10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

10:00 საათზე - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

(C კორპუსი, V სართული)

 

10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

10:30 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი

(C კორპუსი, VI სართული, ოთახი N616)

 

11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

 

10:30 საათზე - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან 2022 წლის, 21 სექტემბერს, საკუთარ მაღაზიაში იარაღით მოკლული აიდინ ჰამზაევის ოჯახი აქციას გამართავს.

საკონტაქტო პირი: მუხრან ღურწკაია - 558 68 56 46

 

11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეული - საქართველოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. საგზაო შემთხვევების სტატისტიკა, ავარიების გამომწვევი ძირითადი მიზეზები, სიჩქარის გადაჭარბების პრობლემა".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

15:00 საათზე - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N331

(C კორპუსი, III სართული)

 

15:00 საათზე - გლდანის ციხესთან გაიმართება გაზეთის „თავისუფლების ხმა ციხიდან“ პრეზენტაცია.

თემა: "პირველ ნომერში განთავსებულია 18 პოლიტპატიმრის წერილი საქართველოს მოქალაქეებისადმი“.

მისამართი: ო.ხიზანიშვილის 141 (გლდანის ციხე)

საკონტაქტო ნომერი: 591051601