ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - "საქართველოს ბანკის" ახალი გათამაშება

1793982417

გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან.მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის.კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით.კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

"საქართველოს ბანკმა" ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

1793971249

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

1793955033

ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ -  წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.შემნახველი ანაბარი უვადოა და  მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

1793949778

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს."თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორითიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793994163

კუროდღე ურთიერთობების გადაფასებასა და ემოციურ სიმშვიდეს მოითხოვს. შესაძლოა, ვიღაცისგან სასიამოვნო ყურადღება ან მოულოდნელი სიახლე მიიღოთ. სამსახურში თქვენი მოთმინება და პასუხისმგებლობა დაფასდება. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასალაგებლად.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ ან ადამიანთან საუბარმა სრულიად ახალი პერსპექტივა დაგანახოთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ.კირჩხიბიდღეს ემოციები შესაძლოა ჩვეულებრივზე მძაფრად იგრძნოთ. ეცადეთ, წარსულის ამბებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე დიდ შენაძენს ეხება.ლომითქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შანსი იზრდება. სამსახურში ან პირად ურთიერთობებში შესაძლოა თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის. სიყვარულში კი გულწრფელი საუბარი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ქალწულიდღეს დეტალებზე კონცენტრირება და პრაქტიკული მიდგომა წარმატების საწინდარი იქნება. შესაძლოა, ისეთი საკითხის გადაწყვეტა შეძლოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. პირად ცხოვრებაში ზედმეტმა კრიტიკამ შესაძლოა დაძაბულობა შექმნას. ზოგჯერ ადამიანებს უბრალოდ გაგება სჭირდებათ და არა რჩევა.სასწორიჰარმონიისა და ურთიერთობების მოწესრიგების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრისთვის, შერიგებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ფინანსური კუთხით შესაძლოა საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, თუმცა მის განხორციელებამდე ყველა დეტალი კარგად შეისწავლეთ.მორიელიდღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, ადამიანების ნამდვილი განზრახვები უფრო მარტივად ამოიცნოთ. ნუ იჩქარებთ კონფლიქტში ჩართვას - ზოგჯერ დუმილი ყველაზე ძლიერი პასუხია. სიყვარულში მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი ან ურთიერთობის ახალი ეტაპი.მშვილდოსანისიახლეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. შესაძლოა, ახალი მიზანი დაისახოთ ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. სამსახურში აქტიურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში კი ეცადეთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ.თხის რქადღე პასუხისმგებლობებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფონზე ჩაივლის. შესაძლოა, პროფესიულ საკითხებში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდეს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება დაგჭირდებათ.მერწყულიარასტანდარტული იდეებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც აქამდე არ განგიხილავთ. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. სიყვარულში მოულოდნელმა შეხვედრამ ან შეტყობინებამ შესაძლოა თქვენი განწყობა შეცვალოს.თევზებიდღეს საკუთარ შინაგან სამყაროს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ემოციური საკითხი საბოლოოდ გაარკვიოთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ. გახსოვდეთ, საკუთარი სიმშვიდის დაცვაც აუცილებელია.

"არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებული"

1793973934

მისი თქმით, ეს შეხვედრა შესაძლოა, იმ მიზნით შედგა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნებამ“ გამონახოს ახალი კომუნიკაციის არხები."ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს, ამიტომ, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებული. ახლა ამ შეხვედრის მონაწილეთა კომპოზიციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაც ბიზნესპროექტების ლობირების მცდელობა, ან და უფრო გლობალურ კონტექსტში შეიძლება ეს იყოს მცდელობები, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნებამ“ გამონახოს ახალი კომუნიკაციის არხები, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი არის, ჯერ ერთი, ტრადიციულად მეგობრული ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. თუ ეს არის მეორე მიზეზი, ამას ჩვენ დავინახავთ ჩვენ ახლო მომავალში, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას შეხვედრა სხვა ელჩებთან ასევე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა.

"რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან"

1793964653

მისი თქმით, ეს კითხვები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საზოგადოების ნდობას."გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშნა. ეს თარიღი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როდესაც სასამართლოს წინაშე პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმების საკითხი განიხილება. სწორედ ამიტომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ინიციირებული საქმე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით პრობლემურია ამავე საქმის ინიციატორი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან სასამართლოს წარმომადგენელთა საზეიმო გარემოში გამოჩენა, მეგობრული პოზირება და ზეიმის ატმოსფერო. ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე კითხვა: რამდენად შეესაბამება სასამართლოს ინსტიტუციური ნეიტრალიტეტისა და მოსამართლეთა ეთიკის სტანდარტებს ასეთი ღონისძიების ჩატარება მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე? რატომ არ გადაიდო ღონისძიება, მით უფრო, რომ ის სასამართლოს ამოქმედების ზუსტ თარიღს - 1996 წლის 10 სექტემბერს - არ ემთხვევა?იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი? თუ არა, რა იყო ამის მიზეზი? რამდენად მისაღებია, რომ იმავე ღონისძიებაზე მოსარჩელე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საჯაროდ აკეთებდნენ კომენტარებს მიმდინარე საკონსტიტუციო დავაზე და ფაქტობრივად წინასწარ აცხადებდნენ, რა გადაწყვეტილებას ელიან სასამართლოსგან?რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადმოვიდა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა? რამდენად მართებულია საიუბილეო ფილმში თენგიზ შარმანაშვილის წარმოჩენა, რომელიც ამჟამად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლის მიერ ინიციირებულ საქმეზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს? ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ერთ ღონისძიებას. ისინი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საზოგადოების ნდობას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

"დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა"

1793958629

მისი თქმით, საჭიროა ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციით და შრომით."მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს ასეთი დიდი წილის ეკონომიკაში? რატომ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ფულს წააგებს საქართველოს მოქალაქე?!ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. კონკრეტულად წარვადგენთ ოთხპუნქტიან გეგმას: საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი. მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც ⁠სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს. შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი თამაშზე დამოკიდებული, დაკარგავს ფულს, მიატოვებს სწავლას ან დაანგრევს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რისკი მანამდე შეამციროს.ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციით და შრომით და არა ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოქალაქეების მიერ კაზინოში დახარჯული ფულია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად"

1793955413

მისი თქმით, ისე გამოვიდა, რომ მათი პარტია ალიანსიდან გარიცხეს."ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი“. ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი. მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად.ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

1793954819

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.