თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
1793860275
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
1793821508
"ბრიუსელის მხრიდან კარი ღიაა, ეს კარი კი თბილისში ჩაკეტეს, ჩაკეტა „ქართულმა ოცნებამ“, კობახიძემ, ივანიშვილმა, რადგან მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა"
1793821337
5 ნოემბრის ანონსი
1793820799
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1793820564
1793793489
"თბილისობა“, აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაზიარების, თანამემამულეებთან შეხვედრისა და სამშობლოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ნიუ-იორკში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდება. თიბისიმ ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები. თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მისამართი: Amphitheater at Coney Island, 3052 W 21st St. Brooklyn, NY 11224 United States
1793786520
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი აკადემიები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიულ მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა:აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;Tbilisi School of Communication;Academy of Digital Industry;Smart Academy;IT Academy STEP;Headvice;BDO Academy;ScaleUp;სქილვილი (Skillville);AgileSchool;Smart Fish Academy;Edutech Academy;Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;ნეომაინდ აკადემია;Sky21;რე ედუქეითი;ელექტრონული აკადემია;დიზაინის ინსტიტუტი;ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
1793776264
პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ 2025 წელს მომხმარებლისთვის 13 მნიშვნელოვანი საბანკო მომსახურების პროცესი ნულიდან გადააწყო და როგორც საცალო, ისე ბიზნესმომსახურების ძირითად პროცესებს შეეხო.პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ანგარიშის გახსნის პროცესის გამარტივებაა: თუ ადრე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას დაახლოებით 40 წუთი და ფილიალში ვიზიტი სჭირდებოდა, დღეს ანგარიშის გახსნა მხოლოდ 45 წამში, სელფის გადაღებით არის შესაძლებელი.პროექტის ფარგლებში გარდაიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიცაა მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაციის მონაცემების აღდგენა, დეპოზიტისა და სესხის მიღება, გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, საინვესტიციო სერვისების გააქტიურება, ბარათის მომსახურება და ბიზნესმომხმარებლისთვის განკუთვნილი სერვისები.ტრანსფორმაციის პროცესში თითოეული ცვლილება წინასწარ გაანალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებს დაეფუძნა, რამაც თიბისის გუნდებს შესაძლებლობა მისცა, მომსახურების პროცესები თანმიმდევრულად და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულად გაეუმჯობესებინათ.The Digital Banker-ის ჯილდო თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიზანს - მუდმივად გააუმჯობესოს საბანკო მომსახურება, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები კიდევ უფრო გაუმარტივოს.
1793776181
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 597 010 (+2 180) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.11.26-მდე: ტანკები – 12 453 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 640 (+7), საარტილერიო სისტემები – 51 879 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 252 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 733 (+2), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 072 (+5); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 595 058 (+1 104), ფრთოსანი რაკეტები – 5 192 (+52).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 169 881 (+408), სპეციალური ტექნიკა – 4 861 (+4).
1793787972
შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1793775020
არჩევნებამდე სენატში რესპუბლიკელებს 53 ადგილი ჰქონდათ, დემოკრატებს კი 47. უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს სუფთა სახით ოთხი მანდატის წართმევა სჭირდებოდათ, თუმცა მათ ექვსი მიიღეს:• კანზასი: პასტორმა ადამ ჰამილტონმა მოქმედი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა. ეს 1932 წლის შემდეგ კანზასიდან სენატის არჩევნებში დემოკრატის პირველი გამარჯვებაა.• ტეხასი: ჯეიმს ტალარიკომ შტატის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი დაამარცხა. ტეხასიდან დემოკრატი სენატში 1988 წლის შემდეგ არ აურჩევიათ. პაქსტონის მხარდასაჭერად ილონ მასკმა 212 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.• სამხრეთ კაროლინა: ენი ენდრიუსმა დარლინ გრემი, გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის და დაამარცხა, რომელსაც დროებით ეკავა ეს ადგილი. დემოკრატებს აქ სენატის არჩევნები 1998 წლის შემდეგ არ მოუგიათ. ენდრიუსი პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ შტატიდან სენატში აირჩიეს.• ჩრდილოეთ კაროლინა: ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა ტრამპის ფავორიტი მაიკლ უოტლი დაამარცხა. ბოლოს დემოკრატმა აქ სენატის არჩევნები 2008 წელს მოიგო.• ოჰაიო: ყოფილმა სენატორმა შეროდ ბრაუნმა რესპუბლიკელი ჯონ ჰასტედი დაამარცხა და ვაშინგტონში მარცხიდან ორი წლის შემდეგ ბრუნდება.• აიოვა: დემოკრატმა ჯოშ ტიურეკმა რესპუბლიკელი ეშლი ჰინსონი დაამარცხა. ხმების 94%-ის დათვლის შემდეგ, მას 50,7% ჰქონდა 46,2%-ის წინააღმდეგ.