ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

1795859670

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა

1795786751

საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს  გააუმჯობესებს.რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826 

"საქართველოს ბანკი" ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში

1795775043

"საქართველოს ბანკის" სტიპენდია, Code IT, ონლაინ STEM სკოლა, პროფესიული აკადემიები და 6 იდეათეკა - ეს საქართველოს ბანკის მიერ გორში შექმნილი განათლების შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.ყოველი ინიციატივის უკან კი ერთი იდეა დგას: ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივები გორშისაქართველოს ბანკის იდეათეკები გორის 6 სკოლაში - განათლებისა და აღმოჩენების სივრცე მოსწავლეებისთვისიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის.დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს. მათ შორის, გორის 6 სკოლაში: გორის №3 საჯარო სკოლაში, შინდისის, დიცის, ხურვალეთის, ზემო ნიქოზისა და ძლევიჯვრის სკოლებში.შესაბამისად, საქართველოს ბანკის იდეათეკები გორში 4000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა ნებისმიერი ლოკაციიდანSTEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ტარდება და 3 საათს გრძელდება.ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან.აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება, შემდეგი მიღება კი გაზაფხულის სემესტრზე გამოცხადდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებსCode IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - საქართველოს ბანკის სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტებშისაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 24 პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტში.სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება;სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთმათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

1795769187

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით.კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება.წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს.თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

1795869889

ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.როგორც ცნობილია, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 

28 ნოემბრის ანონსი

1795809140

14:00 საათზე - ავლაბრის მეტროსთან, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის ფორმატში, ჟურნალისტებს უპასუხებს.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 14:00 საათზე - ბათუმის სპორტის სასახლეში პროექტი „ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალით დაიხურება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.მისამართი: ლადო ასათიანის ქ. #27 15:00 საათზე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართება იმ პედაგოგების სერტიფიცირება, რომლებმაც პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარეს.პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ახორციელებს.მისამართი: ცოტნე დადიანის ქ.N28 17:00 საათზე - პროექტი „ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალი გიორგი ცხადაძისა და მისი ბენდის 4+2 კონცერტით დასრულდება.საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1795808949

