ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკის" YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება

1793375160

მეორე სეზონში, 8 მონაწილე 7 ტურის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გამოწვევას შეასრულებს. გამარჯვებულს კი ფულადი პრიზი - 20 000 ლარი გადაეცემა.CREATOR-ი საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარებას და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალი ჟიურისა და მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარონ ვიდეოს შექმნის სრული პროცესი - იდეის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის გამოქვეყნებამდე.პირველი სეზონის ფარგლებში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-მდე დამწყებმა იუთუბერმა გამოთქვა, მათგან კი 9 მონაწილე შეირჩა. CREATOR-მა იუთუბერებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ საკუთარი აუდიტორია, მიეღოთ პროფესიული უკუკავშირი და გასცნობოდნენ კონტენტის შექმნის სხვადასხვა ეტაპს.CREATOR-ის მეორე სეზონის ფარგლებში, შეიცვალა შეფასების სისტემა - თუ პირველ სეზონში თითოეული დავალება დამოუკიდებლად ფასდებოდა, ახლა მონაწილეების შედეგებს მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულები განსაზღვრავს. შესაბამისად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეულ დავალებაში კარგი შედეგის მიღწევა, არამედ თანმიმდევრულობა, განვითარება და პროცესში მუდმივი ჩართულობა.ამასთან, თუ პირველ სეზონში განაცხადის შევსება მაქსიმუმ 5 000 გამომწერის მქონე არხებს შეეძლოთ, ახლა მონაწილეობის მიღება 10 000-მდე გამომწერის მქონე კრეატორებსაც შეუძლიათ.მეორე სეზონის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის დავალება და შემოქმედებითი გამოწვევა ელით. მათ ნამუშევრებს შეაფასებენ პროექტის ჟიურის წევრები – მახარა, კაკო და ჰიტა. შეფასების გარდა, ჟიურის წევრები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ, დაეხმარებიან კონტენტის განვითარების გზების დანახვაში, ანალიტიკისა და აუდიტორიის უკუკავშირის გამოყენებაში. შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ძვირად ღირებული ტექნიკის ან უკვე ჩამოყალიბებული დიდი აუდიტორიის ყოლა აუცილებელი არ არის. შეფასებისას მთავარი ყურადღება ეთმობა იდეას, ვიდეოს შინაარსს, კრეატიულობასა და დავალებასთან შესაბამისობას. სწორედ ამიტომ, CREATOR განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი სათქმელი აქვს, ახალი იდეების განხორციელება სურს და კონტენტის შექმნას პროფესიული განვითარების მიმართულებად განიხილავს.„საქართველოს ბანკისთვის ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ამ სივრცეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტი CREATOR-ი მეორე სეზონით ბრუნდება. პირველი სეზონის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დამწყები კრეატორებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ახალი სეზონით გვინდა, კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უკუკავშირი, გადალახონ საწყისი ბარიერები და საკუთარი იდეები საინტერესო კონტენტად აქციონ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.CREATOR-ის მეორე სეზონის ეპიზოდები YouTube-ზე იანვრიდან გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde 

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა

1793359474

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო.გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. 

"საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება

1793349224

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპორტის უნივერსიტეტითეატრისა და კინოს უნივერსიტეტიკონსერვატორიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთშიპარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

1793345267

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია და ხელს უწყობს ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მომზადებას. ამ მიზანს ემსახურება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საკუთარი ცოდნა საერთაშორისო დონეზე გამოცადონ.თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პარტნიორობით მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI) საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე 1 საპატიო სიგელი მოიპოვა. ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) ქართველმა მონაწილეებმა ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი დაიმსახურეს, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) კი ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.თიბისის მხარდაჭერით, STEM მიმართულებით არაერთი სხვა ინიციატივაც ხორციელდება. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი, საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე PLANCKS და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს GENIUS-ზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, რომელთაგან ორმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.წლის განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით STEM ოლიმპიადების მიმართულებით 3,500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. თიბისი ხელს უწყობს ახალი თაობის ტალანტების გლობალურ ტექნოლოგიურ ასპარეზზე წარმოჩენას და მათი საერთაშორისო წარმატებების ერთგული მხარდამჭერია.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793388857

