სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
1791207212
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
1791207048
პაატა სალია - გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი
1791201575
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
1791200960
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
1791198049
1791183531
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა."საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორიშეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.
1790953080
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ შემდეგი მიმართულებებით:საბაკალავრო პროგრამები;სამაგისტრო პროგრამები;სადოქტორო პროგრამები;ონლაინ პროგრამები;კურსები;საგანმანათლებლო ბანაკები.გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საკონსულტაციო სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით არიან დაინტერესებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ისა და Hungaricum-ის პროგრამების შესახებ.LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება:10 ოქტომბერს, თბილისში, 12:00-დან 17:00 საათამდე, The Biltmore Tbilisi Hotel-ში;11 ოქტომბერს, ბათუმში, 13:00-დან 17:00 საათამდე, Radisson Blu Hotel Batumi-ში.ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისშიგანათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმშისაქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
1790952360
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა:Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე; ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ; კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება; გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ამასთან ერთად, 5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის).შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
1790950673
სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia
1791143804
12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 14:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) 14:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.
1791143683
კუროსტაბილური დღე გელით. ფინანსურ საკითხებში წარმატებას სიფრთხილე მოგიტანთ.ტყუპებიმნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება გელით. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს.კირჩხიბიემოციური დღეა. გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააუმჯობესებს.ლომიკარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. კარიერაში წინსვლა მოსალოდნელია.ქალწულისაქმეებში წარმატება დეტალებზე ყურადღებას მოაქვს. ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ.სასწორიარჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.მორიელიცვლილებების დროა. ძველი საკითხის დასრულება ახალ შესაძლებლობას მოგცემთ.მშვილდოსანისაინტერესო სიახლე გელით. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად.თხის რქაპასუხისმგებლობა გაიზრდება, თუმცა შედეგიც სასიამოვნო იქნება. ფინანსებში ფრთხილად იყავით.მერწყულიმოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდება. არ შეგეშინდეთ სიახლეების.თევზებიინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. სიყვარულში სასიამოვნო ემოციური მომენტი გელით.
1791135296
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში."თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას - ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს - ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი.იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე - გიყვარდეს, ზრუნავდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდე მას, ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს. ეს ნიშნავს დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია.მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას.დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით — თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თითოეული თქვენგანით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან.ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა — მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი; რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი; ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი; რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი; ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი; იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი; გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი; მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი; მურმან გელენიძე - მხატვარი; მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი; ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი; გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი; ტარიელ ონაშვილი - მომღერალი; ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი; ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი; ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი; იური ოსიპოვი - მოფარიკავე; ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი; გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი; კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე; გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
1791122041
გვარამიას თქმით, ბოდიშით, თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ხმა მისცეს, ივანიშვილს ახლა ზუსტად იმ ხარისხით ავნებენ, როგორც 2012 წელს არგეს.„გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, „მომინდება და გადავირჩევ“ რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც.პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია.ამიტომ, ბოდიშით, თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით, თუ უამისოდ, ჩემთან „დამეგობრებით“, თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო.საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას.და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ქვია“, – წერს ნიკა გვარამია.
1791113329
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია."რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1791112150
საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეეზღუდება
1790162531
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705








