"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
1795594144
თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
1795592303
"საქართველოს ბანკის" სოციალური ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა - გაეცანით 2026 წლის CSR ანგარიშს
1795590837
საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
1795589772
თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
1795589204
1795532730
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა თანამშრომლობის დაწყება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT), კონკრეტულად კი - MIT Open Learning-ის საგანმანათლებლო მიმართულებასთან. პარტნიორობის ფარგლებში, Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამასაც გაივლიან.Skillwill საქართველოს მასშტაბით ოთხ სასწავლო სივრცეს აერთიანებს - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებებით. პროგრამები პრაქტიკულ სწავლებასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.თიბისისა და Skillwill-ის ჯგუფის პარტნიორობა 5 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივად 110 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული, საიდანაც 80 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა."თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. პარტნიორებთან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. ბოლო სამ წელში თიბისის ტექ სკოლის, კამპუსისა და IT აკადემიის პროგრამებით 11 000 ადამიანი გადავამზადეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. Skillwill-თან ერთად განხორციელებული პროექტის მიზანიც იგივეა - მივცეთ ახალგაზრდებს საერთაშორისო ხარისხის განათლებაზე წვდომა და დავეხმაროთ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ასეთი ინიციატივებით ხელს ვუწყობთ კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც შრომის ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის” - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“თიბისი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნაში. გვჯერა, რომ განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შევქმნათ საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც საერთაშორისო ცოდნას, ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებსა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გააერთიანებს“, – გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი.
1795530323
შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, მათ შორის ტანსაცმელსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, სახლის ნივთებს, კვების ობიექტებს და სხვა.PLUS ბარათით, სუპერ PLUS ბარათით და მასწავლებლის ბარათით გადახდისას PLUS ქულების ქეშბექს მიიღებთ შემდეგ ობიექტებში:25 ნოემბერს - Arttime - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);26 ნოემბერს - Kitchen & More - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - ICR Home - 25% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - სითი მოლი გლდანი და საბურთალოს ფილალის, East Point-ის, გალერეა თბილისისა და თბილისი მოლის კვების ობიექტები: Wendy’s, Yakudza, Subway და Tolia - 20% PLUS ქულების ქეშბექი (ჯამში მაქსიმუმ 20 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Berghoff - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Pupazzo - 20-ჯერ მეტი PLUS ქულა (ლიმიტის გარეშე).28 ნოემბერს - Kenari - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);28 ნოემბერს - Meama - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარისPLUS ქულა);29 ნოემბერს - Voulez Vous - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე.29 ნოემბერს - Manamo - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).ხოლო, მხოლოდ სუპერ PLUS ბარათით გადახდისას27 ნოემბერს, სითი მოლის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიის მაღაზიებში დახარჯული თანხის 40% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა)გაითვალისწინეთ რომ აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებების სანახავად კი ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს,
1795523341
განახლებული ნაკრებები ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას, რათა მეწარმეებმა საქმიანობისთვის საჭირო საბანკო და დამატებითი სერვისებით ერთი საკომისიოს ქვეშ ისარგებლონ.განახლებული ბიზნეს ნაკრებები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის აგრო, ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის მიმართულებებისთვის. სექტორული მიდგომით, ბიზნესს, ნაკრებთან და ბარათთან ერთად, წვდომა აქვს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ შეთავაზებებზე, რომლებიც ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება.ბიზნეს ნაკრებების ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ:Mastercard Preferred პრემიუმ ბიზნეს ბარათს – რომელიც ორივე ნაკრების შემადგენელი ნაწილია;სექტორზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს – მათ შორის შეღავათებს სხვადასხვა ობიექტში ან ციფრულ და სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Temu, ChatGPT და Gulf;განსაკუთრებულ ვალუტის კურსს – ბიზნესისთვის ვალუტის კონვერტაციისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას;ლარის გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე – ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელებისთვის."ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მის საქმიანობაზე მორგებული შესაძლებლობების ერთობლიობა. სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ – იქნება ეს ვაჭრობა, აგრო, მომსახურება თუ მშენებლობა. სწორედ ამიტომ, განახლებული ბიზნეს ნაკრებები აერთიანებს როგორც საბანკო პროდუქტებსა და შეღავათიან პირობებს, ისე კონკრეტული საქმიანობისთვის რელევანტურ შეთავაზებებს, რაც საქმეს სჭირდება“, – აცხადებს გიორგი კოკაია, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.განახლებული ბიზნეს ნაკრებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ან გაააქტიურეთ სასურველი ნაკრები ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან.
