საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
1795109428
მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1795102793
"შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა"
1795096774
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
1795094888
სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
1795086231
1795077417
თიბისის ახალი მონაცემთა ცენტრი საქართველოში ერთადერთი მსგავსი ინფრასტრუქტურაა, რომლის შეკეთება, ტექნიკური განახლება და გაფართოება შესაძლებელია საბანკო სერვისების შეფერხების გარეშე. ეს თიბისის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია - საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი მოთხოვნებისთვისაც.მონაცემთა ცენტრის მშენებლობის სტრატეგიული გადაწყვეტილება თიბისიში 2024 წელს მიიღეს. პროექტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, საბანკო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და მასშტაბირებადი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა. ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში - 36 კვირაში აშენდა და ამოქმედდა.სწორედ, აქ განთავსებული სისტემები უზრუნველყოფს ყოველდღიური ციფრული საბანკო ოპერაციების შესრულებას - იქნება ეს მობაილბანკით გადარიცხვა თუ სხვა საბანკო სერვისით სარგებლობა. მონაცემთა უსაფრთხოებას მრავალშრიანი დაცვა, მკაცრი ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, ელექტრომომარაგების და გაგრილების რეზერვირებული სისტემები, რამდენიმე მონაცემთა ცენტრის ურთიერთდაზღვევა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დამატებითი რეზერვირება უზრუნველყოფს. თიბისის არსებობის ისტორიაში, მომხმარებელთა მონაცემების დაკარგვის შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მზის პანელები ელექტრომომარაგების დაახლოებით ერთ მესამედს უზრუნველყოფს, ხოლო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემები და მოდულარული არქიტექტურა ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.მონაცემთა ცენტრი თიბისის გრძელვადიანი ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას, საბანკო სერვისების საიმედოობასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.
1795076268
შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
1795072400
შეთავაზებები სხვადასხვა ბარათის მფლობელებისთვის განსხვავდება და არაერთ კატეგორიას მოიცავს - ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ტექნიკას, თავის მოვლის საშუალებებს, სახლის ნივთებს, კვების ობიექტებს და სხვა.გაეცანით შეთავაზებებს და ნახეთ, სად და როდის შეძლებთ დამატებითი სარგებლის მიღებას.PLUS ბარათით, სუპერ PLUS ბარათით და მასწავლებლის ბარათითამ ბარათებით ზოგ ადგილას თანხას დაიბრუნებთ, ზოგან კი PLUS ქულებს დააგროვებთ.PLUS ქულები დაგერიცხებათ22 ნოემბერს - L’Occitane და Erborian - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);22 ნოემბერს - Mega Sport - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);ლიმიტი საერთოა Diesel-ის, Magellan-ის, Napapijri-ის, The North Face-ის, Timberland-ის და Scotch & Soda-ს მაღაზიებში.23 ნოემბერს - New Balance და EA7 - მინიმუმ 200 ლარიან შენაძენზე 30% PLUS ქულების ქეშბექი (ორივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Giordano - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Top Sport 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Old Supra - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Mihouse - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Skivri - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ულიმიტოდ);25 ნოემბერს - Arttime - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);26 ნოემბერს - Kitchen & More - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - ICR Home - 25% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Yakudza, Subway და Tolia - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Berghoff - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Pupazzo - 20-ჯერ მეტი PLUS ქულა (ულიმიტოდ);28 ნოემბერს - Kenari - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);28 ნოემბერს - Meama - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარისPLUS ქულა);29 ნოემბერს - Voulez Vous - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე.29 ნოემბერს - Manamo - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).ამ ობიექტებში თანხის გადახდისას ქეშბექს მიიღებთ27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); მასწავლებლის ბარათით გადახდაზე კი 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27-29 ნოემბერს - Copter Tech - 30% - იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 300 ლარი);27-29 ნოემბერს - Nisse - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი);27-29 ნოემბერს - Homla - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27-29 ნოემბერს - Baldinini, Felino Milano, Kids Concept, AGAPE Jewelry, Pilgrim, Petite Ellie, Eterna, Allbikes.ge და Adelyo - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).მხოლოდ სუპერ PLUS ბარათით27 ნოემბერს - City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიის მაღაზიებში დახარჯული თანხის 40% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულაStudent Card-ის მფლობელები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ:24 ნოემბერს - UNO Shoes - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - ASOS, SHEIN, Zalando და Trendyol -30% -იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);27-29 ნოემბერს - Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade (ონლაინ და ფილიალებში), iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).sCool Card-ის მფლობელებისთვის შეთავაზებები:გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებებით სარგებლობამდე აუცილებელია მათი sCoolApp-ში გააქტიურება.24 ნოემბერს - UNO Shoes - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);26 ნოემბრის 21:00 საათიდან 27 ნოემბრის ჩათვლით - Biblusi, XS Toys და Pepela - 40% - იანი ქეშბექი (სამივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარი);შეთავაზება ღამის ბაზრობაზეც ვრცელდება.27 ნოემბერს - Miniso - 40% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);27-29 ნოემბერს - Skivri და Aden Cosmetics - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).საქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებისთვის23 და 28 ნოემბერს - BEKO - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი); შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე.25-26 ნოემბერს - Archevani - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);27-29 ნოემბერს - Carpisa - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე.27-29 ნოემბერს - Intelekti - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);29 ნოემბერს - Automenu.ge - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი).საქართველოს ბანკის ყველა ბარათით23-29 ნოემბერს - Pancho - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);27 ნოემბერს - Kontakt Home - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);27-29 ნოემბერს - Kotesi - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);28-30 ნოემბერს - Glasses Gallery - 50% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი). შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე.ინფორმაციისთვის, შეთავაზებები ეტაპობრივად დაემატება. ამიტომ, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს, რომ სიახლეები არ გამოგრჩეთ.მოემზადეთ Black Friday-სთვის - შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება და მიიღეთ კიდევ უფრო სარგებელი.
1795069727
საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ 2025 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვითაც. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაახლოებით 838 მილიონი ლარის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხი გაიცა. აქედან თითქმის ნახევარი, დაახლოებით 413 მილიონი ლარი, საქართველოს ბანკზე მოდის.საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესები ინვესტირებას ახორციელებენ განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ენერგოეფექტურობაში, მდგრად სოფლის მეურნეობასა და მწვანე ტრანსპორტში. ეს კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.ბანკი ლიდერობს მწვანე აქტივების კოეფიციენტითაც (Green Asset Ratio). საქართველოს ბანკის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა სექტორის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.1%-ია. ამასთან, საქართველოს ბანკი სექტორში პირველ ადგილზეა ტაქსონომიის შესაბამისი სოციალური დაფინანსების ჯამური მოცულობითაც.ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსება 42.5%-ით გაიზარდა და 2.16 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს ბანკია.“ჩვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს წამყვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მწვანე დაფინანსება ბიზნესს რეალურ სარგებელს აძლევს: ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში ინვესტიცია კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს უმცირებს, ენერგიაზე დამოკიდებულებას ამცირებს და კონკურენტუნარიანობას უზრდის. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე - როგორც დაფინანსებით, ისე ცოდნის გაზიარებით“, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
1795011802
1795031551
10:00 საათზე - თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. 11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.თემა: "ანტიეკლესიური ოცნება და დემოგრაფიული კატასტროფა“.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, ტვ ფორმულას შენობა, სართული 3საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 13:00 საათზე - პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ბრიფინგი გაიმართება.თემა: „28 ნოემბრის აქცია“.მისამართი: მოსე თოიძის #42; პარტიის ოფისი
1795031544
კურო19 ნოემბერი სტაბილურობისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულების დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ.ტყუპებიდღე საინტერესო შეხვედრებითა და მოულოდნელი სიახლეებით იქნება დატვირთული. შესაძლოა, ახალი საქმიანი შეთავაზება მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ გასცემთ დაპირებებს დაუფიქრებლად.კირჩხიბიდღეს განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლოა, ძველი გაუგებრობა საბოლოოდ მოგვარდეს. ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ.ლომითქვენთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი დღეა. წარმატების შესაძლებლობა განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში გამოჩნდება. არ არის გამორიცხული მოულოდნელი სასიამოვნო შეტყობინება ან მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერა.ქალწულიდღეს ორგანიზებულობა და მოთმინება თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.სასწორი19 ნოემბერი ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა სასწორებისთვის საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გექნებათ.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ ან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დადებითი ცვლილებების შესაძლებლობა იკვეთება.მშვილდოსანიაქტიური და პერსპექტიული დღე გელით. კარგი დროა ახალი გეგმების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და საქმიანი კონტაქტების გასაფართოებლად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.თხის რქადღეს თქვენი შრომა და მონდომება შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას და დრო დასვენებისთვისაც გამონახეთ.მერწყული19 ნოემბერი შემოქმედებითი იდეებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ თქვენი სამომავლო გეგმები შეცვალოს. ფინანსურ საკითხებში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღეთ.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ემოციებსა და შინაგან სიმშვიდეს დაუთმეთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიახლე პირად ცხოვრებაში. კარგი დროა ძველი გეგმების განახლებისა და მომავლის დასაგეგმად.
