ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკი" უკვე 10 წელია, ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

1794319188

პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.

11-17 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს

1794314256

საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - "საქართველოს ბანკმა" AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო

1794308430

აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

1794303128

ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს  „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ.კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება.თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა

1794312360

ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიების პარალელურად, პროექტის -  „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

1794293758

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

იმერეთის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1794293553

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება.ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა.დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1 602 000 ლარის ზიანი მიადგათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

"ცდილობენ ადამიანების დაშინებას და ამით ჩვენს შეჩერებას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ვერ შეგვაჩერებენ"

1794253630

მისი თქმით, ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, რომელიც დემოკრატიას და კონსტიტუციურ უფლებებს საბოლოოდ ზღუდავს."ჩვენ გვაქვს ვითარება, სადაც დემოკრატია, განვითარება და საერთოდ, კონსტიტუციური უფლება - ხმის მიცემის შესაძლებლობა გვეზღუდება.  შეიძლება მათ კონკრეტულად ამ პარტიების არ ეშინიათ, მაგრამ ეშინიათ საზოგადოების აზრის, რადგან ეს აზრი ცალსახად "ოცნების" წინააღმდეგაა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარტიებში გარკვეული კრიზისები იყოს, სტრუქტურულად არ იყოს გამართული, მოსახლეობა გაბრაზებული იყოს, მაგრამ კრიტიკულ ვითარებაში, თუ ეს საჭირო გახდა, ადამიანები მივლენ და არჩევანს გააკეთებენ. სწორედ ამ ინსტრუმენტის  გაქრობას უწყობს ხელს ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს მომავალი უნდათ რომ დაასამარონ, თუმცა ეს მათთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებაში გადაჰყავთ. იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაახდევინონ საქართველოს სახელმწიფოს.ამიტომ, ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, არსებული ვითარებიდან და ძალიან გლობალური, დიდი გამოწვევებიდან გამომდინარე, სჭირდება, როგორც არასდროს, კონსოლიდაცია. იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობაა, ქვეყანას არ ექნება, ვერანაირი თავდაცვის სისტემები, ვერანაირი ალიანსები, დღეს, ამ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ერთობა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ერთობას ხელს უშლის "ქართული ოცნების" ჯიუტი პოლიტიკა, მათ უნდათ, რომ თავისი გაიტანონ და მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიტანა და არ გაუვიდა ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი მაინც ცდილობენ ადამიანების დაშინებას და ამით ჩვენს შეჩერებას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ვერ შეგვაჩერებენ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, გარდა იმისა, რომ დემოკრატიას ასამარებენ, ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს იმით, რომ ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმაციას უკლავს ზოგიერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სუვერენულმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ახლა, ან შემდგომში და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რუსეთის ინტერესების ტესტი გაიაროს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პაატა დავითაია - რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო

1794253294

მისი თქმით, ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“."ეს უმძიმესი დარტყმაა საკონსტიტუციო სასამართლოზეც. ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო სასამართლოს სახე შენარჩუნებული ჰქონდა იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, კლანს და ათას რაღაცას ეძახიან, სანქცირებულიცაა. ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება, 100%-ით გარანტიას გაძლევთ. სანქცირებული იქნება ბრიტანეთის მხრიდან, აშშ-ის მხრიდან, ის მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის მხრიდან რომ იქნებიან სანქცირებული, ეს ისევე მოხდება, როგორც ორჯერ ორი ოთხია.საკითხი დგება, რომ მთელი სასამართლო სისტემა სანქცირებულია, ეს გვაშორებს ევროკავშირისგან. შემდგომ ამ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში როგორ უნდა გამოიტანონ სხვა საკითხებთან მიმართებაში? ყველაფერი ისეა აღრეული, რომ რაში უღირთ ამ გადაწყვეტილების მიღება? ვერ დავიჯერებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის სარჩელს და დატოვებს ამ პარტიებს, ეს ვერ წარმომიდგენია. რაც მათ თქვეს, ყველაფერს მიყვებიან და აკეთებენ.რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო. ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას. ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, 12:00 საათიდან განახლდება.

10 ნოემბრის ანონსი

1794253038

11:00 საათზე - პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.თემა: ივანიშვილის მძარცველი რეჟიმის ეკონომიკური მოდელი - "ნაციონალური მოძრაობის” ხედვა.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული - 3.საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08 11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართებაპლენარულ სხდომათა დარბაზი