ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკი" უკვე 10 წელია, ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

1794319188

პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.

11-17 ნოემბერს "საქართველოს ბანკი" და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს

1794314256

საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - "საქართველოს ბანკმა" AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო

1794308430

აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

1794303128

ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს  „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ.კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება.თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
რუბიო – ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს

1794340402

მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.

11 ნოემბრის ანონსი

1794339994

10:30 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.თემა: „2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგები“.მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 11:00 საათზე - პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 11:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616(C კორპუსი, VI სართული) 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794339831

კურო11 ნოემბერი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გამოჩნდება. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ტყუპებიდღეს კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების შანსი გაქვთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ დაპირებებს.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა წარსულიდან ვინმე დაგიკავშირდეთ. ოჯახურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ფინანსურად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.ლომიდღის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ! თქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება.ქალწული11 ნოემბერი გეგმების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა რთულ საკითხზე გამოსავალი იპოვოთ. ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.სასწორისიყვარულისა და ურთიერთობების თვალსაზრისით საინტერესო დღე გელოდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ახალი ნაცნობობის შესაძლებლობა გაჩნდება. სამსახურში შესაძლოა თქვენი შრომა დააფასონ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საუბარია მოსალოდნელი.მშვილდოსანიიღბალი შესაძლოა თქვენს მხარეს აღმოჩნდეს! დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად და საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად. ფინანსურ საკითხებში პოზიტიური ცვლილებების შანსია.თხის რქათქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. შესაძლოა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში გონივრული ნაბიჯები გადადგით. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო გამოიჩინეთ.მერწყული11 ნოემბერი მოულოდნელი სიახლეების დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ახალი იდეა ან საინტერესო შეთავაზება სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. სიყვარულში ცვლილებებია მოსალოდნელი. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და შინაგან სიმშვიდეს. შესაძლოა სასიამოვნო ამბავი ახლობელი ადამიანისგან შეიტყოთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი პერიოდია. ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა

1794312360

ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ.ღონისძიების პარალელურად, პროექტის -  „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

კახა კალაძე - ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს

1794298914

"ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული."რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

1794293758

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.