1795023276
"საკონსტიტუციო სასამართლოში, გუშინ, მე და მელიას რომ ვერ გვარჩევს იმ კაცს უთქვამს რომ „დროას“ და "გირჩის“ ოფისიდან "მოლოტოვის კოქტეილები“ იქნა ამოღებულიო.გუშინვე გიგა ლემონჯავამ უპასუხა, რომ ეს არის ტყუილი. რასაც მოჰყვა პროკურატურის განცხადება - კიო, ამოვიღეთო, ბენზინი და „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი „სხვა არტრიბუტიკაო”.რამდენიმე კითხვა სანამ ტყუილის მტკიცებულებებზე გადავალ:ჩვენს ოფისში თუ „მოლოტოვის კოქტეილები“ იპოვეს, ეს რატომ არ იქნა წარმოდგენილი როგორც მტკიცებულება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე? მთელი ზაფხული სასამართლო მოსმენებში გავატარეთ და იქ არავის უხსენებია, რომ ჩვენს ოფისში რამე მსგავსი იყო ნაპოვნი. არადა ეგ საქმე სწორედ მაგაზეა - რომ ძალადობრივ დამხობას ვაორგანიზებდით ყველა ერთად. ბათუმში უნდა ვიგებდეთ ამას?ჩვენი ოფისი იყო ვერაზე. კოალიციის ოფისი ბესიკის ქუჩაზე. მართლა რომ დაგვემზადებინა „მოლოტოვის კოქტეილები“, ვერაზე და გლდანში რატომ გავაკეთებდით ამას, როცა რუსთაველის გამზირიდან 50 მეტრში გვქონდა ოფისი სადაც იმ დღეებში (და ღამეებში) ვიყავით 24/7-ზე?ჩვენს ოფისს 24/7-ზე უყურებდა სუსი. გარშემო პერიმეტრზე არის უამრავი კამერა. ჩვენს ოფისში ეყენა კამერები, რომლებიც იღებდნენ ყველაფერს რაც ხდებოდა ოფისის შიგნით. ერთი „მოლოტოვის“ დამზადების ჩანაწერი მაინც რომ ყოფილიყო დაფიქსირებული ამ კამერების ჩანაწერში, ან ერთი შემთხვევა მაინც რომ დაფიქსირებულიყო რომ ვინმე გასულიყო ჩვენი ოფისიდან „მოლოტოვით“ შეიარაღებული (ჩვენი ოფისიდან გასულებს რეგულარულად აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ, ხანდახან იტაცებდნენ კიდეც), ბათუმში ჭორაობამდე ამას ხომ ყველა ვნახავდით იმედის სპეცეთერში?ახლა მტკიცებულებები. აქ დევს ჩვენი ოფისის ჩხრეკის ოქმის სქრინები, სადაც დაფიქსირებულია ყველაფერი რაც ამოიღეს და წაიღეს (საბოტაჟის საქმის მასალებშია)მეტალისა და პლასტმასის ქილები საღებავით 2. ლაზერები 3. პულვიზატორები 4. დროშის ტარები 5. კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტოაპარატები 6. პნევმატიკური ჩაქუჩები 7. ფეიერვერკები 8. ვიდეოკამერა 9. როუტერები 10. აირწინაღები და პირბადეები 11. ბუშტები 12. სათვალეები 13. ბენზინი ბიდონებში 14. ‘ლაგარტკა’ (1 ცალი)15. ხმის გამაძლიერებლები 16. პარალონები 17. მუყაოს ფურცლები 18. გამათბობლები 19. აკუმულატორები 20. კარვები 21. მეტალის კარვის კონსტრუქციები 22. საწვიმრები ყუთებში 23. საწვიმრები ჩანთებში 24. დინამიკები 25. ელ. სადენები, კაბელები 26. მუყაოს ქაღალდის დიდი ხვეულა 27. ელ. გენერატორები 28. პლაკატები 29. მაისურებიარაფერი სხვა ოფისიდან არ ამოღებულა. ამ ოქმს ხელს აწერს შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი.„მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებას სჭირდება ბენზინი, შუშის ბოთლი და დახეული ნაჭერი.ამ სამიდან ოფისში იყო მხოლოდ ბენზინი, რომელსაც ვიყენებდით 1. გენერატორებისთვის, რომლებიც გვჭირდებოდა ხოლმე ხმის გამაძლიერებლისთვის 2. თსუ-სთან 3. ღამისთევის დროს ელექტროგამათბობლებისთვის. არცერთი ბოთლი (ან რამე მსგავსი), ისევე როგორც არანაირი დახეული ნაჭრები (ან რამე მსგავსი) ოფისიდან არ ამოღებულა. ანუ, არანაირი „სხვა ატრიბუტიკა” ოფისში არ ყოფილა. ამ ჩამონათვალით „მოლოტოვის კოქტეილი“ არ იწყობა.დაუჯერებელია, მაგრამ მგონი პროკურატურას იყენებენ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - ამ შემთხვევაში პარტიების აკრძალვის მიზნის მისაღწევად. აფსუს, რას დაამსგავსეს ფარცხალაძის მიერ საათივით აწყობილი უწყება“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