კუროფინანსური საკითხები და სამომავლო გეგმები თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება დაგჭირდებათ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ამბების დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგიცვლით. ძველი ნაცნობი ან ადამიანი წარსულიდან კვლავ გამოჩნდეს. ურთიერთობებში ნუ იჩქარებთ დაპირებების გაცემას.  კირჩხიბიმთვარე თქვენს ნიშანშია, რაც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით ემოციურ მგრძნობელობასა და შინაგანი სამყაროს გააქტიურებას უკავშირდება. ოჯახური საკითხები და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება. შესაძლოა, ძველი წყენა საბოლოოდ დაივიწყოთ.ლომითავდაჯერებულობა და მოქმედების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეებისა და ახალი გეგმებისთვის. შესაძლოა, ვიღაცისგან სასიამოვნო ყურადღება მიიღოთ. თუმცა ეცადეთ, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილმა ურთიერთობები არ დაგიზიანოთ.  ქალწულიდღის მთავარი თემა პირადი ურთიერთობები და შინაგანი სიმშვიდე იქნება. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ გარკვეული საკითხის გადაჭრა მხოლოდ გულწრფელი საუბრით არის შესაძლებელი. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.სასწორიურთიერთობების გადაფასების დროა. შესაძლოა, ვიღაცის საქციელმა დაგაფიქროთ, რამდენად გულწრფელია თქვენს მიმართ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ წყენის საფუძველზე. ფინანსებში კი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ.მორიელიმზე თქვენს ნიშანშია და ეს პერიოდი პირადი მიზნების, სურვილებისა და პრიორიტეტების გააზრებას უკავშირდება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიმართლე გაიგოთ ან საკითხს სრულიად განსხვავებული თვალით შეხედოთ. სიყვარულში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.მშვილდოსანიშესაძლოა, დასვენებისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ეს კარგი დროა საკუთარ თავთან დარჩენისთვის და იმ საკითხებზე დასაფიქრებლად, რომლებიც ბოლო პერიოდში გაწუხებთ. მეგობრისგან მიღებულმა რჩევამ შესაძლოა ახალი პერსპექტივა დაგანახოთ.თხის რქამეგობრული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები გააქტიურდება. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს ინტერესებს დაემთხვევა. პირად ცხოვრებაში კი ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ მომენტებში თქვენს გვერდით არიან.მერწყულიპროფესიული მიზნები და პასუხისმგებლობები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ნუ დაუშვებთ, რომ სხვისმა კრიტიკამ თავდაჯერებულობა შეგირყიოთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინებაა საჭირო.თევზებიახალი გამოცდილებისა და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო იდეა დაგებადოთ. სიყვარულში სასიამოვნო ემოციებია მოსალოდნელი, თუმცა ეცადეთ, რეალობა მხოლოდ სურვილებით არ შეაფასოთ.

ირაკლი კობახიძე - თუ იქნება პაატა ბურჭულაძის მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს

1793353110

მისი თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას ქვეყანაში."ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გვაქვს პატიმრებთან დაკავშირებით, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათ შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან მიმართებითაც ვრცელდება ეს გზავნილი. ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ყველას შეუძლია, თავი დააღწიოს პატიმრობას, იგივე ვრცელდება ბატონ ბურჭულაძეზეც. თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, თუ იქნება მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში

1793352843

მისი თქმით, საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს."ოპოზიცია შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. ამ პოლიტიკურ პარტიებს მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად, თუმცა, სინამდვილეში, მთავარი ფაქტი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის უცხოური აგენტურა. საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი. ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს უცხოური აგენტურის ადგილი. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები. ეს შეიძლება იყოს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში და ქართულ პოლიტიკაში უცხოური აგენტურის ადგილი არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც სინამდვილეში ერთი პარტიაა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. თუკი რაიმე შეიძლება გაუქმდეს, ამ პროცესის საფუძველზე, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ. 

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

1793346203

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

1793345064

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შესაბამის თანხას გადაუხდიდა. თუმცა, ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა, 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

1793304860

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა."გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების 18 წლით აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.