ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება

1795086231

მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება.ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებით რუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობების ფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007781-macro-update-georgia

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

1795077417

თიბისის ახალი მონაცემთა ცენტრი საქართველოში ერთადერთი მსგავსი ინფრასტრუქტურაა, რომლის შეკეთება, ტექნიკური განახლება და გაფართოება შესაძლებელია საბანკო სერვისების შეფერხების გარეშე. ეს თიბისის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია - საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი მოთხოვნებისთვისაც.მონაცემთა ცენტრის მშენებლობის სტრატეგიული გადაწყვეტილება თიბისიში 2024 წელს მიიღეს. პროექტის მიზანი იყო მონაცემთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, საბანკო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და მასშტაბირებადი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა. ცენტრი რეკორდულად მოკლე დროში - 36 კვირაში აშენდა და ამოქმედდა.სწორედ, აქ განთავსებული სისტემები უზრუნველყოფს ყოველდღიური ციფრული საბანკო ოპერაციების შესრულებას - იქნება ეს მობაილბანკით გადარიცხვა თუ სხვა საბანკო სერვისით სარგებლობა. მონაცემთა უსაფრთხოებას მრავალშრიანი დაცვა, მკაცრი ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, ელექტრომომარაგების და გაგრილების რეზერვირებული სისტემები, რამდენიმე მონაცემთა ცენტრის ურთიერთდაზღვევა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით დამატებითი რეზერვირება უზრუნველყოფს. თიბისის არსებობის ისტორიაში, მომხმარებელთა მონაცემების დაკარგვის შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მზის პანელები ელექტრომომარაგების დაახლოებით ერთ მესამედს უზრუნველყოფს, ხოლო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემები და მოდულარული არქიტექტურა ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.მონაცემთა ცენტრი თიბისის გრძელვადიანი ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ბანკი კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას, საბანკო სერვისების საიმედოობასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს. 

"საქართველოს ბანკისა" და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

1795076268

შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე "საქართველოს ბანკის" მრავალფეროვანი შეთავაზებები

1795072400

შეთავაზებები სხვადასხვა ბარათის მფლობელებისთვის განსხვავდება და არაერთ კატეგორიას მოიცავს - ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ტექნიკას, თავის მოვლის საშუალებებს, სახლის ნივთებს, კვების ობიექტებს და სხვა.გაეცანით შეთავაზებებს და ნახეთ, სად და როდის შეძლებთ დამატებითი სარგებლის მიღებას.PLUS ბარათით, სუპერ PLUS ბარათით და მასწავლებლის ბარათითამ ბარათებით ზოგ ადგილას თანხას დაიბრუნებთ, ზოგან კი PLUS ქულებს დააგროვებთ.PLUS ქულები დაგერიცხებათ22 ნოემბერს - L’Occitane და Erborian - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);22 ნოემბერს - Mega Sport -  30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);ლიმიტი საერთოა Diesel-ის, Magellan-ის, Napapijri-ის, The North Face-ის, Timberland-ის და Scotch & Soda-ს მაღაზიებში.23 ნოემბერს - New Balance და EA7 - მინიმუმ 200 ლარიან შენაძენზე 30% PLUS ქულების ქეშბექი (ორივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Giordano - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Top Sport 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Old Supra - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Mihouse - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);23 ნოემბერს - Skivri - 30% PLUS ქულების ქეშბექი (ულიმიტოდ);25 ნოემბერს - Arttime - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);26 ნოემბერს - Kitchen & More - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - ICR Home -  25% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის PLUS ქულა);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Yakudza, Subway და Tolia - 20% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Berghoff - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);27-29 ნოემბერს - Pupazzo - 20-ჯერ მეტი PLUS ქულა (ულიმიტოდ);28 ნოემბერს - Kenari - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);28 ნოემბერს - Meama - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარისPLUS ქულა);29 ნოემბერს - Voulez Vous - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე.29 ნოემბერს - Manamo - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).ამ ობიექტებში თანხის გადახდისას ქეშბექს მიიღებთ27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);  მასწავლებლის ბარათით გადახდაზე კი 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27-29 ნოემბერს - Copter Tech - 30% - იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 300 ლარი);27-29 ნოემბერს - Nisse - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი);27-29 ნოემბერს -  Homla - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27-29 ნოემბერს - Baldinini, Felino Milano, Kids Concept, AGAPE Jewelry, Pilgrim, Petite Ellie, Eterna, Allbikes.ge და Adelyo -  30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).მხოლოდ სუპერ PLUS ბარათით27 ნოემბერს - City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში,  Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიის მაღაზიებში დახარჯული თანხის 40% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულაStudent Card-ის მფლობელები შემდეგი შეთავაზებებით ისარგებლებენ:24 ნოემბერს - UNO Shoes - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - ASOS, SHEIN, Zalando და Trendyol -30% -იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);27-29 ნოემბერს - Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade (ონლაინ და ფილიალებში), iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).sCool Card-ის მფლობელებისთვის შეთავაზებები:გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებებით სარგებლობამდე აუცილებელია მათი sCoolApp-ში გააქტიურება.24 ნოემბერს - UNO Shoes - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);26 ნოემბრის 21:00 საათიდან 27 ნოემბრის ჩათვლით - Biblusi, XS Toys და Pepela - 40% - იანი ქეშბექი (სამივე მაღაზიაში ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარი);შეთავაზება ღამის ბაზრობაზეც ვრცელდება.27 ნოემბერს - Miniso - 40% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი);27 ნოემბერს - DeFacto - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);27 ნოემბერს - მოლების კვების ობიექტები: Wendy’s, Dunkin’, Subway და Tolia - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);27-29 ნოემბერს - Altersocks - 40% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);27-29 ნოემბერს - Skivri და Aden Cosmetics - 30%-იანი ქეშბექი (ულიმიტოდ).საქართველოს ბანკის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებისთვის23 და 28 ნოემბერს -  BEKO - 30% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი); შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე.25-26 ნოემბერს - Archevani - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);27-29 ნოემბერს - Carpisa - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე.27-29 ნოემბერს - Intelekti - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);29 ნოემბერს - Automenu.ge - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი).საქართველოს ბანკის ყველა ბარათით23-29 ნოემბერს - Pancho - 30% - იანი  ქეშბექი (ულიმიტოდ);27 ნოემბერს - Kontakt Home - 20% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი);27-29 ნოემბერს - Kotesi - 30% - იანი ქეშბექი (ულიმიტოდ);28-30 ნოემბერს - Glasses Gallery - 50% - იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი). შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე.ინფორმაციისთვის, შეთავაზებები ეტაპობრივად დაემატება. ამიტომ, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს, რომ სიახლეები არ გამოგრჩეთ.მოემზადეთ Black Friday-სთვის - შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება და მიიღეთ კიდევ უფრო სარგებელი.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
ფონიჭალაში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