1795009992
Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს.კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია.თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.Platform მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე.საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის როგორც ფინანსურ რესურსებს ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებსა და პროექტებს.
1795008530
მისი განმარტებით, გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ბინები, სარდაფები და კერძო ავტომობილები დაზიანდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები."დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. თუ კი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერმა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამოცვლით იწყება."რაც შეეხება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციას, ცხადია, ეს მხოლოდ GWP-ს არ ეხება. არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას და შემთხვევით არ არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2017 წლიდან რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, მაშინდელი მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რომ შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. რა თქმა უნდა, თბილისი უძველესი ქალაქია, არის პრობლემა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ხშირად, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოებს, რეაბილიტაციებს და პირველი კომუნიკაციები კეთდება, ეს გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს საზოგადოებაში, დისკომფორტიც ახლავს ამას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ამ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები, როდესაც შევდივართ კონკრეტული გამზირების ან ქუჩების რეაბილიტაციით, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში მოგვყვება კომპანია GWP და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალეზი და GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე იმყოფებოდნენ.
1795007592
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას აყენებდა."პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ პოლიტიკას, ამ განცხადებებს და დამოკიდებულებას გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში. გარდა ამისა, არსებობს არქივი, ჩანაწერები, რომ პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან მოწოდებები კეთდებოდა მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ ომში. ეს ძალიან მძიმეა და დღეს, რა თქმა უნდა, არ სურთ მათ ამ ყველაფერთან ასოცირება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან მშვიდობის შენარჩუნებას და მშვიდობას რა მოაქვს. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მოაქვს სტაბილურობა, წინსვლა და ყველაზე მთავარი, კეთილდღეობა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აი, ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
ზელენსკი - უკრაინამ უკვე განსაზღვრა შემდგომი პასუხები მტრის თავდასხმებზე
1793994199
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
1793971134
ტერაქტი კრაკოვში - პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა
1794080896