დემოკრატებმა საკუთარი ადგილები შეინარჩუნეს ჯორჯიაში (სადაც ჯონ ოსოფი ხელახლა აირჩიეს) და ნიუ-ჰემფშირში. ოსოფი გახდა პირველი დემოკრატი სენატორი ჯორჯიიდან 1990 წლის შემდეგ, რომელიც მეორე სრულ ვადით აირჩიეს.სენატში დემოკრატების ლიდერის ჩაკ შუმერის თქმით, ამერიკელებმა ცვლილებებს მისცეს ხმა.დემოკრატებმა რესპუბლიკელებს გუბერნატორის პოსტებიც წაართვეს:• ჯორჯია: კეიშა ლენს ბოტომსი აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი გუბერნატორი გახდება და შტატის პირველი დემოკრატი გუბერნატორი 1998 წლის შემდეგ.• ტეხასი: ჯინა ინოხოსამ გრეგ ებოტი დაამარცხა. იგი გახდება პირველი ლათინურამერიკული წარმოშობის ქალი გუბერნატორი შტატში, სადაც რესპუბლიკელებს ეს პოსტი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავათ.• აიოვა: რობ სენდი შტატის პირველი დემოკრატი გუბერნატორი გახდა ბოლო თითქმის 16 წლის განმავლობაში.• ოჰაიო: გუბერნატორად დემოკრატი ემი ექტონი აირჩიეს.AP-ის მონაცემებით, დემოკრატები ასევე წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვების ზღვარზე არიან. მათ რესპუბლიკელებს ექვსზე მეტი ოლქი წაართვეს.პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდნენ, მისი სახელი საარჩევნო ბიულეტენში რომ ყოფილიყო.მისივე თქმით, დემოკრატებმა არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და მასთან ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, მათთან თანამშრომლობა განაგრძოს, მათ შორის იმიგრაციის საკითხზე.
1793735057
11:30 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვახტანგ გორგასლის N24საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 12:00 საათზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს.თემა: „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური ქმედებები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები“ - ენმ-ის მოთხოვნამისამართი: ვახტანგ გორგასლის N24საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644 13:00 საათზე - ცხოველთა დამცველი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი „კახი კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისა და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს“.საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი - 593 941 942 14:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
1793735048
კუროდღეს თქვენი მთავარი უპირატესობა მოთმინება იქნება. შესაძლოა, მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც მომავალ გეგმებს უკავშირდება. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააძლიერებს. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.ტყუპებიმოულოდნელი შეხვედრა ან სატელეფონო ზარი შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილების დასაწყისი გახდეს. პროფესიულ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც საინტერესო იდეებს გთავაზობენ.კირჩხიბიდღე ოჯახურ ურთიერთობებსა და პირად ემოციებზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა, ახლობლისგან სასიხარულო ამბავი გაიგოთ. სამსახურში ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. საღამო დასვენებასა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.ლომითქვენთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ფინანსური მიმართულებით დადებითი სიახლეებია მოსალოდნელი. სიყვარულში ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოიტანს.ქალწული4 ნოემბერი დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი საქმეების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, იპოვოთ გამოსავალი პრობლემიდან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოერიდეთ გადაღლას და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საჭიროებებს.სასწორიდღე რომანტიკული განწყობით გამოირჩევა. მარტოხელა სასწორებს საინტერესო ნაცნობობის შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიულ სფეროში თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი იდეების გაზიარების.მორიელიინტუიცია დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან მოულოდნელი შესაძლებლობა აღმოაჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სჯობს რისკისგან თავი შეიკავოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ემოციური საუბარი.მშვილდოსანიახალი გამოცდილებისა და ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზმა განწყობა აგიმაღლოთ.თხის რქათქვენი შრომა შესაძლოა, სათანადოდ დაფასდეს. პროფესიულ საქმიანობაში პროგრესის შესაძლებლობა გამოჩნდება. ფინანსური გადაწყვეტილებები კარგად გააზრებულად მიიღეთ. საღამოს პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმეთ.მერწყულიდღე საინტერესო იდეებითა და მოულოდნელი მოვლენებით იქნება დატვირთული. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი პროექტების დასაწყებად.თევზები4 ნოემბერი შინაგანი სიმშვიდისა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაძლოა, წარსულში დაწყებული საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. სიყვარულში გულწრფელობა დაგეხმარებათ გაუგებრობის თავიდან აცილებაში. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებზეც დააფუძნეთ.
1793726635
დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს."სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება."ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793720525
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1792871420
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600