კუროოჯახური ურთიერთობები და პირადი სიმშვიდე დღეს თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება. შესაძლოა, დიდი ხნის გაუგებრობა საბოლოოდ მოგვარდეს. სამსახურში ნუ იჩქარებთ - მოთმინება სასურველ შედეგს მოგიტანთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას უფრო მყარს გახდის. კარგი დღეა სახლისა და სამომავლო გეგმების მოსაწესრიგებლად.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ ან მიღებულმა ინფორმაციამ საინტერესო შესაძლებლობა გაგიჩინოთ. თქვენი იდეები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. სიყვარულში მოსალოდნელია სასიამოვნო შეტყობინება ან გულწრფელი აღიარება. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა მალე აღარ განმეორდეს.კირჩხიბიდღეს ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და პირად ღირებულებებზე გამახვილდება. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გამოჩნდეს ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ურთიერთობებში მეტი სითბო და მზრუნველობა დაგჭირდებათ. ნუ დაივიწყებთ საკუთარ საჭიროებებს სხვისი სურვილების დაკმაყოფილებისას.ლომიდღეს მთვარე თქვენს ნიშანში გადაინაცვლებს და ენერგიის, თავდაჯერებულობისა და აქტიურობის სურვილს გაგიძლიერებთ. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ახალი მიზნების დასასახად და პირადი ინიციატივების განსახორციელებლად. სიყვარულში შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება მიიღოთ. ეცადეთ, სიამაყემ გულწრფელ გრძნობებზე გავლენა არ მოახდინოს.ქალწულიდღეს შესაძლოა საკუთარ თავთან განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ეს კარგი პერიოდია განვლილი მოვლენების გასაანალიზებლად და მომავალი გეგმების დასალაგებლად. სამსახურში დეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს - ყველა ადამიანს საკუთარი სათქმელის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცით.სასწორიმეგობრული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო შეხვედრები დღის მთავარი თემები იქნება. შესაძლოა, მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებს უკავშირდება. სიყვარულში ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული გავლენა რომანტიკულ განწყობას გააძლიერებს. კარგი დღეა შერიგებისთვის, ახალი ურთიერთობის დასაწყებად და სასიამოვნო დროის გასატარებლად.მორიელიპროფესიულ სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენი შრომა და მონდომება შედეგს გამოიღებს, თუმცა წარმატებისთვის მოთმინება დაგჭირდებათ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, სამსახურის პრობლემები ურთიერთობებში არ გადაიტანოთ. ფინანსურ საკითხებში წინდახედულობა გამოიჩინეთ.მშვილდოსანითქვენთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტერესო იდეების დღეა. შესაძლოა, მოგზაურობის დაგეგმვა, სწავლის გაგრძელება ან ახალი მიმართულებით საქმიანობის დაწყება გადაწყვიტოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა და თავისუფლების პატივისცემა მნიშვნელოვანი იქნება. მოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა თქვენი განწყობა სასიამოვნოდ შეცვალოს.თხის რქადღეს ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და ახლო ურთიერთობებზე გაამახვილეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც მომავალში სტაბილურობას მოგიტანთ. სამსახურში პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება დაგეხმარებათ. სიყვარულში კი ეცადეთ, ემოციები არ დამალოთ - ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარი ყველაფერს ცვლის.მერწყულიპარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. შესაძლოა, ვიღაცისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ ან ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყოთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, საერთო გეგმებისა და გაუგებრობების მოსაგვარებლად. საღამოს ეცადეთ, სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადულად არ მიიღოთ.თევზებიდღეს ყოველდღიური საქმეების მოწესრიგება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტული გახდება. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ნუ გადაიღლებით და დრო დასვენებისთვისაც გამონახეთ. სიყვარულში მცირე ყურადღებამ და თბილმა ჟესტმა შესაძლოა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინოს.

სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა

1795785539

სულხან თამაზაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „რატომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, როდესაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ინვენტარის დაზიანებისთვის ადამიანები ციხეში არიან, მათ შორის მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია“."ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.მზია ამაღლობელი სხვა მოვლენაა. ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად, პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

1795783400

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

ზურაბ ჯაფარიძე - თუ არ აქვს რეზოლუციებს მნიშვნელობა, რატომ არიან ასეთ იზოლაციაში?

1795776408

მისი თქმით, ეს ყველაფერი “ოცნებაზე” ცუდ გავლენას მოახდენს."ამ რეზოლუციებს შეიძლება არ აქვს მყისიერი შედეგი, მაგრამ დოკუმენტირდება ბევრი სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთზე იწყობა, საბოლოო ჯამში კი, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები საკუთარ პოლიტიკას განსაზღვრავენ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ არიან ასეთ იზოლაციაში? რატომ ხდება, რომ ფაშინიანის და ალიევის გარდა ხელს არ ართმევს არავინ? ხანდახან არის, რომ ანბანის მიხედვით მოხვდებიან ხოლმე, საფრანგეთის მერე საქართველო ხდება ხოლმე და მაკრონთან ახერხებენ ერთად კადრის გადაღებას. გამარჯობას არ ეუბნება არავინ და რატომ ხდება ეგ, თუ ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს? სასამართლო არის ადგილი, სადაც უნდა გაირკვეს ტყუილი და მართალი. როდესაც სასამართლო არის მთლიანად ჯერ კლანის ხელში და ეს კლანი მთლიანად კონტროლდება შემდეგ ივანიშვილის ოჯახის მიერ, ეგ აჩენს სხვა ტიპის პრობლემას, ეგ ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ინსტიტუტი, სადაც შეიძლება ადამიანმა საკუთარი უფლება დაიცვას. ამიტომ ცხადია, დარტყმის ქვეშ ექცევიან მოსამართლეები და პროკურორებიც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს.