12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1778528174
თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
1778520314
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
1778508567
ელექტროენერგიის სუბსიდიის თანხა გაიზარდა
1778508135
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
1778502600
1778480732
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევა არაუმეტეს 30 მოსწავლე, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. ფინალური ტური 31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდება, რის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები.ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებენ, რომელიც 2-8 აგვისტოს ასტანაში, ყაზახეთში გაიმართება.საქართველო, საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პირველად 2025 წელს წარდგა და პირველივე წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - ეროვნული ნაკრების წევრებმა ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვეს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნის აუცილებლობა.საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ მოსწავლეების მოსამზადებლად შექმნა AI ლიგა და სპეციალური საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის.ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.განათლება შესაძლებლობაა - მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით თიბისი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, აძლიერებს ახალ თაობას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.
1778333029
ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში.კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbcგაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.
1778242131
შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას - მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები.ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა: EBRD-მ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დღემდე 890 მილიონი ევროს განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის 61% კერძო სექტორზე მოდის. ბანკის მიმდინარე ენერგეტიკული პორტფელი საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ევროს შეადგენს. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ქარის ენერგიასთან დაკავშირებული გლობალური და რეგიონალური განვითარებები წარადგინა, ხოლო გალტ&თაგარტმა კავკასიაში ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა.პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონიდან, მათ შორის: სელიმ გიუვენი – ACWA Power-ის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანსა და თურქეთში. ACWA Power მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, გლობალური პორტფელით დაახლოებით 80–95 გიგავატი. რეგიონში მას ეკუთვნის 240 მეგავატიანი ხიზი-აბშერონის ქარის ელექტროსადგური (აზერბაიჯანი) და თურქეთში 5 გიგავატიანი განახლებადი ენერგიის მზის პანელების პროექტი. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ეპიტაციო მირანდა – Actis-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტი."უკვე სამ ათწლეულზე მეტია, EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებსა და გადამცემ ინფრასტრუქტურას, რათა სექტორი გახდეს მდგრადი, უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს განახლებადი ენერგიის ღირებულებათა სრულ ჯაჭვს - დაწყებული დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურებით, გაგრძელებული საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის დაფინანსებით. ახლა კი ვაფინანსებთ ყველაზე დიდ, 206 მეგავატიან, რუისის ქარის ელექტროსადგურს. ასევე ვგეგმავთ სხვა მსხვილი მოცულობის ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას უახლოეს წლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი როლი ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტების მეშვეობით, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრაციას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებთან, გააუმჯობესა მიწოდების საიმედოობა და გახსნა კერძო ინვესტიციების გზა განახლებადი ენერგიის სფეროში. ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კერძო სექტორს ენერგეტიკული სისტემის უფრო მწვანე, მდგრად და კონკურენტუნარიანად გარდაქმნაში“, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.“ენერგეტიკული ბაზარი და საინვესტიციო გარემო რეგიონში სწრაფად იცვლება. თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, ამ პროცესების შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას საკუთარ პარტნიორებს, შედეგად, მათ ბიზნეს პროცესებს უმარტივებს. დღეს ბაზარზე აქცენტი განახლებად ენერგიასა და მდგრად ინვესტიციებზე კეთდება, რაც თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამან განაპირობა, რომ 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ განახლებადი ენერგიის დაფინანსებაში. ჯამში, თიბისის ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატს მოიცავს - ეს ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 45%-ია. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის. პარალელურად ვაგრძელებთ ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას, სადაც ქვეყნის პოტენციალი სრულად ათვისებული ჯერ კიდევ არ არის”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“ენერგეტიკა ქვეყნისთვის სტრატეგიული და სწრაფადმზარდი მიმართულებაა და საქართველოს ბანკი ამ დარგის დაფინანსების ლიდერია. ბოლო მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელიდან, რომელიც 3.05 მილიარდ ლარს შეადგენს, 1.42 მილიარდი ლარი, სწორედ საქართველოს ბანკზე მოდის. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია განახლებადი ენერგია, რაც ჩვენს საინვესტიციო დინამიკაშიც ჩანს. 2025 წელს, 2022 წელთან შედარებით, ამ მიმართულებით ჩვენი საკრედიტო პორტფელი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკის პორტფელის წლიურმა ზრდამ 2025 წელს 42.7% შეადგინა. მხოლოდ 2025 წელს, ბანკის კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერით, 10-ზე მეტი სისტემური მნიშვნელობის ახალი პროექტი დაკონტრაქტდა, მათ შორის აღსანიშნავია კერძო სექტორის ინვესტიციით განხორციელებული პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგეტიკა უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სფერო იქნება. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ სექტორის აქტიურ მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსებით, ისე ცოდნის გაზიარებითა და პარტნიორობის გაღრმავებით” - ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
1778241749
კრიპტოთი ვაჭრობის მოდული მობილბანკში განთავსებულია პროდუქტების გვერდზე, ინვესტიციების სივრცესთან ერთად, რაც ინვესტირებას კიდევ უფრო მარტივსა და ინტუიციურს ხდის.ახალი პროდუქტი პორტფოლიოს დივერსიფიცირების გზას და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად, ინოვაციური ციფრულ აქტივების ფლობაც სურს.კრიპტოში ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე საჭიროა შესაბამის პირობებზე თანხმობა.მობილბანკში კრიპტოს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხით - $1-დან, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება ეტაპობრივად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს.კრიპტოს შეძენა შესაძლებელია პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, გაყიდვის შემთხვევაში კი თანხა ავტომატურად ჩაირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე.კრიპტოს სივრცეში მომხმარებელს დახვდება:ტოპ კრიპტოები ზრდის პროცენტული ცვლილების მიხედვით;ფავორიტებში დამატების შესაძლებლობა;საკუთარი პორტფელი;ტრანზაქციების ისტორია;„აღმოჩენის“ ტაბი, სადაც პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ყველა კრიპტოა თავმოყრილი.საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, განაგრძობს 1 800 000 მომხმარებლისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც ინვესტირების პროცესს უფრო მოქნილს, ხელმისაწვდომსა და პერსონალიზებულს ხდის.*ეს არ არის ფინანსური რჩევა.
