"საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს"
1793718450
"როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, არც ერთიან პლატფორმაზე და არც დამოუკიდებლად"
1793718355
კახა კალაძე - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას
1793718274
კახა კალაძე - ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
1793717944
"საქართველოს ბანკი" - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
1793716416
1793715303
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან:აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;Tbilisi School of Communication;Academy of Digital Industry;Smart Academy;IT Academy STEP;Headvice;BDO Academy;ScaleUp;სქილვილი (Skillville);AgileSchool;Smart Fish Academy;Edutech Academy;Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;ნეომაინდ აკადემია;Sky21;რე ედუქეითი;ელექტრონული აკადემია;დიზაინის ინსტიტუტი;ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793711786
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება:11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793707177
ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
1793707012
„ჰისნი“ კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს აერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ოთხი 36-სართულიანი თაუერისგან შემდგარი პროექტი „ჰისნი“ საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს მოიცავს. ასევე, მულტიფუნქციური პროექტი აერთიანებს 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს, 25-მეტრიან აუზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, თანამედროვე ფიტნესდარბაზსა და კაფე-რესტორნებს.„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგი“ უკვე 10 პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია - „ჰისნი“, სადაც ახლა ბინების წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ. პირველ და მეორე თაუერში ბინების 95% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნდობასა და ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვების ეტაპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გახდეს ამ გამორჩეული კომპლექსის ნაწილი და შეიძინოს ბინა ყველაზე ხელსაყრელი პირობებით,“ - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს. „ჰისნი“ თავისი მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ამის კარგი მაგალითია. მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც ერთად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელი გარემოდან ფეხით სავალ მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.
1793705021
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისა და აღნიშნული საქმის სავარაუდო შედეგების ფონზე, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პერსპექტივების განხილვას.შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ხედვები, სავარაუდო სცენარებზე რეაგირების გზები და შედგება საუბარი საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობაზე ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.
1793698024
კერძოდ, ახალ ფოტოზე არის: „დროას“, ედპ-ს, „თავისუფლების მოედნის“, „ახლის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, "ფედერალისტების“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ევროპული საქართველოს“ სიმბოლიკები.
1793648443
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს."ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თვითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროებს", - აცხადებს ბესელია.
1793648054
14:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პარტიის ლიდერები დაესწრებიან.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644. 14:00 საათზე - პარტია „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენციას გამართავენ.მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37მ, „აქსის ბიზნეს ცენტრი“, V სართული
1793647901
კუროფინანსური საკითხები დღის მთავარი თემა გახდება. კარგი დროა ბიუჯეტის გადასახედად და სამომავლო გეგმების დასაწყობად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სიყვარულში გულწრფელობა წარმატების საწინდარი იქნება.კირჩხიბიემოციურად მგრძნობიარე დღე გელით. ეცადეთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიმშვიდესა და მოტივაციას მოგიტანთ.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა შედეგს გამოიღებს. პროფესიულ სფეროში შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. კარგი დღეა საკუთარი იდეების წარსადგენად.ქალწულიდეტალებზე ყურადღების გამახვილება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა არ არის გამორიცხული.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგი დროა ძველი გაუგებრობების მოსაგვარებლად. საქმიან სფეროში შესაძლოა, საინტერესო თანამშრომლობა დაიწყოს.მორიელითქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სიყვარულში მოსალოდნელია ემოციური სიახლოვე და გულწრფელი საუბარი.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობების დღეა. წარმატება შეიძლება გელოდეთ სწავლის, მოგზაურობის ან პროფესიული განვითარების მიმართულებით. მოულოდნელი შეთავაზება ყურადღებით განიხილეთ.თხის რქაშრომისმოყვარეობა და დისციპლინა სასურველ შედეგთან დაგაახლოებთ. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიშემოქმედებითი იდეები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდეს. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.თევზებიმშვიდი, თუმცა ემოციურად მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა, წარსულში დაწყებული საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი ან მოულოდნელი შეტყობინებაა მოსალოდნელი.
1793644716
"ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი - ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600