1795098894

ამ ეტაპზე 3 პირის ძებნა-შველის პროცესი გრძელდება.  ცოტა ხნის წინ მაშველებმა 3 წლის გოგონა ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს.აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.დაშავდა ოთხი ადამიანი. მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

"შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა"

1795096774

მისი თქმით, პერიმეტრზე დამატებითი ძალებით მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია."ამ დროისთვის 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, ჯანმრთელადაა, ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ბავშვი კონტაქტურია. ძებნა-შველის ღონისძიება ამ დროისთვისაც უწყვეტად მიმდინარეობს. იმედს არ ვკარგავთ, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები, დაველოდოთ შედეგებს. ვითარებას ართულებს ის, რომ ნაშალი მასალა ჩამოშლილია მცირე ფრაგმენტებად და საფრთხე ხელახალი ნგრევის.კონტაქტზე გამოსვლას რაც შეეხება, შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა.ბავშვი ნანახია მესამე და მეორე სართულებს შორის ნანგრევებში. სადაც ბავშვია ნაპოვნი, იქ მიმდინარეობს დამატებითი ძალებით ტერიტორიის გადამოწმება და იმედს არ ვკარგავთ", - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა. ადგილზე 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა, მისი მდგომარეობა მძიმეა.ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს

1795094888

მისი თქმით, აღნიშნულ სადარბაზოებში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაჰყავს და ასზე მეტ ადამიანს ექვს სასტუმროში განათავსებს."მერიის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან  ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე, მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროებში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი. ასზე მეტი ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, ადგილზე რჩებიან ყველა უწყების და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

1795094406

მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ადგილზე 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

სი ძინპინი - ბირთვული ომის გაჩაღება არ შეიძლება და მისი მოგება შეუძლებელია

1795086985

მან ბირთვული იარაღის ყოვლისმომცველი აკრძალვისა და სრული ლიკვიდაციისკენ მოუწოდა და მას უწოდა "დამოკლეს მახვილი“, რომელიც კაცობრიობის თავზე ჰკიდია."ბირთვული ომის გაჩაღება არ შეიძლება და მისი მოგება შეუძლებელია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.მან სამ დიდ სახელმწიფოს მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, დაიცვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება და შეინარჩუნონ გლობალური სტრატეგიული სტაბილურობა.დღეს, 19 ნოემბერს, ჩინეთში სი ძინპინის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. მანამდე ტრამპი ცალკე ესაუბრა პუტინს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სი ძინპინს კი - დაახლოებით ერთი საათი.აღსანიშნავია, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები და მათი ნაწილი უკრაინის ომს ეხება. მანამდე ტრამპი სამმხრივ სამიტზე უკრაინის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს

1795077919

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის ყველა მცხოვრები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს."ფონიჭალაში დღეს დილით სამწუხარო ფაქტი მოხდა - აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. შვიდ ადამიანს ეძებენ. პარალელურად, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობს."თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.