თბილისის ანძა პანამის დროშის ფერებში განათდა
1793735065
4 ნოემბრის ანონსი
1793735057
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1793735048
დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
1793726635
კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
1793721459
1793716416
ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
1793715303
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან:აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;Tbilisi School of Communication;Academy of Digital Industry;Smart Academy;IT Academy STEP;Headvice;BDO Academy;ScaleUp;სქილვილი (Skillville);AgileSchool;Smart Fish Academy;Edutech Academy;Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;ნეომაინდ აკადემია;Sky21;რე ედუქეითი;ელექტრონული აკადემია;დიზაინის ინსტიტუტი;ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793711786
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება:11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1793707177
ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათი პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
1793717944
დედაქალაქის მერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წლებია, მიმდინარეობს."ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, სანამ 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება დაუშვებელია და საზოგადოებამ საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაიცვას."ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია “პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1793716202
"რელევანტურად მიმაჩნია ისტორიული მაგალითის მოყვანა, რომელიც არ არის იდენტური, მაგრამ არის არსებითად რელევანტური, ეს არის, როგორც დაამარცხა ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი. მათ ჰქონდათ ძალაუფლება, ფორმალური სტრუქტურებიც, მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ნებამ იმ ხარისხს მიაღწია, რომელსაც ის რეჟიმი ვეღარ უძლებდა. ჩვენი, საზოგადოების ამოცანა არის ამ შედეგის მიღწევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
1793715900
მისი თქმით, ეს პუნქტები არის მინიმუმის მინიმუმი."უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში თუკი ვინმეს რამე გაუკეთებია ამ ქვეყანაში და ხმა ამოუღია, ან ერთი ლარი მაინც მიუღია დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ სხვა ორგანიზაციაში, პრაქტიკულად, ყველას ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ მთელი სოციუმის დიდ შრეს ჭრიან და ტოვებენ საჯარო აქტივობების მიღმა.ჩვენს ალიანსს გამოქვეყნებული აქვს 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, რომ მიუახლოვდეს საარჩევნო გარემო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს პუნქტები გავაცანით საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს პუნქტები არის მინიმუმის მინიმუმი, ამის იქით უამრავი საკითხია, მაგრამ ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
1793715678
"არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი. რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია.საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
1793712023
მისი თქმით, ბოლო თვეები "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად არ მონაწილეობდა ალიანსის საქმიანობაში."ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც არის წევრი, აკეთებს არჩევანს და როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არჩევანი გააკეთა. ეს უფრო ადრეც იყო, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ ალიანსის საქმიანობაში. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება.იმგვარი ვითარებაა, ვისურვებდი პირიქით, კონსოლიდაციაზე ვისაუბროთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს მუდმივად ერთიანობაზე, ამიტომ რაღაც მექანიზმები ზოგადად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური თანაცხოვრება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში შევძლოთ” ,- განაცხადა გიგი წერეთელმა.ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
1793705021
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისა და აღნიშნული საქმის სავარაუდო შედეგების ფონზე, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პერსპექტივების განხილვას.შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ხედვები, სავარაუდო სცენარებზე რეაგირების გზები და შედგება საუბარი საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობაზე ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802