1795520473
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI.რა დგას ამ აღიარების მიღმა და რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს:განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში;ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება.ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია;2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია;2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან;2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია.2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
1795548923
10:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 10:30 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული) 11:00 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავს.თემა: "ქართული ოცნების გაბათილებული ბრალდებები"საკონტაქტო: ანა წითლიძე - 599 852 460 11:30 საათზე - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს. 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ანასტასია ბერუაშვილისა და ნია იმნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.საკონტაქტო ნომერი: 599 39 42 45
1795548910
კუროყურადღება ფინანსურ საკითხებზე გაამახვილეთ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს. ნუ იჩქარებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. სიყვარულში გულწრფელობა წარმატებას მოგიტანთ.ტყუპებიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი ამბავი შეიტყოთ ან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიიღოთ. ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღეა. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მოერიდოთ კონფლიქტურ ადამიანებს.ლომიპროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენი იდეები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე პირად ცხოვრებაშიც.ქალწულიპასუხისმგებლობებით დატვირთული დღე იქნება, თუმცა ორგანიზებულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა სასწორებს საინტერესო ნაცნობობა ელით, წყვილებს კი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა ექნებათ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს.მორიელიცვლილებების დრო დგება. შესაძლოა, საბოლოოდ გათავისუფლდეთ პრობლემისგან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად გააანალიზეთ.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობებით სავსე დღე გელით. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს საქმიანი შეხვედრები, მოგზაურობის დაგეგმვა და შემოქმედებითი საქმიანობა. იღბალი თქვენს მხარესაა.თხის რქამოთმინება და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ფინანსური ან კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.მერწყულიმოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა სასიკეთოდ. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად და საინტერესო ადამიანებთან დასაკავშირებლად.თევზებიინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვეს. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და დაუთმეთ დრო დასვენებას.
1795507021
ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ბერლინში ვიზიტის დროს ჰკითხეს."ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი დუიმი და ეს მოიცავს ჩვენს უსაფრთხოებასაც, როდესაც საქმე კოსმოსურ ელემენტს ეხება", - განაცხადა რუტემ.გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა შეშფოთება გამოხატა."ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, ახალი არ არის, მაგრამ ამის გამო ისინი ნაკლებად შოკის მომგვრელი არ ხდება. ისინი აჩვენებს, ესკალაციის რა დონეზეა მზად რუსეთი წასასვლელად“, - განაცხადა მერცმა.გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე არ დაადასტურა აღნიშნული მონაცემები, თუმცა აღნიშნა, რომ მათ "ძალიან სერიოზულად“ ეკიდებიან. ამავდროულად, მან მოუწოდა, „ჰიპოთეტური საფრთხეების გამო ზედმეტი ნერვიულობა“ არ შეიქმნას.მოსკოვის გეგმების შესახებ ტელერადიოკომპანიებმა WDR-მა და NDR-მა და გაზეთმა Sueddeutsche Zeitung-მა დაწერეს. ჟურნალისტები ბუნდესვერს და გერმანიის დაზვერვაში (BND) ანონიმურ წყაროებს დაეყრდნენ. მათი მონაცემებით, რუსეთი აპირებს ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის, სახელწოდებით „სპუტნიკ-ს“ (Sputnik-S) გაშვებას, რაც შესაძლოა, უახლოეს კვირებში მოხდეს.დაზვერვის მონაცემები ამ გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ ნატოს რამდენიმე ქვეყანას გადაეცა, გერმანიის მთავრობამ კი შესაბამისი ბრიფინგი მიიღო. აპარატი, სავარაუდოდ, მოსკოვის ოლქში ინახებოდა. მისი გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ორბიტაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრების ჩასახშობად ან გასანადგურებლად.BND-ში ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. ბუნდესვერის კოსმოსურმა სარდლობამ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის საერთო განცხადებებზე მიუთითა, რომ კოსმოსში არსებულ საფრთხეებს სერიოზულად აღიქვამენ.პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ბოლო პუბლიკაციები არ უნახავს. მისი თქმით, ხშირი ცნობები „უცნობ წყაროებზე“ დაყრდნობით „სერიოზულად აღსაქმელი ნაკლებად არის“.ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოზეფ აშბახერმა გამოცემა Handelsblatt-თან კომენტარში კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოჩენას „ყველაზე კოშმარული სცენარი“ უწოდა.ჯერ კიდევ გაზაფხულზე აშშ-ში განაცხადეს რუსეთის გეგმების შესახებ, ორბიტაზე ბირთვული ანტისატელიტური იარაღი განეთავსებინა. შეფასებების მიხედვით, კოსმოსში ერთ ბირთვულ აფეთქებას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს 10 ათასამდე თანამგზავრი და ადამიანები GPS-ის, თანამგზავრული ინტერნეტისა და მობილური კავშირის გარეშე დატოვოს. ასეთი აპარატის შემუშავებაზე ადრეც წერდნენ - ამერიკული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი მუშაობდა თანამგზავრზე, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლო.
1795504380
Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა."მოხარული ვართ, რომ Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვართ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“ ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.
1795504029
ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ.ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება.ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს - გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
1795501912
შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის, უგანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, იემენის, ლიბიის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები - ჯამში 83 პირი.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 3 800-ზე მეტი პირი.
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1795070082
დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი მოკლეს
1794418141
"მისი ოჯახი ბინიდან დღეს უნდა გამოესახლებინათ, გუშინ ჩაუსაფრდა ცოლ-ქმარს და ესროლა" - მკვლელობის ახალი დეტალები
1794477367
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
1795119498
"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?
1794655851








