაასაბუთოს, სხვა პარტიებს კი, მიეცემათ საშუალება, გაემიჯნონ მაქსიმალურად დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი იყო.„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დაგვიანებულია ეს ყველაფერი, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა და კოჰაბიტაციის იმ ხარისხის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა, რაც იყო თავის დროზე. ვიცი, რომ ეს კოჰაბიტაცია დასავლური ინსტიტუტების ზეწოლით ხდებოდა გარკვეულწილად, მაგრამ ამან ჩვენში მახინჯი ფორმა მიიღო და ძალიან ბევრი რამ ჩავყლაპეთ ამომრჩეველმა, ზუსტად იმიტომ, რომ ამას გვეუბნებოდნენ. ეს არის ზეწოლის შედეგი. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ზეწოლის შედეგი იყო, გარკვეული მოლაპარაკებაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ცალკეულ პიროვნებებსა და ხელისუფლების გარკვეულ სტრუქტურებში. სიტყვა კოჰაბიტაცია და სიტყვა პორტირება ჩვენ მიერ მოგონილი ხომ არ არის? ეს ჩვენ ყოფაში შემოვიდა ამ პერიოდში ზუსტად, განსაკუთრებით, სიტყვა პორტირება. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც წლების განმავლობაში, რათა საზოგადოებას არ გასჩენოდა ეს კითხვა, აქამდე სად ვიყავით“, – განაცხადა არეშიძემ.შეკითხვაზე, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში მიმდინარე აქციებზე ხდებოდა, რა შანსი აქვს ქართულ ოპოზიციას, გაიმეოროს სერბული შედეგი, რომელიც ხელისუფლებაში მართლმადიდებლური სიმბოლიკით მოვიდა და ორ საკითხზე ძალიან მკაფიო უარს ამბობს, დაუწესოს, ან დაეთანხმოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ოდესმე აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია უკვე წლებია, ერთ წრეზე დადის, ამაში ერთი და იგივე ადამიანები არიან ჩართული, ლიდერებიც ერთი და იგივეა და აქედან გამომდინარე, პარიტეტი, რომელიც დღეს არის, არ დაირღვევა.„ამ ოპოზიციას არ აქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს. ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლაზე მიდგა საქმე, ეს შეიძლება, მხოლოდ იმ ძალამ შეცვალოს, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ გაემიჯნოს ვითარებას და ილაპარაკოს სხვა თემებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, – განაცხადა არეშიძემ.
1793131162
11:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული). 11:30 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: „ბუნებრივი აირისა და წყლის გაძვირება“.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული 3.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644. 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი. 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი.
"ვატო ყიფიანის, კაწრო ბილანიშვილის და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება"
1792148597
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
ზელენსკი - უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შეაჩეროს მკვლელები
1792435443
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
ზელენსკი - რუსეთი ცდილობს მილიონობით ჩვენი მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს
1792232674