1778484532
მისივე თქმით, ბოლო ორი თვის პერიოდს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა."ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილად ისტორიული და სასიხარულო. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე დიდი ქრისტიანობაში ყოველთვის არის სიყვარული. ბოლო ორი თვის პერიოდს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს " , - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.
1778480451
კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში პირველი არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.სამების ტაძარში საეკლესიო კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაა შედგენილი.გაფართოებული კრების მიმდინარეობისას საკათედრო ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა.კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პატრიარქი თავად მიიღებს.სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1778443116
"ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გასწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის თეფშით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიას და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს უნახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებით და ჩანთებით ჩამოიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი!47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა კვლავ დიდებულ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.
1778442339
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ომმა "ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ ის ჯერ არ დასრულებულა".კერძოდ, ირანმა არ თქვა უარი გამდიდრებულ ურანზე, არ დაშალა თავისი ბირთვული ობიექტები, არ შეწყვიტა თავისი "რეგიონალური მარიონეტების“ მხარდაჭერა და არც დათანხმდა რაიმე შეზღუდვას თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე.როდესაც ნეთანიაჰუს ჰკითხეს, თუ რა არის გასაკეთებელი გამდიდრებული ურანის შემთხვევაში, რაც მოლაპარაკებების მთავარ საკითხად რჩება, მან უპასუხა, რომ მისი ფიზიკურად გატანა შესაძლებელია ირანიდან. თუმცა, მან უარი თქვა გამდიდრებული ურანის გატანის ვადების დასახელებაზე და მას "უაღრესად მნიშვნელოვანი მისია" უწოდა.
1778441898
12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 13:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთხი N439(C კორპუსი, IV სართული) 13:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
1778441872
კურო - სიმშვიდისა და სტაბილურობის მოთხოვნილება გაიზრდება. კარგი დროა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად და ფინანსური გეგმების გადასახედად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.ტყუპები - კომუნიკაციის დღეა, ახალი ნაცნობობა ან საინტერესო ინფორმაცია მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოგიტანთ. ეცადეთ, ერთდროულად ბევრ საქმეს არ მოჰკიდოთ ხელი.კირჩხიბი - ემოციური ფონი გაძლიერდება. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. კარგი დღეა დასვენებისა და შინაური გარემოსთვის.ლომი - ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი იდეები სხვებზე შთაბეჭდილებას მოახდენს. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით — სპონტანური ხარჯები მოსალოდნელია.ქალწული - საქმიანობაში წარმატების შანსი იზრდება. კარგი დროა დაგეგმვისა და ძველი საქმეების დასრულებისთვის. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.სასწორი - ურთიერთობებში ჰარმონია მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ძველ კონფლიქტს მშვიდობიანი გადაწყვეტა მოეძებნოს. საღამოს რომანტიკულ განწყობას იგრძნობთ.მორიელი - დღე ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაბიჯების. ინტუიცია და დაკვირვებულობა დაგეხმარებათ რთული სიტუაციის მოგვარებაში.მშვილდოსანი - აქტიური და ოპტიმისტური დღეა. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალ პროექტთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.თხის რქა - პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. ფინანსური საკითხების დალაგება და სამომავლო გეგმების შედგენა განსაკუთრებით ხელსაყრელია.მერწყული - ახალი იდეები და შთაგონება დღის მთავარი თემაა. მეგობრებთან ურთიერთობა სასარგებლო აღმოჩნდება. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.თევზები - ინტუიცია და შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება. კარგი დროა საკუთარ სურვილებზე დაფიქრებისა და ემოციური ბალანსის აღსადგენად.
"ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს"
1778317901
ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
1778079807
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
1778062295
"მხოლოდ თბილისში დღეში 1100 ადამიანს უწერენ 50-ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოცი მილიონი ლარი, რომელიც იხარჯება არამიზნობრივად"
1777625041
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
1777728051








